ძებნის შედეგად ნაპოვნია 452 შედეგი

ჩვენმა კომპანიამ 2025 წლის აგვისტოში საზღვარგარეთ გაყიდა დანადგარი 100000 ევროდ, გაფორმდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქონელი ჩავიდა დანიშნულების ადგილას. თანხა მყიდველმა ჩაგვირიცხა სექტემბერში. ოქტომბრის თვეში მყიდველთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება მასთან, რომ შეცვლილიყო შეთანხმებული მიწოდების ფასი 110000 ევროდ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 100000 ევროსი. განსხვავება ძველ და ახალ საფასურს შორის მყიდველმა ჩაგვირიცხა ცალკე თანხით, თებერვლის თვეში. უნდა შეგვეცვალა თუ არა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია? თუ კი, და არ შევცვალეთ, რა სანქციები გვემუქრება?

2026/03
დღგ
საბაჟო გადასახდელები
სხვა გადასახადები და სანქციები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

გვაინტერესებს, ა(ა)იპ-ს, რომელიც ეწევა ორდღიან ფასიან ტრენინგებს ექიმებისთვის, წელიწადში გაწეული მომსახურებების 100 000 ლარის ღირებულების გადაჭარბების შემთხვევაში ექმნება თუ არა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება? ცნობისათვის, საქმიანობას ვეწევით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტაციის მონიჭების შემდეგ, ჩვენ მიერ წარდგენილ მოკლევადიან პროგრამებზე (უსგ – უწყვეტი სამედიცინო განათლება და უპგ – უწყვეტი პროფესიული განათლება).

2026/03
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. არ გვაქვს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. ოფისში დისპენსერებისათვის შეძენილ სუფთა წყალზე გადახდილი დღგ ექვემდებარება თუ არა ჩათვლას?

2026/03
დღგ
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა? რა შემთხვევაში დაიბეგრება დღგ-ით? საკითხი მაინტერესებს როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების შემთხვევისთვის.

2026/03
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

დეკემბრის თვის საბანკო საპროცენტო სარგებელი კომპანიას (დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფს) ჩაერიცხა იანვარში. პროპორციული ჩათვლებისთვის, რომელ თვეში უნდა იქნეს ის გათვალისწინებული დღგ-ის მიზნებისათვის? და რომელ თვეში – მოგების გადასახადში შეღავათის მიზნებისათვის?

2026/02
დღგ
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

2025 წლის ნოემბერში ავტომანქანა გავაქირავეთ იჯარით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც გამოვუწერეთ მოიჯარეს. მან ფულიც ჩაგვირიცხა, მაგრამ მანქანა არ გამოდგა გამართული, რის გამოც მომსახურება ფაქტობრივად არ შესრულდა და 1 დეკემბერს მოიჯარეს ფული უკან გადავურიცხეთ, ხოლო ავტომანქანა დაგვიბრუნეს. რომელი თარიღით უნდა გამოვწეროთ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა?

2026/02
დღგ
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა