სამშენებლო კომპანიაში, მომსახურებას გვიწევს ფიზიკური პირი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დარეგისტრირებულია ინდმეწარმედ.
ამ პირზე გაცემულია თანხები და დაბეგრილია საშემოსავლოთი, დაკავებულია საპენსიო დაზღვევის თანხებიც. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში არის გატარებული როგორც მომსახურება 20%-იანი დაბეგვრით. ამ შემთხვევაში დაჯარიმდება სამშენებლო კომპანია? რა სახის გადასახადები დაეკისრება სამშენებლო კომპანიას? სწორია თუ არა საპენსიო დაზღვევის შენატანის დაკავება? ეს ფიზიკური პირი ისევ იმუშავებს ჩვენს კომპანიაში და როგორც მეუბნებიან, ჩვენთან უნდა დადეკლარირდეს მისი შემოსავალი. შეგვიძლია ისევ ასე გავაგრძელოთ მასთან ურთიერთობა?
ჩვენი შპს, რომელიც ვაჭრობს სამედიცინო აპარატურას და მოწყობილობას, სპონსორობას უწევს ა(ა)იპ-ს, რომელიც ატარებს ექიმების კონფერენციას საქართველოში. სპონსორობის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს: ჩვენი კომპანიის ლოგოს განთავსებას კონფერენციის მოსაწვევზე და პროგრამაზე; ჩვენი კომპანიის შესახებ სტენდის განთავსებას საკონფერენციო დარბაზის შესასვლელში; ჩვენი კომპანიის საპრომოციო მასალის გავრცელებას. უნდა დავბეგროთ თუ არა გადარიცხული თანხა მოგების გადასახადით?
ღვინის მწარმოებელ შპს-ს (დღგ-ის გადამხდელია, აღრიცხვისთვის იყენებს მსს ფასს-ს) სურს ააშენოს მცირე სასტუმრო თავის მიწაზე. ამასთან, ამ შენობას ექნება სარდაფი, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დაძველება. მშენებლობის პროცესში, დღგ-ს ჩავითვლით. თუ ეს სასტუმრო არ ამუშავდა, რა შეფასება შეიძლება მოჰყვეს ამას საგადასახადო ორგანოს მხრიდან?
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი დარეგისტრირდა გადამხდელად 2024 წლის 1 მაისიდან და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას კოდით 47220 – საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. ამავე დროს მაღაზიაში ყიდის დაკლულ ქათამს, ყველს, კვერცხს. არცერთ ამ პროდუქტზე არ აქვს ზედნადები ან შესყიდვის რაიმე დოკუმენტი. მცირე ბიზნესის ჟურნალში შეაქვს შესყიდული საქონელი, სადაც ძირითადი ნაწილი – 80% არის ხორცი. 2024 წლის მაისიდან დღემდე რეალიზაცია არის 106000 ლარი. დღგ-ის გადამხდელად არ დარეგისტრირდა, რადგანაც მისი საქმიანობა ძირითადად არის საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით, რომელიც არის დაუბეგრავი.
გთხოვთ მიპასუხოთ, რა რისკი არსებობს პირის საქმიანობაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციასთან და დაბეგვრასთან დაკავშირებით? ნიმუშისთვის გიგზავნით ერთადერთ ზედნადებს, რომელიც 2024 წლის დეკემბერში აქვს მიღებული.
შპს, რომელიც აღრიცხვას სრული ფასს-ების მიხედვით აწარმოებს, ყოველწლიურად იძენს ანტივირუსის პროგრამის ერთწლიან ლიცენზიას გერმანული კომპანიისგან. წინასწარ ავანსად იხდიან თანხას. ეს არამატერიალურ აქტივად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ხარჯად განვიხილოთ და დავბეგროთ როგორც არარეზიდენტის მომსახურება უკუდაბეგვრის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით?
საკითხი შეეხება საქართველოს რეზიდენტ საფეხბურთო კლუბს, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შპს.
ფეხბურთელების მოზიდვის მიზნით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს არარეზიდენტ საფეხბურთო კლუბებთან (კომპანიები) და მოლაპარაკების ორგანიზებას უზრუნველყოფენ შუამავალი პირები.
კითხვებზე პასუხები გვაინტერესებს მხოლოდ საგადასახადო კუთხით:
1) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის შეძენა უნდა განვიხილოთ როგორც „საქონლის“ შეძენა თუ როგორც არამატერიალური აქტივის შეძენა?
2) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის სასყიდლიანი იჯარის ფორმით ჩამოყვანის შემთხვევაში, როგორ გადავწყვიტოთ ყოველთვიური იჯარის ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი?
3) როგორ გადაწყდება არარეზიდენტი შუამავალი პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი:
- როცა არარეზიდენტი იურიდიული პირია;
- როცა არარეზიდენტი ფიზიკური პირია?
4) რეზიდენტი შუამავალი ფიზიკური პირების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევაზე? ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით ეს საშუამავლო მომსახურება არ ექვემდებარება არც ლიცენზირებას და არც ნებართვას.