ძებნის შედეგად ნაპოვნია 457 შედეგი
გვაინტერესებს, ა(ა)იპ-ს, რომელიც ეწევა ორდღიან ფასიან ტრენინგებს ექიმებისთვის, წელიწადში გაწეული მომსახურებების 100 000 ლარის ღირებულების გადაჭარბების შემთხვევაში ექმნება თუ არა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება?
ცნობისათვის, საქმიანობას ვეწევით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტაციის მონიჭების შემდეგ, ჩვენ მიერ წარდგენილ მოკლევადიან პროგრამებზე (უსგ – უწყვეტი სამედიცინო განათლება და უპგ – უწყვეტი პროფესიული განათლება).
წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. არ გვაქვს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. ოფისში დისპენსერებისათვის შეძენილ სუფთა წყალზე გადახდილი დღგ ექვემდებარება თუ არა ჩათვლას?
ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა? რა შემთხვევაში დაიბეგრება დღგ-ით? საკითხი მაინტერესებს როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების შემთხვევისთვის.
დეკემბრის თვის საბანკო საპროცენტო სარგებელი კომპანიას (დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფს) ჩაერიცხა იანვარში. პროპორციული ჩათვლებისთვის, რომელ თვეში უნდა იქნეს ის გათვალისწინებული დღგ-ის მიზნებისათვის? და რომელ თვეში – მოგების გადასახადში შეღავათის მიზნებისათვის?
2025 წლის ნოემბერში ავტომანქანა გავაქირავეთ იჯარით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც გამოვუწერეთ მოიჯარეს. მან ფულიც ჩაგვირიცხა, მაგრამ მანქანა არ გამოდგა გამართული, რის გამოც მომსახურება ფაქტობრივად არ შესრულდა და 1 დეკემბერს მოიჯარეს ფული უკან გადავურიცხეთ, ხოლო ავტომანქანა დაგვიბრუნეს. რომელი თარიღით უნდა გამოვწეროთ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა?
შპს-ში, რომელიც არის სასტუმრო, სასტუმრო მომსახურების გაყიდვების ხელშეწყობისთვის დავდეთ ხელშეკრულება მარკეტინგულ შპს-სთან, რომელსაც ევალება ჩვენი სასტუმროს ნომრების გაყიდვა და სასტუმროს პოპულარიზაცია. მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესასრულებლად მარკეტინგულ შპს-ს ჩვენს სასტუმროში ჩამოჰყავს ინფორმაციული/გასაცნობი ტურების სახით მარკეტინგის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები, ან პოტენციური კლიენტები და ა.შ., რომლებსაც ადგილზე აცნობს სასტუმროს. ამ ვიზიტის ფარგლებში საჭირო ხდება სტუმრების გამასპინძლება (ჩაი, ყავა, ლანჩი, საუზმე, სადილი, შამპანური), მათზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად და ზოგ შემთხვევაში, თუ ვიზიტი გრძელდება ორი დღით, სტუმრებისთვის სასტუმრო მომსახურების შეთავაზებაც (ღამით დარჩენა ჩვენს ნომერში). სტუმრების ჩამოყვანამდე მარკეტინგული შპს გვიგზავნის ოფიციალურ ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ წერილობით შეტყობინებას (ან ელექტრონული მეილის სახით გვწერს), სადაც უთითებს, თუ ვინ მოჰყავს, რამდენი დღით, რა მიზნით და სტუმრების სახელს, გვარს და პირად ნომერს (თუ შესაძლებელია). ამ მომსახურებების ფარგლებში გაწეულ ხარჯებს ჩვენ ვატარებთ წარმომადგენლობით ხარჯებში და ვქმნით წარმომადგენლობითი ხარჯვის აქტს, რომელსაც ხელს აწერს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ოპერაციებს რადგან მივიჩნევთ წარმომადგენლობით ხარჯებად, მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებულ ჩათვლებს ვიღებთ ჩათვლიდან (ანუ ვიუქმებთ ჩათვლილ დღგ-ის თანხებს) იმ თვის დღგ-ის დეკლარაციის ბოლო გვერდის მე-14 უჯრაში მითითების გზით, რომელ თვეშიც მოხდება ზემოაღნიშნული გამასპინძლება.
ა) რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა ან/და შედგენა ხომ არ არის კიდევ საჭირო?
ბ) რაიმე დამატებითი გადასახადებით ხომ არ დავიბეგრებით?
2026/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
წარმომადგენლობითი
ხარჯები
პასუხის ნახვა