ძებნის შედეგად ნაპოვნია 321 შედეგი

ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი დღგ-ის გადამხდელი შპს. ინდივიდუალური მეწარმისგან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი და რომელსაც გააჩნია მეფრინველეობის ფერმა საქართველოში, სასაქონლო ზედნადებით ვყიდულობთ ქათმის და მწყერის კვერცხებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დავიბეგრებით თუ არა დღგ-ით აღნიშნულ რეალიზაციაზე?

2023/09
დღგ
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

იმპორტის რეჟიმით დაუბეგრავი საქონლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება დღგ-ით იბეგრება თუ არა, ეს სასაქონლო კოდზეა დამოკიდებული?

2023/09
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ხელშეკრულების ფარგლებში, არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში, ჩვენს შპს-ს უწევს ონლაინ მომსახურებას, რომლითაც ის ონლაინ რეჟიმში აკონტროლებს ჩვენ მიერ მისგან მიღებული სამედიცინო დანადგარის გამართულ მუშაობას. ონლაინ მომსახურების ღირებულება უნდა გადავიხადოთ ყოველთვიურად, წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე. აღნიშნული დასაბეგრი იქნება როგორც უკუდაბეგვრის დღგ-ით, ასევე არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?

2023/09
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

2022 წლის ივლისში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „G“-მ შპს „H“-ზე გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის საზღაურად მიიღო X აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული თანხა მოიცავდა როგორც ფულად ნაწილს (Y აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში), ასევე ბარტერის სახით გადმოცემულ დასრულებულ უძრავ ქონებებს (სხვა მიწის ნაკვეთზე აშენებული ორი საცხოვრებელი ფართი საკადასტრო კოდებით ------) და გაყიდულ ტერიტორიაზე ასაშენებელ კორპუსში სამომავლო ფართებზე მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული ქონებების შპს „G“-ისთვის საკუთრებაში გადმოცემა განხორციელდა ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე 2022 წლის ივნისში გაფორმებული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით გადმოსაცემი უძრავი ქონებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა Z აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. აღნიშნული ფართების გადმოცემის შემდეგ შპს „H“-მა წარუდგინა შპს „G“-ს შესაბამისი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა განხორციელებულ მიწოდებაზე. 2022 წლის აგვისტოს და ოქტომბრის თვის გადაწყვეტილებების შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონებები საკუთრებაში გადაეცათ შპს „G“-ის ორ დამფუძნებელს და საწესდებო კაპიტალის 14-14 პროცენტის მფლობელებს მათ მიერ მისაღები წილების შესაბამისად შუალედური დივიდენდის სახით, N აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ლარებში თითოეულზე. აღნიშნული უძრავი ქონებების დივიდენდის სახით გაცემისას განხორციელდა მისაღები წილების შესაბამისად განსაზღვრული თანხების შესაბამისი მოგების გადასახადის 15% და დივიდენდის გადასახადის 5%-ის გადახდა ბიუჯეტში. დივიდენდების მიღების შემდეგ, ამ პარტნიორებმა გაასხვისეს თავიანთი წილები სხვა პირებზე. გთხოვთ გვაცნობოთ: 1) რამდენად აკმაყოფილებს ჩვენ მიერ აღნიშნული ტრანზაქციები საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; და 2) საჭირო იყო თუ არა შუალედური დივიდენდის სახით უძრავი ქონებების გადაცემისას აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა?

2023/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
დივიდენდები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

არმიღებული დებიტორული დავალიანების (რომელიც დღგ-ით დაიბეგრა თავის დროზე) უიმედო ვალად აღიარების ან პატიების შემთხვევაში, შეგვიძლია თუ არა დავიბრუნოთ გადახდილი დღგ რაიმე გზით?

2023/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ქართულმა კომპანიამ (A) გააფორმა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მეორე ქართულ კომპანიასთან (B) პარკინგის შეძენაზე. გარიგების მთლიანი ფასია 10000 ლარი, საიდანაც A-მ 2000 ლარი გადაიხადა ავანსად. ამ თანხაზე B-მ გამოწერა და წარუდგინა მას ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ორი თვის შემდეგ A-მ გადაწყვიტა გაყიდოს ამ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით მინიჭებული პარკინგის შესყიდვის უფლება კომპანია C-ზე, რისთვისაც კომპანია C-მ კომპანია A-ს უნდა გადაუხადოს 2500 ლარი. დარჩენილ 8000 ლარსაც კომპანია C გადაუხდის კომპანია B-ს და საბოლოოდ იგი შეიძენს და გაიფორმებს კიდეც აღნიშნულ პარკინგს. სამივე კომპანია დღგ-ის გადამხდელია. რა ტიპის ხელშეკრულებებით უნდა დარეგულირდეს აღნიშნული ოპერაციები? უნდა დაბეგროს თუ არა კომპანია A-მ მიღებული 2500-ლარიანი კომპენსაცია დღგ-ით? მთლიანად თუ ნაწილობრივ? როგორ უნდა მოიქცეს კომპანია B, რომელსაც 2000-ლარიანი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი აქვს A კომპანიაზე და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა მოუწევს C კომპანიაზე? როგორ დააწყვილოს ეს ფაქტურები, რომ ზედმეტად არ დაიბეგროს?

2023/08
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა