ძებნის შედეგად ნაპოვნია 256 შედეგი

2024 წელს შპს-მ დამფუძნებლისაგან მიიღო 20%-იანი სესხი ეკონომიკური საქმიანობისთვის. დამფუძნებელი დღგ-ის გადამხდელი ინდმეწარმეა. შპს-მ ყოველთვიურად დაარიცხა ბუღალტრულად პროცენტის ხარჯი, მაგრამ 2024 წელს პროცენტი არ გადაიხადა, გადაიხადა 2025 წლის თებერვალში, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში 5% დააკავა და გადაუხადა კრედიტორს. შპს-ისთვის ეს ხარჯი რომელი წლის ხარჯად ჩაითვლება – 2024 წლის თუ 2025 წლის? ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ სსკ 131-ე მუხლის შესაბამისად ინდმეწარმე ამ შემოსავალს არცერთ საგადასახადო დეკლარაციაში არ ასახავს. შპს-ს და ინდმეწარმეს სხვა საგადასახადო ვალდებულებები გააჩნიათ თუ არა?

2025/07
დღგ
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ინდმეწარმე აქირავებს თავის კუთვნილ უძრავ კომერციულ ფართს თავისავე კუთვნილ შპს-ზე ეკონომიკური საქმიანობისთვის (გაიხსნა შპს-ის სახელით მაღაზია). ინდმეწარმემ რა საბუთები უნდა შექმნას და რა გადასახადები დაეკისრება?

2025/07
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

A კომპანია სესხებს გასცემს B და C კომპანიებზე. A კომპანიისთვის ორივე – B და C კომპანია ურთიერთდამოკიდებული პირებია. B კომპანიისთვის სესხი გაცემულია ლარში – წლიური 12%, ხოლო C კომპანიისთვის სესხი გაცემულია აშშ დოლარში – წლიური 10%. A კომპანიას აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. საბაზრო საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრის მიზნით ვიყენებთ ეროვნული ბანკის მონაცემებს (კერძოდ, სტატისტიკურ მონაცემებს: საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, კოდით – L3.22). 1) ვინაიდან აღნიშნულ ფაილში სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მოცემულია თვეების მიხედვით, ეს ხომ არ წარმოშობს A კომპანიისთვის საპროცენტო განაკვეთის გადახედვის ვალდებულებას ყოველთვიურად? თუ კი, ხელშეკრულება უნდა ვაკორექტიროთ ყოველთვიურად ზემოთ ხსენებული მონაცემების შესაბამისად? თუ ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი უნდა გამოვითვალოთ საშუალო მაჩვენებლის მიხედვით და ამით დავაკორექტიროთ? 2) იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სესხის საპროცენტო განაკვეთი ნაკლები იქნება სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე (ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით), მასზე საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის 7-ე ნაწილის „ბ“ პუნქტი ხომ არ გავრცელდება? 3) საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შემთხვევაში, აშშ დოლარში გაცემული სესხის საკურსო სხვაობები, რომელი კურსით უნდა გადავიანგარიშოთ და დროის რა მონაკვეთში, ყოველთვიურად თუ წლის ბოლოს?

2025/07
დღგ
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

გვაინტერესებს შპს-ების, სააქციო საზოგადოებების და ფიზიკური პირების მიერ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებული თანხებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხები. გავამახვილებთ ყურადღებას შემდეგ გარემოებებზე: 1. ყველა საინვესტიციო ფონდი თუ მათი მმართველი კომპანია ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. 2. ერთი ფონდი არის სააქციო საზოგადოება, რომლიდანაც მიღებული მოგება ფიზიკურ პირებზე განაწილების დროს სსკ 23(1) მუხლის თანახმად იბეგრება მოგების გადასახადის 5%-ით, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, ხოლო ინვესტორი შპს-ისთვის გაცემული დივიდენდები არ იბეგრება გაცემის წყაროსთან. 3. დანარჩენი ფონდები არის სახელშეკრულებო სქემები, რომლებიც ეროვნულ ბანკში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონითაა რეგისტრირებული და რომლებიც კანონის თანახმად არ წარმოადგენენ გადამხდელ სუბიექტებს. მასში მონაწილე ინვესტორ ფიზიკურ პირებს ერიცხებათ მოგების განაწილებისას თანხები გადახდის წყაროსთან დაბეგვრის გარეშე. 4. ყველა ფონდის ინვესტორთან გაფორმებულია ხელშეკრულებები ერთეულის შეძენის თაობაზე. ყველა ფონდს აქვს ერთეულთა რეესტრი, სადაც აღრიცხულია ერთეულის ღირებულება და რაოდენობა. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს: 1) ზუსტად რა ჰქვია კანონის ენით მიღებულ შემოსავლებს ასეთი ფონდებიდან: დივიდენდი, საპროცენტო სარგებელი თუ რამე სხვა? 2) გვაინტერესებს, ასეთი ფონდებიდან მიღებული მოგების განაწილებისას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მესაკუთრე ფიზიკური პირი იბეგრება თუ არა დივიდენდის საშემოსავლო და მოგების გადასახადით? თუ, ეკუთვნის შეღავათი ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული მოგების (პროცენტის) განაწილების მსგავსად?

2025/07
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
ინვესტიციები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

კომპანიის ბალანსზე ირიცხება არარეზიდენტი კომპანიის დებიტორული დავალიანება (დაახლოებით 50000 აშშ დოლარი), რომელიც მოდის 2022 წლიდან. მყიდველის მხარის პოზიცია არის ის, რომ მხარეებს შორის სიტყვიერად შეთანხმებულ ფასზე მეტ თანხაზეა გამოწერილი ინვოისები და უარს აცხადებს ამ დავალიანების დაფარვაზე. ამბობს, რომ სიტყვიერად შეთანხმებული დავალიანება ანაზღაურებული აქვს, თუმცა, როდესაც საქონელს ღებულობდა, ინვოისში მითითებულ გაზრდილ ფასზე რეაქცია არ ჰქონდა. ექსპორტის დეკლარაციების კორექტირება ვერ ხერხდება (ბევრია). რამდენად რეალურია რისკი, რომ შემოწმების შემთხვევაში საგადასახადო აუდიტორმა დაბეგროს ჩამოკიდებული დებიტორული დავალიანება? რას გვირჩევთ აღნიშნული დავალიანების ჩამოსაწერად?

2025/06
მოგების გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
იმპორტი, ექსპორტი
სამართლებრივი/იურიდიული
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

1) დამფუძნებელმა, იგივე დირექტორმა, 3 წლის წინ შემოიტანა უპროცენტო სესხი შპს-ში. ძირი თანხის გატანის დღეს დავარიცხე პროცენტი, გავატარე ხარჯში და იგივე თანხა ავიღე შემოსავალში. მაქვს თუ არა ვალდებულება დარიცხული თანხა დავადეკლარირო და გადავიხადო საშემოსავლო 5%? 2) დამფუძნებელმა, იგივე დირექტორმა 3 წლის წინ შემოიტანა პროცენტიანი სესხი. ხელშეკრულებით პროცენტის დარიცხვა ხდება ძირი თანხის გატანის დღეს. 3 წლის შემდეგ პირობითად, იანვარში გამსესხებელს დავუბრუნეთ ძირი თანხა, მაგრამ დარიცხული პროცენტი გამსესხებელს გადავურიცხეთ მარტში. მაინტერესებს, როდის მქონდა დარიცხულ პროცენტზე დეკლარირების ვალდებულება: იანვარში თუ მარტში?

2025/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა