ძებნის შედეგად ნაპოვნია 293 შედეგი

1) დამფუძნებელმა, იგივე დირექტორმა, 3 წლის წინ შემოიტანა უპროცენტო სესხი შპს-ში. ძირი თანხის გატანის დღეს დავარიცხე პროცენტი, გავატარე ხარჯში და იგივე თანხა ავიღე შემოსავალში. მაქვს თუ არა ვალდებულება დარიცხული თანხა დავადეკლარირო და გადავიხადო საშემოსავლო 5%? 2) დამფუძნებელმა, იგივე დირექტორმა 3 წლის წინ შემოიტანა პროცენტიანი სესხი. ხელშეკრულებით პროცენტის დარიცხვა ხდება ძირი თანხის გატანის დღეს. 3 წლის შემდეგ პირობითად, იანვარში გამსესხებელს დავუბრუნეთ ძირი თანხა, მაგრამ დარიცხული პროცენტი გამსესხებელს გადავურიცხეთ მარტში. მაინტერესებს, როდის მქონდა დარიცხულ პროცენტზე დეკლარირების ვალდებულება: იანვარში თუ მარტში?

2025/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ერთმა შპს-მ მეორე შპს-ს (ორივე არის დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“) ასესხა გარკვეული თანხა 1 წლით. ამ მეორე შპს-ს სესხის თანხა ვერ დააბრუნა, ვინაიდან აქვს ფინანსური პრობლემები. სესხის გამცემმა შპს-ის დამფუძნებელმა გადაწყვიტა აჩუქოს მათ ეს თანხა. ამ შემთხვევაში, რა ვალდებულებები წარმოეშვებათ ამ შპს-ებს ბიუჯეტის წინაშე?

2025/06
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

მზღვეველ კომპანიას და დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (დაზღვეული) შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ზიანის ანაზღაურებაზე. საკითხი ეხება 2024-2025 წლებს. მაინტერესებს, თუ ზიანის სანაცვლოდ ხდება ანაზღაურების თანხის გადახდა დაზღვეულისათვის, ხოლო დაზიანებული ქონება (TOYOTA LANDCRUISER LC 150) გადაეცემა მზღვეველს, რაიმე საგადასახადო ვალდებულება ხომ არ წარმოეშობა დაზღვეულ საწარმოს?

2025/06
დღგ
მოგების გადასახადი
დაზღვევა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სამეთვალყურეო საბჭოს ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები დაბეგვრის გარეშე შესაძლოა გავატაროთ? თვითონ გაწეული ხარჯები წარმომადგენლობითი ხარჯის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

2025/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

თბილისში ჩატარდა ღვინის ფესტივალი, რომელშიც ჩვენი კომპანია მონაწილეობდა. შიდა გადაზიდვით 6 სახეობის ღვინო გავიტანეთ ფესტივალზე, ჯამში 72 ბოთლი. ეს რაოდენობა მარკეტინგულ ხარჯში რომ გავუშვა, შეიძლება?

2025/06
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენმა კომპანიამ გასულ წლებში რამდენჯერმე სამედიცინო კონგრესზე დასასწრებად გავუშვით აზერბაიჯანელი ექიმები. ასეთ ხარჯებს ვბეგრავთ ხოლმე არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით (10%-ით). ეს დაბეგვრა სწორია? ამ აზერბაიჯანელ ექიმებს არაფერი არ აქვთ საერთო საქართველოსთან და მიღებულ ცოდნასაც აზერბაიჯანში იყენებენ. არგუმენტი რა უნდა გვქონდეს, რატომ დავაფინანსეთ აზერბაიჯანელი ექიმი? სხვა არანაირ ხარჯს არ ვეწეოდით და არ ვწევთ აზერბაიჯანისთვის.

2025/06
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა