ძებნის შედეგად ნაპოვნია 271 შედეგი

საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს 2 წელზე მეტი ხნით ეკუთვნის წილი არარეზიდენტ კომპანიაში, რომელსაც ახლა ყიდის. რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი აღნიშნული წილის გაყიდვის შემთხვევაში?

2026/07
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

მომსახურების (არა შრომითი) ხელშეკრულებით დასაქმებულებზე შეგვიძლია ჯანმრთელობის დაზღვევა ავუნაზღაუროთ კომპანიის ხარჯით? თუ კი, საგადასახადო კუთხით, მოგების გადასახადით უნდა დავბეგროთ თუ საშემოსავლო გადასახადით?

2026/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა

ვარ ინდმეწარმე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირი, დღგ-ის გადამხდელი. წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარირებისას, ვიყენებ ძირითადი საშუალებების 100%-ით გამოქვითვის უფლებას და ვიმცირებ დასაბეგრ შემოსავალს. ახლა მინდა, შევიტანო ეს ძირითადი საშუალებები (მათ შორის, უძრავი ქონება – მიწა, ვენახები) იმ ფირმის (დღგ-ის გადამხდელი შპს-ის, რომელიც მეღვინეობის ქარხანაა) განთავსებულ კაპიტალში, რომელშიც უკვე რამდენიმე წელია 50%-50% გვეკუთვნის მე და ჩემს ოჯახის წევრს, ამ შპს-ში კაპიტალის გაზრდის ფორმით. მეორე პარტნიორს არ შეაქვს ქონება და ამიტომ შპს-ში ჩემი წილობრივი მონაწილეობა გაიზრდება. ხომ არ წარმოქმნის ეს ოპერაცია დასაბეგრ შემოსავალს ჩემთვის, ან ჩემი ოჯახის ამ წევრისთვის (1-ლი რიგის მემკვიდრეა)?

2026/06
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
ძირითადი საშუალებები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ფიზიკურ პირ A-ს ეკუთვნის 100% წილი შპს X-ში, რომელიც მოქმედია, ეწევა აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას და ფლობს სხვადასხვა აქტივებს. ფიზიკური პირი B ფლობს უძრავ ქონებას (მიწა და მასზე დამაგრებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა), რომელსაც ის შეაფასებინებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და დაადგენს აღნიშნული ქონების საბაზრო ფასს, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი ლარი მაინც იქნება. ფიზიკური პირები A და B შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირი A გადაუფორმებს ფიზიკურ პირ B-ს შპს X-ის 50% წილს, ხოლო ფიზიკური პირი B შეიტანს შპს X-ის კაპიტალში მის კუთვნილ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას. როგორ შეიძლება, რომ ეს შეთანხმება განახორციელონ ფიზიკურმა პირებმა ისე (რა ტიპის ხელშეკრულებები უნდა დადონ, ან რა ტიპის ოპერაციები განახორციელონ), რომ არ დაიბეგროს არცერთი ფიზიკური პირი და არც შპს X ამ ოპერაციებზე და მიიღონ სასურველი შედეგი?

2026/05
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი. როდესაც სასაქონლო ზედნადებებით უსასყიდლოდ ვაძლევთ საქონელს სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“, ამას ვბეგრავთ მხოლოდ დღგ-ით, ხოლო როდესაც გამოვლინდება სასაქონლო დანაკლისი, ამას ვბეგრავთ დღგ-ითაც და საშემოსავლო გადასახადითაც, როგორც ხელფასს. დანაკლისი რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგროს მოგების გადასახადით (და არა როგორც ხელფასი)? 50-ლარამდე საჩუქრებს არ ვგულისხმობ, მათი გადაცემა ხომ ისედაც იდენტიფიცირებული უნდა იყოს.

2026/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

ჩვენი შპს, რომელიც დღგ-ის გადამხდელია, აწარმოებს პროდუქციას (აღნიშნული პროდუქცია არ არის საკვები). წარმოებული პროდუქციის ნაწილს, რეგულარულად (ოღონდ, არა ყოველთვის) ვჩუქნით ჩვენს თანამშრომლებს, თუმცა ეს არ გვევალება შრომითი ხელშეკრულებებით. საჩუქრად გადაცემულ პროდუქციას დღგ-ით ვბეგრავთ თვითღირებულებიდან, ხოლო საშემოსავლო გადასახადით ვბეგრავთ საბაზრო ფასიდან, რადგან ვთვლით, რომ ეს ხელფასთან გათანაბრებული განაცემია დაბეგვრის მიზნით. რამდენად სწორია ჩვენი დაბეგვრა?

2026/04
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა