ძებნის შედეგად ნაპოვნია 200 შედეგი

მყიდველთა მოსაზიდად საქართველოში ვატარებთ ახალი პროდუქტების პრეზენტაციას. პრეზენტაციას ადგილობრივებთან ერთად ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები − როგორც პოტენციური მყიდველები, ისე იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა პროდუქტების დისტრიბუციასაც ჩვენ ვახორციელებთ. ადგილობრივ საწარმოებში პროდუქტების გასაცნობად და ტესტირებისთვის ვატარებთ შეხვედრებს. ამ დროს ყოველი ჩატარებული სემინარის დღეს გვიწევს შესაბამისი თანმხლები ხარჯების ანაზღაურება, როგორიცაა მონაწილეთა კვების (რესტორანი, წასახემსებელი (ყავის) შესვენება), ტრანსპორტირების, საჩუქრების, გართობის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ზოგი ხარჯი საბუთის გარეშეა (მაგ., ტაქსის, გართობის). ხარჯების ოდენობის გამო, გვსურს, რომ მათი ნაწილი გაიღოს სხვა ურთიერთდაკავშირებულმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელიც ასევე დაინტერესებულია ჩვენი გაყიდვების გაზრდაში. რა სახით შეგვიძლია ამ კომპანიის ინვოისის წარმოდგენა და როგორ იბეგრება აღნიშნული ტრანზაქცია?

2024/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

საწარმომ, რომელიც 10 წელია, არ მუშაობს, მიმდინარე წელს გაყიდა ქონება. ამონაგები წლის ბოლოს შეუერთდებოდა სხვა შემოსავალს დაბეგვრის მიზნით, თუკი ასეთი იქნებოდა, მაგრამ ცხადია არ იქნება. დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს მოგების განაწილება წინასწარ, ჩაბარდა ყოველთვიური მოგების გადასახადის დეკლარაცია და გადავიხადეთ გადასახადები. ეს შეცდომა ხომ არ არის და სანქციებს ხომ არ გამოიწვევს, ან როგორ გამოვასწოროთ?

2024/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

სამმა ფიზიკურმა პირმა თანამფლობელობაში შეიძინა მიწა და მიაქირავა მათ მიერ დაფუძნებულ შპს-ს. ერთ-ერთი მათგანი დაინიშნა დირექტორად. ფიზიკურმა პირებმა ასევე აიღეს სესხი ინდივიდუალურად 10%-იანი სარგებლით და ასევე ინდივიდუალურად ასესხეს ფირმას ძირითადი საშუალებების შესაძენად 11%-ში. ეს პერიოდი დაემთხვა კოვიდ-პანდემიის პერიოდს და ისედაც პროდუქციის გაყიდვებმა მინიმუმი შეადგინა. 1) სესხის %-ს და იჯარას შპს ვერ იხდიდა. ხარჯად კი ვარიცხავდით შპს-ს და ისედაც ზარალიანი ფირმის ზარალის ნაშთი ამით უფრო იზრდებოდა. რამდენად სწორია ეს? ხომ არ არის მოსალოდნელი რამე სანქცია შემოწმების შემთხვევაში? 2) ამ ფირმის ეგიდით ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც გასაჯაროებულია, ნაშთად ირიცხება მცირე ოდენობით მასალების ნაშთი, ანგარიშვალდებულ დირექტორზე ფულის ნაშთი და მოკლევადიანი ვალდებულების ნაშთი. მალევე მოხდა წილების 100%-ის გაყიდვა და ვალდებულება ხომ არ გვაქვს, ჩამოთვლილი ნაშთები ვაღიაროთ შემოსავლებსა და ხარჯებში და როგორი გატარებით? და გამოვიყენოთ ზარალის გადატანის უფლება?

2024/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) მივლინებაში მიდის თანამშრომელი, რომელიც იმავდროულად არის დამფუძნებელი (ან დამფუძნებლის ოჯახის წევრი – რომელიც ასევე მუშაობს შპს-ში). ავიაკომპანიის ბილეთი არის ბიზნესკლასის (აქვთ ფასდაკლება და ფაქტიურად ეკონომკლასზე ცოტათი ძვირი ჯდება). როგორ შეიძლება გავატაროთ ხარჯებში? ბიზნესკლასის ბილეთი არ ტარდება ხარჯებში, მაგრამ თუ ავიაკომპანიამ მოგვცა საბუთი, რომ იგივე დღეს ეკონომკლასის ბილეთი ჯდებოდა პირობითად 500 ლარი და ჩვენ შევიძინეთ ბიზნესკლასი 750 ლარად, შეიძლება 500 ლარი გავატაროთ ხარჯში? ავიაკომპანიას შეუძლია მოგვცეს იმ დღეს ეკონომკლასის ჯავშნის ბილეთის საზღაურის ინფორმაცია და არა უკვე შეძენილი ეკონომკლასის ბილეთი საბუთის სახით. ასეთი სქემით შეიძლება ხარჯებში გამოქვითვა? 2) ასევე, სასტუმრო, რომელსაც ჯავშნიან, არის შედარებით მაღალი კლასის და ძვირიანი. ამ შემთხვევაში ცალსახად შემიძლია ვისარგებლო დღიური ნორმატივით მოკლევადიანი მივლინებით – კონკრეტულ ქალაქზე მითითებული ხარჯით, დანარჩენს რა თქმა უნდა ვერ ავუნაზღაურებ კანონმდებლობიდან გამომდინარე. 3) ასევე შემიძლია შიდა ტრანსპორტის ქვითრების ანაზღაურება? და დღიური კვების თანხის ანაზღაურება, რომელიც მოცემულია ბრძანებულებაში? ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს შიდა ბრძანებით გაწერილი.

2024/04
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

ჩვენმა კომპანიამ (არ არის დღგ-ის გადამხდელი), გერმანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი რომ აიყვანოს თანამშრომლად (შრომითი დაქირავებით) და ხელფასი გერმანიაში გადაურიცხოს, ეს 20% საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ, თუ შეგვეძლება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეღავათით ვისარგებლოთ?

2024/04
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

შეიძლება, რომ ღვინის ქარხანამ (შპს, მსს ფასს-ით მუშაობს) თანამშრომელს წინასწარ, 9 თვით ადრე მისცეს ყურძნის ღირებულება ავანსად? მოწეულ ყურძენს ის ჩვენთან ჩააბარებს. სესხად ხომ არ გადაკვალიფიცირდება? თუ ავანსად დარჩება, მოგების გადასახადით ხომ არ დაიბეგრება და როცა ყურძნის შესყიდვა მოხდება, დავიბრუნებთ ამ მოგების გადასახადს?

2024/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სესხები, პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა