1) თუ კომპანიას ჰყავს ხანდაზმული მევალეები (3 წელი და მეტი) და აქამდე არ მიუმართავს სასამართლოსთვის აღნიშნული დავალიანების ამოღების მიზნით, ხოლო ხანდაზმულობიდან გამომდინარე უკვე აზრიც არ აქვს სასამართლოზე მიმართვას, მიუღებელი თანხები მაინც ჩაითვლება დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარება შესაბამის დაბეგვრას, როგორც „დებიტორული დავალიანების შესახებ“ 2024 წლის მეთოდურ მითითებაშია აღწერილი? რამდენად აქვს აზრი აღნიშნული თანხის ამოღებაზე სასამართლოსთვის მაინც მიმართვას და აგვაცილებს თუ არა აღნიშნული ქმედება ამ მიუღებელი თანხის დაბეგვრას?
2) გონივრულ ვადაში მიუღებელი დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრა ხორციელდება ყველა შემთხვევაში, თუ მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში? თუ კომპანია ყოველწლიურ აუდიტორულ შემოწმებას გადის, ამ შემთხვევაშიც ვალდებული იქნება კომპანია დაბეგროს ეს თანხა?
3) იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მიმართა სასამართლოს დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით (რომელსაც ჯერ არ გასვლია ხანდაზმულობის ვადა), მაგრამ თანხა მაინც ვერ ამოიღო (კომპანიის გაკოტრების ან სხვა მიზეზით), აღნიშნული მიუღებელი თანხა მაინც დაიბეგრება როგორც გაცემული ხელფასი?
ჩვენმა შპს-მ სხვა შპს-ისგან შეიძინა 10 ცალი ბანკნოტი (მინის ჩარჩოში ჩასმული ფულის კუპიურები). შემდეგ რაღაც ნაწილი გაჩუქდა, დანარჩენი ნაშთში გვაქვს. ეს შესყიდვა ჩვეულებრივ შემოსავალზე უნდა ავიღო და რაც გაჩუქდა, ის დავბეგროთ?
რას ნიშნავს ეს ჩანაწერი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით:
„სამართალდამრღვევი ვალდებულია დარღვევის გამოსწორებისათვის საპენსიო შენატანი განახორციელოს საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე)“?
ანუ ვთქვათ, კომპანიამ 1000-ლარიანი ხელფასიდან დააკავა 20 ლარი საპენსიო შენატანი, 196 ლარი საშემოსავლო გადასახადი და ხელზე გადაუხადა 784 ლარი დასაქმებულს. შემდეგ დეკლარირება გამორჩა და რომ დააზუსტა დეკლარაცია, გადაიხადა ეს 20 ლარი საპენსიო ფონდის ანგარიშზე (პლუს 20 ლარი დამსაქმებლის საპენსიო ანარიცხი) და გარდა ამისა, კიდევ 20 ლარი უნდა ჩაურიცხოს (დაუბრუნოს) დასაქმებულს? ანუ, დასაქმებულს რაც დაუკავა 20 ლარი, ის დაკავებული თანხა უნდა გააუქმოს და 20 ლარი ისევ საპენსიო ფონდის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს?
ინდმეწარმე აქირავებს თავის კუთვნილ უძრავ კომერციულ ფართს თავისავე კუთვნილ შპს-ზე ეკონომიკური საქმიანობისთვის (გაიხსნა შპს-ის სახელით მაღაზია).
ინდმეწარმემ რა საბუთები უნდა შექმნას და რა გადასახადები დაეკისრება?
გვაინტერესებს შპს-ების, სააქციო საზოგადოებების და ფიზიკური პირების მიერ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებული თანხებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის საკითხები. გავამახვილებთ ყურადღებას შემდეგ გარემოებებზე:
1. ყველა საინვესტიციო ფონდი თუ მათი მმართველი კომპანია ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
2. ერთი ფონდი არის სააქციო საზოგადოება, რომლიდანაც მიღებული მოგება ფიზიკურ პირებზე განაწილების დროს სსკ 23(1) მუხლის თანახმად იბეგრება მოგების გადასახადის 5%-ით, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, ხოლო ინვესტორი შპს-ისთვის გაცემული დივიდენდები არ იბეგრება გაცემის წყაროსთან.
3. დანარჩენი ფონდები არის სახელშეკრულებო სქემები, რომლებიც ეროვნულ ბანკში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონითაა რეგისტრირებული და რომლებიც კანონის თანახმად არ წარმოადგენენ გადამხდელ სუბიექტებს. მასში მონაწილე ინვესტორ ფიზიკურ პირებს ერიცხებათ მოგების განაწილებისას თანხები გადახდის წყაროსთან დაბეგვრის გარეშე.
4. ყველა ფონდის ინვესტორთან გაფორმებულია ხელშეკრულებები ერთეულის შეძენის თაობაზე. ყველა ფონდს აქვს ერთეულთა რეესტრი, სადაც აღრიცხულია ერთეულის ღირებულება და რაოდენობა.
აქედან გამომდინარე, გვაინტერესებს: 1) ზუსტად რა ჰქვია კანონის ენით მიღებულ შემოსავლებს ასეთი ფონდებიდან: დივიდენდი, საპროცენტო სარგებელი თუ რამე სხვა?
2) გვაინტერესებს, ასეთი ფონდებიდან მიღებული მოგების განაწილებისას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მესაკუთრე ფიზიკური პირი იბეგრება თუ არა დივიდენდის საშემოსავლო და მოგების გადასახადით? თუ, ეკუთვნის შეღავათი ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული მოგების (პროცენტის) განაწილების მსგავსად?
როდესაც 1430 ანგარიშზე მაქვს რიგით თანამშრომელზე ჩარიცხული თანხა და ამ თანხის ხელფასად დაბეგვრა მიწევს, როგორც საბუთის გარეშე გახარჯულის, რომელია სწორი დაბეგვრა: იმ თანამშრომელზე ვაჩვენო ხელფასი, ვისზეც არის გაცემული, თუ დირექტორზე?