ძებნის შედეგად ნაპოვნია 236 შედეგი

საკითხი შეეხება საქართველოს რეზიდენტ საფეხბურთო კლუბს, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შპს. ფეხბურთელების მოზიდვის მიზნით, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს არარეზიდენტ საფეხბურთო კლუბებთან (კომპანიები) და მოლაპარაკების ორგანიზებას უზრუნველყოფენ შუამავალი პირები. კითხვებზე პასუხები გვაინტერესებს მხოლოდ საგადასახადო კუთხით: 1) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის შეძენა უნდა განვიხილოთ როგორც „საქონლის“ შეძენა თუ როგორც არამატერიალური აქტივის შეძენა? 2) არარეზიდენტი საფეხბურთო კლუბისაგან ფეხბურთელის სასყიდლიანი იჯარის ფორმით ჩამოყვანის შემთხვევაში, როგორ გადავწყვიტოთ ყოველთვიური იჯარის ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი? 3) როგორ გადაწყდება არარეზიდენტი შუამავალი პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების უკუდაბეგვრის დღგ-ით და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი: - როცა არარეზიდენტი იურიდიული პირია; - როცა არარეზიდენტი ფიზიკური პირია? 4) რეზიდენტი შუამავალი ფიზიკური პირების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევაზე? ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციით ეს საშუამავლო მომსახურება არ ექვემდებარება არც ლიცენზირებას და არც ნებართვას.

2025/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

შპს-მ ისესხა დამფუძნებლიდან 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 2.20 ანუ 2200 ლარის ეკვივალენტი. გარკვეული პერიოდის შემდეგ შპს-მ ლარის ანგარიშიდან დაფარა ეს სესხი 1000 აშშ დოლარი, როცა კურსი იყო 3.0, ანუ დამფუძნებელს გადაუხადა ძირი თანხა 3000 ლარი. წარმოშობილი კურსთაშორისი სხვაობა 800 ლარი ხომ არ იბეგრება საშემოსავლოთი, ან მოგების გადასახადით ამ შპს-ისთვის?

2025/01
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

ერთ-ერთ რესტორანში თანამშრომლებისთვის გაიმართა კორპორაციული ღონისძიება, რაზეც მიმწოდებელმა გამოაგზავნა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა. კომპანიამ ეს დღგ არ ჩაითვალა, გაწეული ხარჯი კი დაბეგრა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით (როგორც ხელფასთან გათანაბრებული განაცემი), თუმცა არ დაბეგრა დღგ-ით, ვინაიდან ჩათვლა არ მიუღია. როგორია თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში? როგორ გესმით სსკ 1601 მუხლის მოთხოვნები? თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდებისას დღგ-ით დაბეგვრისთვის ვაკვირდებით დღგ-ის ჩათვლის ფაქტს თუ არა? კომპანიამ უნდა ჩაითვალოს და დაბეგროს? თუ, რადგან ჩათვლილი არაა, პრობლემა არ დგას?

2025/01
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

ფიზიკურმა პირმა წლიური ქონების გადასახადის დეკლარირებისას, უნდა გაითვალისწინოს თუ არა ყოფილი მეუღლისაგან მიღებული ალიმენტის თანხა?

2024/10
საშემოსავლო გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ქმარმა ცოლს აჩუქა უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი). ჩუქების ხელშეკრულება დათარიღებულია 03.08.2023-ით, რეესტრში ამონაწერიც ამავე თარიღში ამოვიდა. 2023 წლის სექტემბერში ცოლ-ქმარი საზღვარგარეთ განქორწინდა. აწ უკვე ყოფილ ცოლს სურს გაყიდოს ეს საცხოვრებელი სახლი (ახლა, 2024 წელში). სსკ 82.4.ა.(პრიმა 1) მუხლის მიხედვით: „აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი“. მიუხედავად იმისა, რომ ჩუქების შემდეგ გაშორდნენ, ჩუქების მომენტში ცოლი ქმრის I რიგის მემკვიდრე იყო. როგორც რეესტრში ვხედავთ, აღნიშნული ქონება ქმარზე რეგისტრირებულია 2013 წლიდან. აქედან გამომდინარე თუ აწ უკვე ყოფილი ცოლი გაყიდის საცხოვრებელ სახლს (თავის საკუთრებაში რეგისტრაციიდან 2 წლის გასვლამდე, ანუ 03.08.2025-მდე), ეს არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, იმიტომ, რომ მჩუქებლის საკუთრებაში ყოფნის პერიოდიც იქნება გათვალისწინებული. ეთანხმებით ზემოთ ჩამოყალიბებულ მოსაზრებას თუ შენიშვნები გაქვთ?

2024/10
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელი კომპანია („ელექტროსაქონელი“) და ასევე დღგ-ის გადამხდელი კომპანია („სამშენებლო კომპანია“) თანამშრომლობენ, რომლის ფარგლებშიც „ელექტროსაქონელი“ „სამშენებლო კომპანიას“ 20%-იანი ფასდაკლებით აწვდის საქონელს. ახლა „სამშენებლო კომპანიას“ სურს საქონლის ნაცვლად „ელექტროსაქონლისაგან“ შეიძინოს სასაჩუქრე ვაუჩერი – 20%-იანი ფასდაკლებით. პირობითად, „ელექტროსაქონელმა“ მიყიდოს „სამშენებლო კომპანიას“ 20% ფასდაკლებით სასაჩუქრე ვაუჩერი, 1000-ლარიანი 800 ლარად. „სამშენებლო კომპანია“ ამ ვაუჩერს გადასცემს მესამე პირებს (დავარქვათ „ბენეფიციარები“), რომლებიც მასთან ბინას შეიძენენ. ბენეფიციარები ვაუჩერს მხოლოდ „ელექტროსაქონელში“ საქონლის შესაძენად (რომელიც დღგ-ით იბეგრება) გამოიყენებენ, მას ფულად ვერ გაანაღდებენ. განვიხილავთ ორ შესაძლო სცენარს: სცენარი 1: ვაუჩერის მიყიდვისას „ელექტროსაქონელი“ სამშენებლო კომპანიას გამოუწერს დღგ ის ანგარიშ-ფაქტურას 800 ლარზე, ხოლო მეორე მხრივ სამშენებლო კომპანია „ელექტროსაქონელს“ ჩაურიცხავს 800 ლარს. ვაუჩერის განაღდებისას ბენეფიციარზე გაიწერება საქონელი 20%-იანი ფასდაკლებით და ამგვარად 1000 ლარის საქონელი „ჩაიხურება“ 800 ლარად. სცენარი 2: ვაუჩერის მიყიდვისას „ელექტროსაქონელი“ სამშენებლო კომპანიას გამოუწერს დღგ ის ანგარიშ-ფაქტურას 1000 ლარზე, ხოლო მეორე მხრივ სამშენებლო კომპანია „ელექტროსაქონელს“ ჩაურიცხავს 800 ლარს და მას დამატებით გამოუწერს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურას „მარკეტინგული მომსახურების“ დანიშნულებით 200 ლარზე. ამით გვერდს ავუვლით იმ თემას, რომ 200 ლარი ფულის ეკვივალენტი ვაჩუქეთ თითქოს. ვაუჩერის განაღდებისას ბენეფიციარზე საქონელი გაიწერება საცალო ფასებით 1000 ლარით. რა საგადასახადო რისკებს შეიცავს ეს სცენარები „ელექტროსაქონლისთვის“?

2024/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა