ძებნის შედეგად ნაპოვნია 613 შედეგი

წარმოვადგენთ აგროფირმას (შპს), მერძევეობის ფერმას. ვმუშაობთ მსს ფასს-ის მიხედვით. ვყიდულობთ პირუტყვს, რომელსაც აღვრიცხავთ თვითღირებულების მოდელით, 27** ანგარიშებზე. ზოგჯერ, ამ პირუტყვს ვყიდით. ამ გაყიდვებიდან წარმოქმნილ ზარალს ხან 8260 გაუფასურების ანგარიშზე აღვრიცხავთ, ხან 61** ანგარიშზე აღვრიცხავთ. რომელია სწორი?

2026/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

წარმოვადგენთ თაფლის მწარმოებელ კომპანიას (შპს). ყოველწლიურად ვუხდით 120 ლარს როგორც საწევროს, ა(ა)იპ „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას“. ეს თანხა უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით?

2026/08
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

თუ საწარმომ, რომელიც სრული ფასს-ებით მუშაობს, საინვესტიციო ქონება იყიდა 2025 წელში და გაყიდა 2026 წლის ივნისში, ეს ქონება 2025 წლის ბალანსში უნდა ასახოს როგორც საინვესტიციო ქონება (ბასს 40) თუ როგორც „გასაყიდად გამიზნული აქტივი“ (ფასს 5)?

2026/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
ინვესტიციები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია არის სამედიცინო კლინიკა (შპს), საქმიანობა არის სუროგაცია-დონაცია. დავაფუძნეთ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საწარმო სომხეთში (სომხეთის რეზიდენტი ფირმაა), რომელსაც ყოველთვიურად ბრძანების საფუძველზე ვურიცხავთ თანხას და ვუთითებთ დანიშნულებაში – „დამფუძნებლის შენატანი“. რეალურად, ხდება ასეთი რამ: ჩვენი კლინიკა ხელშეკრულებას აფორმებს პაციენტებთან, რომლებსაც გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებები ესაჭიროებათ. მათი ნაწილი არის უცხოელი. უცხოელი პაციენტებიდან, ნაწილი ამ სამედიცინო მომსახურებებს იღებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებიდან, ნაწილი კი (ვისაც ურჩევნია) – სომხეთში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან. თუ სომხეთში ურჩევნია, მაშინ ამ მომსახურების საფასურს უცხოელი პაციენტი ასევე რიცხავს ჩვენს კლინიკაში, ხოლო სომხეთის შვილობილი ფირმა ათავსებს ამ პაციენტთა შეკვეთებს სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში, იხდის მათ ღირებულებებს, ასევე უწევს პაციენტებს სხვადასხვა ლოგისტიკურ სერვისებს. თვის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს ამატებს 25%-ს და წარმოგვიდგენს ჩვენ ყოველთვიურად ანგარიშს (ფაქტურას), რომლის მიხედვით ვურიცხავთ გაწეული მომსახურების საფასურს. ა) რამდენად სწორია, როდესაც ვუთითებთ გადარიცხვის დანიშნულებაში: „დამფუძნებლის შენატანი“? ბ) გადარიცხვის დროს დანიშნულებაში რომ მივუთითო სომხეთის ფირმის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, რა გადასახადებით დავიბეგრები? მაინტერესებს, რა რისკების შემცველია ეს ოპერაცია.

2026/08
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
ინვესტიციები
პასუხის ნახვა

კითხვა: შპს X-მა შეიძინა მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, კერძოდ ყურძნის საკრეფი კომბაინი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით. კომბაინი შევიძინეთ ქართული კომპანიისგან 480000 ლარად, ჩვენი კომპანიის წილი თანხა ჩავურიცხეთ გამყიდველს 336000 ლარი. დანარჩენ თანხას სახელმწიფო პროგრამიდან მიიღებს. ზედნადები და ა/ფ გამოწერილი არის ჩვენს სახელზე 480000 ლარზე. შპს X-ს აქვს უფლება სახელმწიფო პროგრამით თანადაფინანსებულ თანხაზე დღგ შეიმციროს (ჩაითვალოს)?

2026/08
დღგ
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო შემდეგ ოპერაციებზე: 1) ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის? 2) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის? 3) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს სამშენებლო მასალებს/მომსახურებას, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, სამშენებლო მასალები/მომსახურება გადაეცა 2026 წლის ივნისში, ხოლო შენობა-ნაგებობა 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?

2026/08
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
ბარტერი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა