2016 წლამდე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი არის 54000 ლარი. „მეწარმეთა შესახებ“ ახლანდელი კანონის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი იყოს 100 000 ლარი, საიდანაც 25% უნდა იყოს ფულადი შენატანები.
საწესდებო კაპიტალში ახალი ქონება (შენობა) რომ შევიტანოთ 75 000 ლარის ღირებულების და ფული 25 000 ლარი, საკმარისი იქნება კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად? ძველი 54000 ლარის 25%-ის შევსება ფულის სახით დამატებით ხომ არ იქნება საჭირო?
ჩვენს კომპანიას აქვს გაშენებული, მსხმოიარე ვენახი, რომელიც შარშან მთლიანად გავეცით გრძელვადიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე) სხვა იურიდიულ პირზე. ქონების გადასახადი უნდა გადავიხადოთ ამ ქონებაზე? ვენახის გაშენებაზე გაწეული ხარჯები შინაარსობრივად გამიჯნული არ გვაქვს.
ჩვენი ფერმის (შპს-ის) საქმიანობა არის პირუტყვის მოშენება, რძის რეალიზაცია, მიწათმოქმედება და მარცვლეულის მოყვანა-რეალიზაცია. სხვა საქმიანობას არ ვეწევით. ყველა მოძრავი ძირითადი საშუალება გათავისუფლდება ქონების გადასახადით დაბეგვრისაგან?
ჩვენმა კომპანიამ 2025 წლის აგვისტოში საზღვარგარეთ გაყიდა დანადგარი 100000 ევროდ, გაფორმდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქონელი ჩავიდა დანიშნულების ადგილას. თანხა მყიდველმა ჩაგვირიცხა სექტემბერში. ოქტომბრის თვეში მყიდველთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება მასთან, რომ შეცვლილიყო შეთანხმებული მიწოდების ფასი 110000 ევროდ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 100000 ევროსი. განსხვავება ძველ და ახალ საფასურს შორის მყიდველმა ჩაგვირიცხა ცალკე თანხით, თებერვლის თვეში. უნდა შეგვეცვალა თუ არა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია? თუ კი, და არ შევცვალეთ, რა სანქციები გვემუქრება?
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ინდმეწარმე 2025 წელს პირველად გადაცდა წლიური შემოსავლის 200000-ლარიან ზღვარს. კერძოდ, მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2025 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან შეადგინა 315000 ლარი. წინა წლებში გაცემულ ხელფასს არ ვბეგრავდით საშემოსავლო გადასახადით. ზარალზე გადიოდა, მაგრამ, მაინც ვითვალისწინებდით 200000-ლარიან შეღავათს ყოველწლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადამ 2028 წლამდე კი გადაიწია, მაგრამ რადგან გაცდა საშეღავათო ზღვარს, თუ 2025 წლის შედეგებით მოგება დაუფიქსირდება, ხომ უნდა დავბეგროთ 20% გადასახადით? ხელფასის სახით განაცემი რომელი თვიდან უნდა დავბეგროთ, ოქტომბრიდან (ვინაიდან ჩვენ სექტემბერში უკვე ვიცოდით, რომ წლის ერთობლივმა შემოსავალმა გადააჭარბა 200000 ლარს)?
გვაინტერესებს, ა(ა)იპ-ს, რომელიც ეწევა ორდღიან ფასიან ტრენინგებს ექიმებისთვის, წელიწადში გაწეული მომსახურებების 100 000 ლარის ღირებულების გადაჭარბების შემთხვევაში ექმნება თუ არა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება?
ცნობისათვის, საქმიანობას ვეწევით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტაციის მონიჭების შემდეგ, ჩვენ მიერ წარდგენილ მოკლევადიან პროგრამებზე (უსგ – უწყვეტი სამედიცინო განათლება და უპგ – უწყვეტი პროფესიული განათლება).