კომპანიის კუთვნილი ბარათით ხდება ანგარიშსწორება იურიდიულ პირებთან, არ გვაქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ დავბეგროთ (რა შემთხვევაში დავბეგრო საშემოსავლო გადასახადით და რა შემთხვევაში – მოგების გადასახადით), როგორ გავატაროთ ბუღალტრულად დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი?
ჩვენი საწარმო ერთი ჩინური კომპანიიდან ყიდულობს საქონელს და ამ საქონლის მოძიებაში გვეხმარება მეორე ჩინური კომპანია. ორივე ამ კომპანიას – ერთს საქონლისთვის და მეორეს მომსახურებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე ვურიცხავთ ჩინეთში თანხას. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: მეორე კომპანიის მიერ ჩინეთში გაწეული მომსახურება რა გადასახადით დაიბეგრება საქართველოში?
გვაქვს შენობა 2000 კვ.მ ფართობით, რომელსაც ვიყენებთ ჩემი კომერციული საქმიანობისთვის, ჩემს 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამ შენობის ქონების გადასახადის გაანგარიშებისათვის უნდა გამოვითვალოთ ქონების გადასახადი შენობის ღირებულებიდან მიწის ღირებულებასთან ერთად თუ მხოლოდ შენობის ღირებულებიდან მიწის ღირებულების გარეშე?
სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისას, მისი მიმდებარე ტერიტორია სრულად შეიცვალა. სასტუმროს შენობის მიმდებარე გორაკზე გაიჭრა გზა. გზა აკავშირებს კომპლექსის სხვადასხვა ინფრასტრუქტურას. გზის გაჭრა მიმდინარეობდა პერიოდულად, 2 წლის მანძილზე, რადგან გამონთავისუფლებული მიწით ვავსებდით ადგილებს, სადაც ტერასის გაკეთება იყო შესაფერისი. ვახდენდით ამ სამუშაოზე გაწეული ხარჯების აღრიცხვას, რაც ჯამში დაახლოებით 170 ათასი ლარის ფარგლებში დაგროვდა.
2024 წელს გზა უკვე არსებობდა და მას უკვე ვიყენებთ დანიშნულების მიხედვით, თუმცა ჯერ საფარი არ აქვს. არ ვიცით, როდის მოხდება ან ასფალტის დაგება ან ბეტონით მოპირკეთება.
შეიძლება რომ უკვე მივიღოთ ექსპლუატაციაში? ცვეთა თუ დაერიცხება და რამდენი პროცენტი შეიძლება გამოვიყენოთ ცვეთისთვის? დაიბეგრება თუ არა ქონების გადასახადით?
მრავალწლიან ნარგავებს, დეკორატიულ მცენარეებს, მსხმოიარე ნარგავებს, საერთოდ არ ვწერთ ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, თუ ვწერთ, მაგრამ დაბეგვრისაგან გათავისუფლებაში ვუთითებთ?
დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ, ასევე დღგ-ის გადამხდელი შპს-ისგან, თანამშრომლებისათვის შეიძინა სპეცტანსაცმელი, რომელიც თანამშრომლებს გადაეცემათ უსასყიდლოდ. რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოეშვება შპს-ს? გთხოვთ მოგვწეროთ შესაძლო ბუღალტრული გატარებები.