ძებნის შედეგად ნაპოვნია 838 შედეგი

ჩვენს შპს-ს ჰყავს ავსტრიის რეზიდენტი დამფუძნებლები: ფიზიკური პირი (10%) და იურიდიული პირი (30%). მათზე დივიდენდების გაცემისას, გადახდის წყაროსთან უნდა დავბეგროთ თუ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო ხელშეკრულება“ გაგვათავისუფლებს?

2024/09
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი ქართული კომპანია „1“ ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწას საქართველოში. ახლო მომავალში გადაწყვეტილია, რომ ამ კომპანიას ეყოლება ახალი არარეზიდენტი პარტნიორი (მეწილე). ვინაიდან შესაბამისი კანონით აკრძალულია, რომ დომინანტი უცხოელი დამფუძნებლების მქონე კომპანია ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწას, კომპანია „1“-მა ეს მიწა წინასწარ გაასხვისა თავის ურთიერთდამოკიდებულ კომპანია „2“-ზე (საბაზრო 150000 ლარად, შემდგომი გადახდის პირობით). კომპანია „2“-იც ესტონურ მოდელზე მყოფი ქართული საწარმოა, რომელმაც შეიძინა ეს მიწა და იქვე უკან დაუბრუნა კომპანია „1“-ს 50-წლიანი უზუფრუქტით. 50-წლიანი უზუფრუქტის ჯამური ღირებულება ტოლია მიწის ნასყიდობის ღირებულებას +18% ანუ 150000*1,18=177000 ლარი. კომპანია „2“ კიდევ ფლობს სხვა მიწებსაც, რომელთა მიმართ გეგმავს მათ გაქირავებას ან გაყიდვას, ამ ეტაპზე სხვა საქმიანობას არ ეწევა. დამატებითი შეთანხმებით მხარეები მორიგდნენ, რომ უზუფრუქტის ყოველთვიური საფასურიდან (177000/50/12=295 ლარი) გამოიქვითება მიწის ღირებულების გადასახდელი ვალდებულების ნაწილი – 150000/50/12=250 ლარი, დარჩენილ თანხას კი კომპანია „1“ გადაუხდის ხოლმე კომპანია „2“-ს. დავძენთ, რომ კომპანია „2“ ყოველთვიურად ბეგრავს უზუფრუქტის მომსახურებას, იხდის დღგ-ს, გამოწერს და წარადგენს ანგარიშ-ფაქტურას, კომპანია „1“ კი ითვლის ამ დღგ-ს. მოკლედ, მიწის გასხვისების ეს სქემა გამოიყენება მხოლოდ ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევის თავიდან აცილებისათვის, ხოლო ვინაიდან ფორმა ამგვარი შეირჩა, გადასახადებიც ფორმის მიხედვით გადაიხდება. კომპანიები დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ არიან, არ აქვთ დღგ-ის პროპორციული ჩათვლა და დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებში სხვა რაიმე რისკებს ვერ ვხედავთ. თქვენ რას იტყვით?

2024/09
დღგ
ბარტერი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია თურქული ინვესტიციით, წარმოებული პროდუქცია გააქვს ექსპორტზე (აზერბაიჯანში) არაურთიერთდამოკიდებულ კომპანიაზე, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ახალი ბაზრის ათვისების მიზნით. რა საგადასახადო რისკებს წარმოშობს ასეთი გაყიდვა?

2024/09
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
იმპორტი, ექსპორტი
ინვესტიციები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

შპს „სამშენებლო კომპანია“ მშენებლობის დაწყებისთვის ჩაერთო პროგრამაში „ქალაქი ბარაკების გარეშე“. კომპანიამ 2022 წელს დაიწყო მოლაპარაკება მიწის ერთ-ერთ საკადასტრო კოდზე, სადაც განთავსებულია ბარაკები და რომლებშიც ცხოვრობდა 30 მოსახლე (ერთ საკადასტრო კოდზე). 2023 წლის მაისისთვის მოხდა რეესტრში წინარე ნასყიდობების დარეგისტრირება და უკვე კომპანია იყო ქონების მომავალი მესაკუთრე ამ საკადასტრო კოდზე. 2023 წლის დეკემბერში რამდენიმე მოსახლემ „სამშენებლო კომპანიას“ მისი წილი გაუფორმა საკუთრებაში საჯარო რეესტრში, ხოლო დარჩენილი მოსახლეობის საკუთრებები გაგრძელდა 2024 წელს ეტაპობრივად, ბოლო მესაკუთრის გადმოფორმება მოხდა 2024 წლის ივლისის თვეში. კითხვები მდგომარეობს შემდეგში: 1) კომპანიამ მიწის ბარტერი, როგორც მიღებული ავანსი, უნდა დაბეგროს თუ არა დღგ-ით, რადგან წინარე ხელშეკრულებები როგორც მომავალ მესაკუთრეზე იყო ჩაშვებული 2023 წელს? 2) პირველი კითხვის ანულირების შემთხვევაში, როდის უნდა გადაიხადოს კომპანიამ დღგ? ეტაპობრივად? ბოლო მესაკუთრის გადაფორმებიდან (რადგან ერთი საკადასტრო კოდია და ფაქტობრივად მიწა სრულად გვეკუთვნის ბოლო მესაკუთრის ჩაშვების დროს)? თუ, ვინაიდან მშენებლობაა, ნებართვის გაცემის შემდგომ (ვინაიდან შესაძლოა მშენებლობის ნებართვა საერთოდ არ გამოიცეს და მიმდინარე ხელშეკრულებები მოიშალოს სრულად)? 3) საჭიროა თუ არა ექსპერტის დასკვნა ზემოთ აღნიშნული მიწის საკადასტრო კოდზე საბაზრო ღირებულების დასადგენად? (რომელი ექსპერტის დასკვნა, რომ დამიკონკრეტოთ); კომენტარი: ბარტერში იგულისხმება მიწის სანაცვლოდ სამშენებლო ფართის გადაცემა.

2024/09
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

გვაქვს სატრანსპორტო კომპანია, რომელიც რეგულარულად ახორციელებს რუსეთიდან ჩვენი პროდუქციის ჩამოტანას, გვიწევს მომსახურებას. ეს სატრანსპორტო კომპანია ცდილობს საწვავი ჩაასხას რუსეთში (ავსებს სრულ ბაკს), რადგან იქ უფრო იაფია. ამ საწვავით შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე და მოძრაობს დანიშნულების ადგილამდე. რაც შეეხება საწვავის საბუთს, მხოლოდ ქვითარი აქვთ, რაც საკმარისია საგადასახადო კუთხით? კილომეტრაჟის მიხედვით საქართველოშიც იგივე მანძილს გადის, რასაც რუსეთში, ან შეიძლება უფრო მეტსაც კი, და ამ დროს საწვავის 90% იქ ისხმება.

2024/09
არასაგადასახადო თემა
საწვავი
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (ღვინის კომპანია), 2023 წლის დეკემბრიდან საკუთრებაში აქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახები, რომლებიც, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, პროგრამულად ასახულია ცალ-ცალკე, ყურძნის სახეობების მიხედვით. 2024 წლის იანვრიდან, აღნიშნულ ვენახებში ჩატარდა სხვადასხვა სახის საჭირო სამუშაოები, მწვანე ოპერაციები, რომელიც პროგრამულად, ყურძნის ჯიშების მიხედვით, შუალედურ ანგარიშებზეა ასახული. წელს მივიღეთ მოსავალი, რომლიდანაც ყურძნის ნაწილი დაიწურება ადგილზე, ქარხანაში, მოსავლის ნაწილი კი გაიყიდება სხვა კომპანიაზე. გვაინტერესებს, მიღებული ყურძნის მოსავალი, ორივე შემთხვევაში, როგორ და რა ფასით აიღება შემოსავალში? 1) მასზე გაწეული დანახარჯების თანხით? რაც, ჩვენი აზრით, სწორია; თუ 2) საბაზრო ფასით? საბაზრო ფასით აღების შემთხვევაში, ხომ არ გამოიწვევს ეს დანახარჯების გაორმაგებას? გთხოვთ, გვიპასუხოთ, როგორ ავსახოთ სწორად, თავისი გატარებებით, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, საგადასახადო თუ ფინანსური კუთხით. დამოკიდებულია თუ არა სწორი პასუხი იმაზე, მსს ფასს-ით ვსარგებლობთ თუ სრული ფასს-ებით?

2024/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა