ძებნის შედეგად ნაპოვნია 869 შედეგი

დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (ღვინის კომპანია), 2023 წლის დეკემბრიდან საკუთრებაში აქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახები, რომლებიც, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, პროგრამულად ასახულია ცალ-ცალკე, ყურძნის სახეობების მიხედვით. 2024 წლის იანვრიდან, აღნიშნულ ვენახებში ჩატარდა სხვადასხვა სახის საჭირო სამუშაოები, მწვანე ოპერაციები, რომელიც პროგრამულად, ყურძნის ჯიშების მიხედვით, შუალედურ ანგარიშებზეა ასახული. წელს მივიღეთ მოსავალი, რომლიდანაც ყურძნის ნაწილი დაიწურება ადგილზე, ქარხანაში, მოსავლის ნაწილი კი გაიყიდება სხვა კომპანიაზე. გვაინტერესებს, მიღებული ყურძნის მოსავალი, ორივე შემთხვევაში, როგორ და რა ფასით აიღება შემოსავალში? 1) მასზე გაწეული დანახარჯების თანხით? რაც, ჩვენი აზრით, სწორია; თუ 2) საბაზრო ფასით? საბაზრო ფასით აღების შემთხვევაში, ხომ არ გამოიწვევს ეს დანახარჯების გაორმაგებას? გთხოვთ, გვიპასუხოთ, როგორ ავსახოთ სწორად, თავისი გატარებებით, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, საგადასახადო თუ ფინანსური კუთხით. დამოკიდებულია თუ არა სწორი პასუხი იმაზე, მსს ფასს-ით ვსარგებლობთ თუ სრული ფასს-ებით?

2024/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი საწარმოს წლიური შედეგების მიხედვით გამოვლენილი, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხით – ვთქვათ 1500 ლარით: 1) შემცირდება წინა წლის ზარალი და საწარმო არ დაიბეგრება 15%-ით? თუ: 2) საწარმო დაიბეგრება მოგების გადასახადით და გასანაწილებელი მოგება მიიმართება წინა წლების ზარალის დასაფარად? 3) 1-ლი ვარიანტის შემთხვევაში, როგორ განიკარგება 1500 ლარი, შეიძლება განაწილდეს დამფუძნებლებს შორის და დაიბეგრება მოგების გადასახადითა და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადით 5%-ით? და წარვადგენთ მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას?

2024/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტ კომპანიას, რომელიც ეწევა სამედიცინო საქმიანობას (სუროგაცია, დონაცია), საშუამავლო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი (ისრაელის რეზიდენტი) კომპანია/ფიზიკური პირი, კერძოდ მოიძიებს საზღვარგარეთ სუროგაციის მსურველ პაციენტებს ან სუროგატი დედობის მსურველ პირებს. თითოეულ მოძიებულ პაციენტზე ან სუროგატ დედაზე, რომელიც მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, საქართველოს რეზიდენტი კომპანია ისრაელის რეზიდენტს გადაუხდის შესაბამის თანხას. გთხოვთ მიპასუხოთ, რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი კომპანია/ფიზიკური პირი წარმოადგენს რეზიდენტობის ცნობას ან არ წარმოადგენს?

2024/09
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

საქართველოს რეზიდენტ კომპანიას, რომელიც ეწევა სამშენებლო საქმიანობას (აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს), საშუამავლო მომსახურებას უწევს ისრაელის რეზიდენტი კომპანია/ფიზიკური პირი, კერძოდ შუამავალი ისრაელში მოიძიებს ბინის მყიდველ ფიზიკურ პირებს. თითოეულ მოძიებულ პირზე, რომელიც შეიძენს ბინას, საქართველოს რეზიდენტი კომპანია ისრაელის რეზიდენტს გადაუხდის შესაბამისი გასამრჯელოს თანხას. გთხოვთ მიპასუხოთ, რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაცია იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი კომპანია/ფიზიკური პირი წარმოადგენს რეზიდენტობის ცნობას ან არ წარმოადგენს?

2024/09
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
მშენებლობა
რეკლამა და მარკეტინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საქართველოს შპს-მ შვეიცარიულ კომპანიას (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გადაურიცხა ერთჯერადი კომპიუტერული მომსახურების ღირებულება, რომლის არსი მდგომარეობდა შემდეგში: ჩვენი კომპანიის დომენიდან გაგზავნილი მეილების სპამში ჩავარდნისაგან თავის არიდება. უნდა დაიბეგროს თუ არა გადახდილი თანხა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით?

2024/08
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

ჩვენი სასტუმრო (შპს) მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს. უცხოელი სტუმრები სასტუმროს ნომერს ჯავშნიან Booking.com-ის საშუალებით. სასტუმროს მეპატრონეს საგადასახადო ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა (მისმა ნაცნობმა) უთხრა, რომ Booking.com-იდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვითო. ასეა მართლაც?

2024/08
დღგ
თემის გარეშე
პასუხის ნახვა