ძებნის შედეგად ნაპოვნია 838 შედეგი

უცხოურ (აზერბაიჯანულ) კომპანიას აქვს ჩვენდამი დავალიანება (5000 აშშ დოლარი). შეუძლია თუ არა მის წარმომადგენელს, რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფება საქართველოში, ნაღდი ფული შემოიტანოს ჩვენი კომპანიის სალაროში (შესაბამისი კურსით ლარებში) აღნიშნული დავალიანების დასაფარად? არსებობს თუ არა რაიმე წინაპირობა აღნიშნულის განხორციელებისთვის, მაგალითად გვჭირდება თუ არა აღნიშნული პირის რაიმე დამადასტურებელი საბუთი? მისი ამ კომპანიასთან კავშირის დადასტურება? კომპანიის წერილი, რომ მისი წარმომადგენელი დაფარავს დავალიანებას? თუკი დებიტორის წარმომადგენელს თანხა აქვს აშშ დოლარში, შეუძლია თუ არა მას აღნიშნული თანხა შეიტანოს ჩვენი კომპანიის ანგარიშზე ბანკის საშუალებით, სადაც დანიშნულებაში მიუთითებს, რომელი კომპანიის დავალიანებას ფარავს? რადგან ბანკში თანხის შეტანა განხორციელდება ფიზიკური პირის მხრიდან, აუცილებელია თუ არა, რომ აღნიშნული პირი დებიტორი კომპანიის წარმომადგენელი (თანამშრომელი) იყოს? ასევე გვაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, ვალდებულია თუ არა აღნიშნულმა პირმა წარმოადგინოს თანხის საზღვარზე გადმოტანის დეკლარაცია, თუ თანხის წარმომავლობა არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი კომპანიის და ბუღალტერიის საზრუნავს?

2024/06
არასაგადასახადო თემა
იმპორტი, ექსპორტი
სამართლებრივი/იურიდიული
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

ტაშკენტში ჩატარებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობისათვის შპს-ის მიერ გადახდილი საფასური რითი იბეგრება, თუკი აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ამ შპს-ის წარმომადგენელმა? აღნიშნული შპს საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს გასაყიდ უძრავ ქონებას.

2024/06
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ინდმეწარმის მიერ მობილურ სატელეფონო საუბრებზე დახარჯული თანხები შეიძლება აღიარდეს მისი ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად?

2024/06
საშემოსავლო გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

2024 წელს შეიქმნა ა(ა)იპ „XXX-მოწყობილობების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაცია“, რომლის დამფუძნებელი ყველა წევრი არის იურიდიული პირი (შპს), რომელიც ამ სახის საქმიანობას ეწევა. ერთ-ერთი წევრია ჩვენი კომპანიაც, რომელიც ასევე აღნიშნული საქმიანობით არის დაკავებული. ასოციაციის წესდების მიხედვით, ასოციაციის საქმიანობის მიზანია: * XXX-მოწყობილობების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, დანერგვის საკითხში აქტიური თანამშრომლობა; * დისტრიბუციას დაქვემდებარებული XXX-მოწყობილობების შემოტანა-რეგისტრაციის წესის განსაზღვრა; * XXX სფეროში დისტრიბუციას დაქვემდებარებული პროდუქციის შეფასება, ანალიზი; * კანონით ნებადართული სხვა საქმიანობები. ჩვენი კომპანია, როგორც წევრი, ამ ასოციაციას ყოველთვე უხდის საწევრო გადასახადს 900 ლარს. ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას ჩვენ მიერ გადარიცხული საწევრო გადასახადი?

2024/06
დღგ
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

გვაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა, რომ კომპანიამ საკუთარი საქონელი გაყიდოს კერძო პირზე მხოლოდ ინვოისის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება მხოლოდ მყიდველის სახელი და გვარი, სასაქონლო ზედნადების გაწერის გარეშე, მით უფრო, თუკი მყიდველი არ ითხოვს სასაქონლო ზედნადებს? ხომ არ გამოიწვევს აღნიშნული რაიმე პრობლემას საგადასახადო კუთხით? არსებობს თუ არა რამე შეზღუდვა საქონლის ინვოისით გაყიდვაზე (რაოდენობა, თანხა და ა.შ.)?

2024/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

როცა დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი რეზიდენტი შპს ყიდულობს არარეზიდენტი აქციებს ან/და წილს, ეს იბეგრება მოგების გადასახადით სსკ 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტით: „მუხლი 982. გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის… 3. მოგების გადასახადით იბეგრება: ვ) არარეზიდენტის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის/წილის (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციისა/წილისა) შესაძენად განხორციელებული გადახდა“. მაგრამ თუკი რეზიდენტი ფიზიკური პირი იყიდის არარეზიდენტი იურიდიული პირის აქციებს ან/და წილს, ეს ხომ არ დაიბეგრება რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის რამეთი?

2024/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა