ძებნის შედეგად ნაპოვნია 31 შედეგი

ჩვენი კომპანია ყიდულობს მომსახურებებს არარეზიდენტი კომპანიებისაგან, კერძოდ: 1) იტალიის რეზიდენტი კომპანია გვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას ვენახების მართვის მიმართულებით, გვირჩევს რა საქმიანობები განვახორციელოთ ამა თუ იმ ვენახში, რა სასუქები გამოვიყენოთ და ა.შ., რის სანაცვლოდაც მათ ვუხდით მომსახურების საზღაურს; 2) Facebook (ირლანდია) – აქტივობების საფასური. ორივე შემთხვევაში ჩვენი კომპანია გადახდილ საზღაურს ბეგრავს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. ორივე ქვეყანასთან დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე (და რეზიდენტობის ცნობების საფუძველზე) უნდა დაგვებეგრა თუ არა გადახდის წყაროსთან აღნიშნული გადახდები ან გვაქვს თუ არა უფლება აღარ დავბეგროთ?

2022/01
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები – პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით?

2021/12
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ინდმეწარმეს ვენახი 100%-ით დაესეტყვა. ქონება დაზღვეული იყო და შესაბამისად აუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. 1) ეს თანხა რომ გაიტანოს ინდმეწარმემ და სხვა მის მიერ დაფუძნებულ შპს-ში შეიტანოს, შეიძლება? 2) ბუღალტრულად ამ სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ თანხას ასეთი ბუღალტრული გატარება ექნება? დ-ტი 1210 კ-ტი 1490/“სადაზღვევო კომპანია“; დ-ტი 1490/“სადაზღვევო კომპანია“ კ-ტი 8190/“სხვა არასაოპერაციო შემოსავალი“. დამატებით სხვა გატარებაც ხომ არ უნდა? ეს ხომ ნაჩუქარი თანხა არაა, სადმე ხომ არ უნდა ფიგურირებდეს ვენახიდან წარმოებული პროდუქცია, რადგან მე ხელფასზე საშემოსავლოს არ ვიხდი სსკ 82-ე მუხლის საფუძველზე „გადასახადისაგან გათავისუფლება“: „ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

2021/10
საშემოსავლო გადასახადი
დაზღვევა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

როგორ უნდა გატარდეს სუბსიდირებული ყურძნის შესყიდვის ბუღალტრული გატარება? მენეჯმენტი თვლის, რომ სუბსიდიის თანხა ყურძნის თვითღირებულებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგებას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.

2021/10
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

მე-3 კატეგორიის საწარმომ (ფერმამ), რომელიც მსს ფასს-ით სარგებლობს, იყიდა მსხვილფეხა პირუტყვი 2500 ლარად და რამდენიმე წლის შემდეგ გაყიდა 900 ლარად. გაყიდვის წინ უნდა ჩამოვაფასოთ 900 ლარამდე?

2021/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

ჩვენი აგროფირმა (შპს) ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთს რეგულარულად აწვდის ჩვენ მიერ წარმოებულ პირველად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (რძეს). ხელშეკრულების მიხედვით, თუ თვეში რაღაც რაოდენობაზე მეტ რძეს მივაწვდით, ეს დამკვეთი გვირიცხავს დამატებით ბონუსს. ეს საკითხი განვიხილეთ თქვენთან ჟურნალში და გადაწყდა, რომ აღნიშნული ბონუსი უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. თუმცა, მიმწოდებელი არ გვიდასტურებს გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურას იმ მოსაზრებით, რომ ეს არის რძის ფასის შემადგენელიო. უნდა გავაგრძელოთ დღგ-ით დაბეგვრა?

2021/08
დღგ
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა