ინდმეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შეუძლია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირისთვის გადახდილი გასამრჯელო გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისაგან (როგორც ხელფასი)? სოფლის მეურნეობაში სამუშაო საათები არ არის ზუსტად გაწერილი და ამიტომ მომსახურების ხელშეკრულებები ფორმდება.
შეკითხვა ეხება მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ ხორბლის მაგალითი განვიხილოთ:
ხორბლის თესვის პერიოდი საქართველოში წესისამებრ სექტემბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. ცხადია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც თესვა შეიძლება კიდევ უფრო დაგვიანდეს და საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს (დავუშვათ 31 დეკემბერს) ჯერ კიდევ არ იყოს მარცვლეული კულტურა მიწიდან აღმოცენებული. რა ხდება ამ დროს? როგორ უნდა ვაღიაროთ ან/და აღვრიცხოთ ბიოლოგიური აქტივი მსს ფასს-ის 34-ე განყოფილების მიხედვით?
გვაფიქრებს ის, რომ მოყვანილ მაგალითში მცენარე ჯერ არაა აღმოცენებული და თან ამ დროს მისი არ აღმოცენების (სრულად ან ნაწილობრივ) რისკი ალბათ საკმაოდ მაღალია. შესაბამისად:
1) საერთოდ დაკმაყოფილებულია თუ არა ბიოლოგიურ აქტივად აღიარების კრიტერიუმები?
2) შესაძლებელია თუ არა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ხორბლის არ აღმოცენებული ყანის რეალური ღირებულებით აღრიცხვა, თუ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია და თვითღირებულების მეთოდს უნდა მივმართოთ?
ჩვენი კომპანია ყიდულობს მომსახურებებს არარეზიდენტი კომპანიებისაგან, კერძოდ:
1) იტალიის რეზიდენტი კომპანია გვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას ვენახების მართვის მიმართულებით, გვირჩევს რა საქმიანობები განვახორციელოთ ამა თუ იმ ვენახში, რა სასუქები გამოვიყენოთ და ა.შ., რის სანაცვლოდაც მათ ვუხდით მომსახურების საზღაურს;
2) Facebook (ირლანდია) – აქტივობების საფასური.
ორივე შემთხვევაში ჩვენი კომპანია გადახდილ საზღაურს ბეგრავს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.
ორივე ქვეყანასთან დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე (და რეზიდენტობის ცნობების საფუძველზე) უნდა დაგვებეგრა თუ არა გადახდის წყაროსთან აღნიშნული გადახდები ან გვაქვს თუ არა უფლება აღარ დავბეგროთ?
რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები – პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით?
ინდმეწარმეს ვენახი 100%-ით დაესეტყვა. ქონება დაზღვეული იყო და შესაბამისად აუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. 1) ეს თანხა რომ გაიტანოს ინდმეწარმემ და სხვა მის მიერ დაფუძნებულ შპს-ში შეიტანოს, შეიძლება? 2) ბუღალტრულად ამ სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებულ თანხას ასეთი ბუღალტრული გატარება ექნება? დ-ტი 1210 კ-ტი 1490/“სადაზღვევო კომპანია“; დ-ტი 1490/“სადაზღვევო კომპანია“ კ-ტი 8190/“სხვა არასაოპერაციო შემოსავალი“. დამატებით სხვა გატარებაც ხომ არ უნდა? ეს ხომ ნაჩუქარი თანხა არაა, სადმე ხომ არ უნდა ფიგურირებდეს ვენახიდან წარმოებული პროდუქცია, რადგან მე ხელფასზე საშემოსავლოს არ ვიხდი სსკ 82-ე მუხლის საფუძველზე „გადასახადისაგან გათავისუფლება“: „ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
როგორ უნდა გატარდეს სუბსიდირებული ყურძნის შესყიდვის ბუღალტრული გატარება? მენეჯმენტი თვლის, რომ სუბსიდიის თანხა ყურძნის თვითღირებულებაში არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ბუღალტრულ აღრიცხვას და ანგარიშგებას ვაწარმოებთ მსს ფასს-ის მიხედვით.