ძებნის შედეგად ნაპოვნია 34 შედეგი

მე-3 ზომითი კატეგორიის შპს-ის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება და მისგან მიღებული რძის რეალიზაცია. ასევე, ხდება ცოცხალი საქონლის რეალიზაციაც. მაინტერესებს შემდეგი საკითხები: 1) რა საბუთის საფუძველზე უნდა მოხდეს ბალანსზე რძის აღება და საჭიროა თუ არა რძის ლაბორატორიული მაჩვენებლების მითითება მასში? 2) რა საბუთის საფუძველზე უნდა ავიღოთ ხბო ბალანსზე? 3) პირუტყვის სიკვდილის შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებად მაქვს აღრიცხული, ვადგენ აქტს. თუ გასაყიდად გამიზნული საქონელი (16**-ებზე აღრიცხული) კვდება, ჩამოწერისათვის უნდა მოვიწვიო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, მაგრამ მკვდარ საქონელს ადგილზე ვერ ვინახავთ, რადგან მალფუჭებადია. ამიტომ არ ვიწვევთ საგადასახადო ორგანოს. როგორ მოვიქცეთ? 4) უნდა გვქონდეს თუ არა წინასწარ შედგენილი ნორმები კვების რაციონთან დაკავშირებით? ხომ არ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს საკვები არ გაგვიყიდია? იგივე ეხება პირუტყვის მოვლისათვის განკუთვნილ წამლებსაც. ასევე გვაინტერესებს, რაიმე გამოსავლიანობის ნორმა ხომ არ უნდა შევიმუშავოთ გამრავლების საშუალებებთან დაკავშირებით?

2019/08
დღგ
მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა პროგრამა, რომლის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ღირებულების 50%-ს უფინანსებს ფიზიკურ პირებს. რამდენიმემ იყიდა ასე, ფიზიკური პირის სახელზე. ამ ფიზიკური პირისთვის, ეს 50%-იანი დაფინანსება რამე გადასახადებს გამოიწვევს?

2019/05
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. საწარმომ, რომლის საქმიანობაც არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და აქვს ხეხილის ბაღი, როგორ აღრიცხავს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ხილის (მარაგის) მიღებას და შემდგომ მის რეალიზაციას (როგორც თვითღირებულების, ისე გადაფასების მეთოდით)?

2019/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

საქართველოში წარმოებულ ყვავილოვან კომბოსტოს აცლიან ფოთლებს, ჭრიან ხელისგულის ოდენა ნაჭრებად, ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან. ასევე საქართველოში წარმოებულ სტაფილოს აჭრიან ორივე ბოლოს მცირედით, მასაც ფუთავენ ცელოფანში და ყიდიან. არის ეს სამრეწველო გადამუშავება და კოდის შეცვლა? მათი ამ სახით მიწოდება იბეგრება დღგ-ით? აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ №241 ბრძანებით დამტკიცებულ სეს ესნ-ში ყვავილოვან კომბოსტოსაც და სტაფილოსაც (ახალი ან გაციებული) მხოლოდ ერთი კოდი შეესაბამებათ (0704 და 0706).

2019/02
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა