ძებნის შედეგად ნაპოვნია 321 შედეგი

ღვინის ქარხანამ თავისი პროდუქციის დისტრიბუცია საქართველოში გადასცა ამ მიზნით შექმნილ ახალ შვილობილ კომპანიას. ასეთი რამე თუ შეიძლება, რომ მაღაზიების არსებული დებიტორული დავალიანებები ღვინის ქარხნის მიმართ ახალ სადისტრიბუციო ფირმაზე გადავიდეს რამე მარტივი შეთანხმებით? ახლა მაღაზიებიდან პროდუქციის ნაშთებს ღვინის ქარხანა იბრუნებს, რაზეც დებიტორები კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს გვთხოვენ და შემდეგ დავაწერთ ახალ ფირმას ამ ნაშთებს. ძალიან შრომატევადია.

2024/03
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კატარის რეზიდენტი კომპანია ატარებს საქართველოში ტრენინგს ჩვენი საწარმოს თანამშრომლისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მისი (თანამშრომლის) საქმიანობის გაუმჯობესებას. კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა კატარიდან საქართველოში, ამ ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგის საფასური, პირობითად, არის 1000 აშშ დოლარი. ჩარიცხვა უნდა მოხდეს კატარის რეზიდენტი კომპანიის საბანკო ანგარიშზე კატარში. გთხოვთ, მოგვწეროთ, რა გადასახადების გადახდა მოგვიწევს ამ შემთხვევაში?

2024/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

დღგ-ის არაგადამხდელმა ინდმეწარმემ 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტა საკუთარ მიწაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით აეშენებინა არასაცხოვრებელი ფართი მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით. 2019 წელს დაიწყო მასალების შეძენა, რომელსაც ბუღალტრულად აღრიცხავდა ჯერ მარაგებში 1620 ანგარიშზე, ხოლო წლის ბოლომდე გახარჯული მასალები შესაბამისი აქტის საფუძველზე გადაჰქონდა დაუმთავრებელ წარმოებაში 1630 ანგარიშზე. მიზეზთა გამო მშენებლობა გაგრძელდა 2023 წლის მარტამდე. ყოველწლიურად აღრიცხვა ხდებოდა: ახლად შეძენილი მასალების – 1620 ანგარიშზე, გახარჯულის კი – 1630-ზე. საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში 1620 და 1630 ანგარიშები აისახებოდა სმფ-ების სტრიქონებზე (21, 22, 24 სტრ.). მშენებლობა დასრულდა 2023 წლის მარტში. ინდმეწარმემ 2023 წლის ივნისში გადაწყვიტა ეს ფართი, თვითღირებულებით 101 500 ლარი, აღარ გაეყიდა და გამოეყენებინა თავის ეკონომიკურ საქმიანობაში, რისთვისაც ბუღალტრულ აღრიცხვაში შეუცვალა მას კლასიფიკაცია და 01.07.2023 წ. თარიღით გადაიტანა ძირითად საშუალებებში. ამასთან, 01.11.2023 წ. წარადგინა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია (12 თვეზე) და 15.11.2023 წ.-მდე გადაიხადა შესაბამისი თანხაც. გვაინტერესებს: 1) სწორია თუ არა ბუღალტრულად ამ ოპერაციების აღრიცხვა და ქონების გადასახადით დაბეგვრა? 2) ვინაიდან ფართს შეეცვალა კლასიფიკაცია და გახდა ძირითადი საშუალება, საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ის ვერ აისახება სმფ-ების ნაშთის სტრ.22-ზე. სად უნდა აისახოს იგი? 3) დღგ-თი დაბეგვრის რაიმე ვალდებულება ხომ არ წარმოეშვა ინდმეწარმეს ამ ოპერაციების რომელიმე ეტაპზე?

2024/03
დღგ
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
მშენებლობა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ამხანაგობა შედგება რეზიდენტი საწარმოსგან და არარეზიდენტი საწარმოსგან, რომელსაც აქვს მუდმივი დაწესებულების ფილიალი საქართველოში (ამხანაგობა გაფორმდა მისი გამოცდილების გამო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად). არარეზიდენტი ითხოვს მის წილად ბრუნვის 3%-ს და მთლიან სამუშაოს ასრულებს მეორე რეზიდენტი საწარმო, ქვეკონტრაქტორის სახით. ძირითადი კონტრაქტის ღირებულებაა, პირობითად, 1000000 ლარი და ქვეკონტრაქტორთან კი – მინუს 10% ანუ 900000 ლარი (ისე როგორც გაფორმდებოდა სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირთან). ამხანაგობაში დარჩენილი 10%-დან არარეზიდენტს ვურიცხავთ შეთანხმებულ თანხას, როგორც მოგების განაწილებას (სათაოში გადარიცხვისას, ის თავის მხრივ ბეგრავს მას მოგების გადასახადით). ასეთი ქმედება იწვევს თუ არა რაიმე სახის საგადასახადო რისკებს?

2024/03
დღგ
მოგების გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

საწარმომ თანამშრომლების სარგებლად აღიარა ფპ-ისთვის ანაზღაურებული მომსახურება, რომელიც სავალდებულო საპენსიო სადაზღვევო შენატანით არის დაბეგრილი. სარგებლის თანხა საპენსიო სადაზღვევო შენატანის გარეშე (2%+2%) უნდა იქნას აღიარებული, თუ მისი ჩათვლით?

2024/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

2021 წელს მოიჯარემ ჩვენს საწარმოს ჩაურიცხა იჯარის ბოლო ორი თვის ავანსი ეროვნული ბანკის კურსით (2*3810 $*3.2547=24800.81 ლარი) და გამოვუწერეთ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ეს მოიჯარე 2024 წლის 1 მარტიდან გადის დაქირავებული ფართიდან და იანვარ-თებერვალში უნდა ჩავუთვალოთ ეს ავანსად გადახდილი იჯარის თანხა. დავაზუსტებთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: 2022 წლის მაისამდე მას ჰქონდა იჯარის საფასური თვეში 3810 $ გადასახდელი, ხოლო 2022 წლის ივნისიდან გახდა 4762.50 $. ანუ მისგან 2021 წელს მიღებული ავანსი არ ფარავს ბოლო 2 თვის იჯარის თანხას, რაც არის 4762.50*2=9525 $-ის ეკვივალენტი ლარში (იჯარის საფასური 2024 წლის იანვარში არის 4762.50 $ და თებერვალშიც არის 4762.50 $). რომელი კურსის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ იანვრის (და შემდგომ თებერვლის) იჯარა – 3.2547 (ავანსის ჩარიცხვის კურსი) თუ 2.6827 (იანვრის ბოლო დღის ეროვნული ბანკის კურსი)?

2024/02
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
პასუხის ნახვა