საქართველოს რეზიდენტ კომპანიას როიალტის მომსახურებას და ასევე მსგავს მომსახურებას, რომელიც არ არის როიალტი, უწევს არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში.
დაიბეგრება თუ არა ეს მომსახურებები როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით, თუ ეს არარეზიდენტი პირი: ა) არის საფრანგეთის რეზიდენტი; ბ) არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების რეზიდენტი?
საქართველოს რეზიდენტი დღგ-ის გადამხდელი შპს-ის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის (რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) გაწეულია საშუამავლო მომსახურება, რომლის არსი მდგომარეობს სხვა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ ამ არარეზიდენტისათვის საქონლის მიყიდვის ხელშეწყობაში.
დაიბეგრება თუ არა ეს ოპერაცია გადასახადებით? პასუხი ხომ არ არის დამოკიდებული იმაზე, ეს არარეზიდენტი არის თუ არა ოფშორში რეგისტრირებული?
წარმოვადგენთ არარეზიდენტი პირის რეგისტრირებულ ფილიალს საქართველოში, რომელიც დაკავებულია სამედიცინო კვლევებით. თბილისში გვაქვს ჩვენი ოფისი.
ახლახან საქართველოში იგივე სახის საქმიანობა დაიწყო ასევე ჩვენი სათავო კომპანიის მიერ 100 იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს-მ, რომელსაც უკავია ჩვენს ოფისში ერთი ოთახი. ამ ოთახის ქირას ჯერჯერობით არ ვახდევინებთ. როგორც ჩვენ, ასევე ეს შპს დღგ-ის გადამხდელები ვართ და გვაქვს მხოლოდ დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციები.
მათ მიერ ჩვენი ოფისის ერთი ოთახით სარგებლობა ჩაგვეთვლება თუ არა საიჯარო მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად და დავიბეგრებით თუ არა?
გვყავდა არარეზიდენტი სტუმრები (სომხეთიდან), რომელთა სასტუმროს მომსახურების ღირებულებაც ჩვენმა შპს-მ გადაიხადა. რა გადასახადებით დაიბეგრება აღნიშნული ოპერაცია?
შპს-ის (დღგ-ის გადამხდელია) საკუთრებაშია უძრავი ქონება – საცხოვრებელი ბინა 2012 წლიდან. ეს უძრავი ქონება შეძენილ იქნა მეწარმე სუბიექტისგან – სააქციო საზოგადოებისგან. ამ შპს-ის 100% წილის მფლობელია ფიზიკური პირი, რომელსაც წილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2 წელზე მეტი ხნის წინ. წილის მფლობელს სურს ეს უძრავი ქონება გადმოვიდეს მის უშუალო საკუთრებაში. წილის ნასყიდობის გზით შპს-ის მიერ მის პარტნიორზე უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში შპს-ს რა სახის დაბეგვრა ექნება (როგორც ვხვდები, დღგ იქნება)? ამ შპს-ის ლიკვიდაციისა და ლიკვიდაციის შედეგად მეწილეზე ამ უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში რა სახის დაბეგვრა იქნება – ეს ვარიანტი ხომ არ ჯობია?
საქართველოს შპს-მ 2021 წელს არარეზიდენტი კომპანიისაგან, რომელთანაც წლებია ურთიერთობს, შეიძინა ამ კომპანიის 1 ცალი აქცია 6500 შვეიცარიულ ფრანკად (ნომინალური ღირებულებით 5000 შვეიცარიული ფრანკი). შპს-მ ეს ოპერაცია დაბეგრა მოგების გადასახადით გადარიცხვის დღეს არსებული კურსის შესაბამისად, 6500 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტი თანხიდან.
რამდენად სწორად მოიქცა, როდესაც ეს ოპერაცია დაბეგრა? სსკ 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი მიესადაგება? ამ არარეზიდენტი კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე არ იყიდებოდა, პარტნიორ კომპანიებს შესთავაზეს ეყიდათ, რაზეც შპს დათანხმდა.