ა) საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირი ფლობს საკონტროლო პაკეტს არარეზიდენტი კომპანიის კაპიტალში. აღნიშნული არარეზიდენტი კომპანია თავის მხრივ ფლობს 20%-ზე მეტი ოდენობის წილს ქართულ საწარმოში. ამ ფიზიკურმა პირმა 2022 წელს ისესხა თანხა ქართული ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან და ამ გარიგებაში თანამსესხებლად დაფიქსირდა ზემოაღნიშნული ქართული საწარმო. დავაკონკრეტებ, რომ ქართული საწარმო სესხის ხელშეკრულებაში წარმოდგენილია როგორც კლიენტი (და არა თავდები) და სოლიდარულად ინაწილებს ყველა ვალდებულებას.
წარმოშობს თუ არა თანამსესხებლის სტატუსი რაიმე დასაბეგრ ოპერაციას ქართული საწარმოსთვის?
ბ) პირობა იგივეა რაც „ა“ შემთხვევაში, იმ განსხვავებით, რომ ქართული საწარმო არ წარმოადგენს თანამსესხებელს, არამედ ამ ფიზიკური პირის სასარგებლოდ სესხის უზრუნველყოფისთვის გირავნობის უფლებით დატვირთა თავისი კუთვნილი ქონება.
წარმოშობს თუ არა ფიზიკური პირისთვის სესხის ფარგლებში ქონების დაგირავება რაიმე საგადასახადო ვალდებულებას ქართული საწარმოსთვის და თუ კი, მაშინ როგორ (რა პრინციპით) შეიძლება გაანგარიშდეს დასაბეგრი ბაზა?
რეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც ერთ-ერთ შპს-ში ფლობს წილის 70%-ს, სურს გაიტანოს თავისი წილი უძრავ-მოძრავი ქონების სახით და შეიტანოს სხვა შპს-ის კაპიტალში, სადაც თვითონ არის 100% წილის მფლობელი.
თუ არის ეს შესაძლებელი და როგორ უნდა მოხდეს? რა გადასახადები დაეკისრება?
ფართების მეიჯარეებთან გვაქვს გადახდილი საგარანტიო თანხები (იმის საგარანტიოდ, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში საიჯარო საგანი მოყვანილი იქნება თავდაპირველ მდგომარეობაში), რომლებიც ჩავრიცხეთ მათ ანგარიშებზე და მოხდა ამ თანხების ათვისება (გახარჯულია მათ მიერ). ექვემდებარება თუ არა ეს საგარანტიო თანხები დაბეგვრას?
გვაქვს სამი ტიპის მეიჯარეებთან ურთიერთობა: 1. დღგ-ის გადამხდელი შპს-ები; 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირები; 3. გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნული თანხები ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ან მოხმარდება რემონტს, რომ ფართი დაუბრუნდეს თავდაპირველ მდგომარეობას, ან დაუბრუნდება ჩვენს შპს-ს ან გაიქვითება ბოლო თვის ან ბოლო სამი თვის იჯარის თანხაში. ხელშეკრულებები არის როგორც 3-წლიანი, ისევე 5, 8 და 10-წლიანებიც კი.
გთხოვთ 2022 წლიდან სალაროს გონივრული ნაშთის შესახებ განმარტებას ჩემი მაგალითებიდან:
1) იანვრის თვის სალაროს საწყისი ნაშთი მაქვს 80 ლარი, საკასო შემოსავალი 1084 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. გაანგარიშებით დამრჩა არაგონივრული ნაშთი?
2) თებერვლის თვეში სალაროს საწყისი ნაშთია 566 ლარი, საკასო შემოსავალი 1382 ლარი, საკასო ხარჯი 98 ლარი. ჩემი ანგარიშით, სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაწილი 418 ლარია.
დავბეგრავ მოგების გადასახადით, დავაწერ დირექტორს. გთხოვთ გასაგებად განმიმარტოთ, რა გავაკეთო და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის 67-ე გრაფაში რა ჩავწერო?
2547-ე მენუალის გამოცემასთან დაკავშირებით, გკითხავთ: ძველი შპს-ებიც (2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულები) ვალდებული არიან კაპიტალში ყოველი ცვლილება ასახონ სამეწარმეო რეესტრში და ამ მენუალის შესაბამისად დაიბეგრებიან, თუ ის რაღაც 2 წელი და 3 თვე ისარგებლებენ რეგისტრაციის გარეშე კაპიტალის შემცირების შეღავათით? ეს ვადა აქვთ თურმე კომპანიებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად (1 იანვრიდან).