ინდმეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი ამზადებს ბავშვებს ინგლისურ ენაში, დაქირავებული ჰყავს მასწავლებელი. უწყვეტი ერთი წლის მანძილზე 100000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, დაიბეგრება თუ არა დღგ-ით?
საგადასახადო სამსახურის ვებგვერდზე არცთუ დიდი ხნის წინ განთავსდა ცვლილება იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან მცირე მეწარმის აღრიცხვის წიგნების დაპლომბვა მოხდება საგადასახადო ორგანოს გარეშე. მე მარტში დავიწყე საქმიანობა. გამოვცხადდი ქოლცენტრში და მიპასუხეს, რომ უფლება მქონდა მათი მონაწილეობის გარეშე დამეპლომბა ეს წიგნი. იგივე მიპასუხეს ონლაინ რეჟიმშიც. რას უნდა მოველოდე, ან როგორ მოვიქცე, იქნებ მირჩიოთ.
კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ყიდის მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილის ნაწილს (არამაკონტროლებელ წილს) - X%-ს. სავარაუდო მყიდველი - ურთიერთდამოკიდებული პირია. გვაინტერესებს გასაყიდი წილის ღირებულების განსაზღვრის საკითხი. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა წილის ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად კომპანიის ბოლო ოფიციალური წლიური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით კაპიტალის/წმინდა აქტივების X%-ის გამოყენება, თუ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგების შემთხვევაში აუცილებელია წილის საბაზრო ღირებულების ცალკე განსაზღვრა/დასაბუთება?
ჩვენმა კომპანიამ სსიპ „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“ გადაიხადა ჯარიმის საფასური, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე. ეს ხარჯი ავსახეთ 82** ანგარიშზე და დამატებით საგადასახადო კუთხით დაბეგვრას ხომ არ ექვემდებარება?
საქართველოში რეგისტრირებული შპს-ის 50%-50%-იან წილებს ფლობს ორი არარეზიდენტი ფიზიკური პირი - მეუღლეები. ისინი ამ შპს-ის წილებს 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობენ. მათ სურთ თავიანთ შვილს, რომელიც ასევე არარეზიდენტი ფიზიკური პირია, გადასცენ ჯამურად 2% იანი წილი - თითოეულმა მშობელმა 1%.
განიხილება ორი შესაძლო ვარიანტი:
1) წილის გაყიდვა - შვილი გადაიხდის 2%-იანი წილის საფასურს. რამდენადაც მესმის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეზიდენტი კომპანიის წილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად განიხილება, 2 წელზე მეტი ხნით საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი ფიზიკური პირისთვის გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. გთხოვთ დაგვიდასტუროთ, ვრცელდება თუ არა აღნიშნული შეღავათი ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველები არარეზიდენტები არიან და გარიგება ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ხორციელდება.
2) წილის ჩუქება - ვინაიდან მიმღები გამსხვისებლების შვილია, შესაძლებელია თუ არა თითოეული მშობლის მიერ 1%-იანი წილის უსასყიდლოდ გადაცემა/ჩუქება და სწორია თუ არა ჩვენი გაგება, რომ I რიგის მემკვიდრის მიერ მშობლისგან ჩუქებით მიღებული ქონება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, მათ შორის მაშინაც, როდესაც როგორც მშობლები, ისე შვილი არარეზიდენტი ფიზიკური პირები არიან?
კომპანიამ (შპს) შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე მდგარი ერთსართულიანი შენობით. შენობას იყენებს საოფისე დანიშნულებით.
1) ეს მიწა არის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო). ხომ არ უნდა შევცვალოთ ეს სტატუსი? კომუნალური გადასახდელებიც მოდის ფიზიკურ პირზე (ძველ მეპატრონეზე).
2) ასევე გვაინტერესებს, მიწა მასზე მდგარი შენობით რომ არის ნაყიდი, როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან?