ძებნის შედეგად ნაპოვნია 42 შედეგი

შპს-ს სურს საქართველოს ტერიტორიაზე შეიძინოს საქონელი (ცოცხალი ძროხა, ცოცხალი ღორი), დაკლას სასაკლაოზე, დააფასოოს ცალკეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციად და გაყიდოს ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. ჩვენი მოსაზრება ამ საკითხზე ასეთია: სსკ, მუხლი 8. ტერმინთა განმარტება: „6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე. 61. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა“. (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41 „სოფლის მეურნეობა“: „5. წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის საწარმოს მიერ ბიოლოგიური აქტივების ტრანსფორმაციისა და ნაყოფის მიღების მართვა გაყიდვის მიზნით, ან სოფლის მეურნეობის პროდუქციად ან დამატებით ბიოლოგიურ აქტივებად გარდაქმნის მიზნით. ბიოლოგიური ტრანსფორმაცია მოიცავს ზრდას, დეგენერაციას, წარმოებას და გამრავლებას, რაც იწვევს ბიოლოგიური აქტივის ხარისხობრივ ან რაოდენობრივ ცვლილებებს)“. „62. სოფლის მეურნეობის პროდუქცია – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა)“. სსკ, მუხლი 172. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება: „4. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია: უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე)“; „(სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა)“. აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცხადია, რომ მოცემული ოპერაცია გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. ამასვე ადასტურებს სიტუაციური სახელმძღვანელო №1198, რომელიც დღეს აღარ გამოიყენება, თუმცა ნათლად გამოხატავს შემოსავლების სამსახურის პოზიციას მსგავს საკითხთან მიმართებაში. ჩვენი თხოვნაა, შეგვიფასოთ, რამდენად სწორია ჩვენი მსჯელობა და შესაბამის შემთხვევაში მოგვცეთ საჭირო მითითებები. ვფიქრობთ, საქონლის შეძენაზე შევადგინოთ ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი საქონლის სრული აღწერილობით, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, ხოლო დაკვლის მომსახურებაზე ასევე ხელშეკრულება და დაკვლის აქტი, ასევე რაც მთავარია შევადგინოთ აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება მიღებული პროდუქტების დასახელება და რაოდენობა თითოეული დაკვლის პროცესის მიხედვით. თუმცა გვაინტერესებს, პროდუქტების გამოსავლიანობისა და დანაკარგების შესახებ თუ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომლითაც შევძლებთ ვიხელმძღვანელოთ?

2024/10
დღგ
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

დღგ-ის გადამხდელ შპს-ს (ღვინის კომპანია), 2023 წლის დეკემბრიდან საკუთრებაში აქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახები, რომლებიც, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, პროგრამულად ასახულია ცალ-ცალკე, ყურძნის სახეობების მიხედვით. 2024 წლის იანვრიდან, აღნიშნულ ვენახებში ჩატარდა სხვადასხვა სახის საჭირო სამუშაოები, მწვანე ოპერაციები, რომელიც პროგრამულად, ყურძნის ჯიშების მიხედვით, შუალედურ ანგარიშებზეა ასახული. წელს მივიღეთ მოსავალი, რომლიდანაც ყურძნის ნაწილი დაიწურება ადგილზე, ქარხანაში, მოსავლის ნაწილი კი გაიყიდება სხვა კომპანიაზე. გვაინტერესებს, მიღებული ყურძნის მოსავალი, ორივე შემთხვევაში, როგორ და რა ფასით აიღება შემოსავალში? 1) მასზე გაწეული დანახარჯების თანხით? რაც, ჩვენი აზრით, სწორია; თუ 2) საბაზრო ფასით? საბაზრო ფასით აღების შემთხვევაში, ხომ არ გამოიწვევს ეს დანახარჯების გაორმაგებას? გთხოვთ, გვიპასუხოთ, როგორ ავსახოთ სწორად, თავისი გატარებებით, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები, საგადასახადო თუ ფინანსური კუთხით. დამოკიდებულია თუ არა სწორი პასუხი იმაზე, მსს ფასს-ით ვსარგებლობთ თუ სრული ფასს-ებით?

2024/09
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

ვართ ესტონურ მოდელზე მყოფი დღგ-ის გადამხდელი შპს. ინდივიდუალური მეწარმისგან, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი და რომელსაც გააჩნია მეფრინველეობის ფერმა საქართველოში, სასაქონლო ზედნადებით ვყიდულობთ ქათმის და მწყერის კვერცხებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დავიბეგრებით თუ არა დღგ-ით აღნიშნულ რეალიზაციაზე?

2023/09
დღგ
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. შევიძინეთ სპეციალური ბზიკები (რამდენიმე ათას ლარად), რომლებიც უნდა „ჩავდგათ“ ამ პლანტაციებში და ისინი ხელს შეუწყობენ დამტვერვას, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი დაიღუპებიან. აღნიშნულ ბზიკებზე გამყიდველმა გამოგვიწერა სზ-ც და დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც, დღგ ჩავითვალეთ. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული ბზიკები ბუღალტრულად? და მათი დახოცვის შემდეგ მხოლოდ აქტის შედგენა და ჩამოწერა საკმარისი იქნება საგადასახადო კუთხით? კიდევ რამე დამატებითი დოკუმენტები ხომ არ უნდა შეიქმნას და თუ კი, რა?

2023/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით, კერძოდ გაშენებული გვაქვს მოცვის პლანტაციები. მოცვის ნერგების დარგვისას კვალზე მთელ სიგრძეზე ხდება პოლიპროპილენის ქსოვილის (ე.წ. მულჩი) გადაკვრა. მულჩი ხელს უშლის მოცვის ახალდარგული ნერგის ირგვლივ ბალახის ამოსვლას. აღნიშნული მულჩის ღირებულება საკმაოდ დიდი თანხაა. როგორ უნდა აღვრიცხოთ აღნიშნული მულჩი ფინანსურად და გვეკუთვნის თუ არა მასზე ქონების გადასახადის გადახდა?

2023/05
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

მე-4 ზომითი კატეგორიის შპს დაკავებულია სოფლის მეურნეობის საქმიანობით. იმპორტით ჩამოვიტანეთ დიდი რაოდენობით მარწყვის ნერგები და დავრგეთ რამდენიმე ჰექტარზე. დარგვიდან პირველივე წელს, ნაყოფის მიღების გარეშე, ფაქტობრივად ყველა ნერგი გახმა. შევადგინეთ შესაბამისი აქტი და მარწყვის ნერგები ჩამოვწერეთ ბუღალტრულად. გვაინტერესებს, კიდევ რამე დოკუმენტი ხომ არ უნდა შეგვედგინა და რა საგადასახადო რისკის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო?

2023/04
მოგების გადასახადი
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა