2018 წელს გაშენებული ვენახი ჯერ არ არის დამთავრებული (ანუ მსხმოიარე არ არის). მასზე გაწეული ხარჯები (შეწამვლა, სასუქი, დაკავებები და ა.შ.) წავა ვენახის თვითღირებულებაზე? თუ ესენი მიმდინარე ხარჯებია?
1) შპს „ა“-მ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ შპს-ს (რომლის შემოსავალი ამავე საქმიანობიდან არ არის 200000 ლარზე მეტი) გადაურიცხა ავანსი 2019 წლის მაისში 15000 ლარი. დასაბეგრია თუ არა მოგების გადასახადით ავანსად გადახდილი თანხა 2019 წლის მაისის პერიოდში? სმფ მიღებულ იქნა 2019 წლის აგვისტოში.
2) სსკ 82-„ც“ მუხლის თანახმად, არ იბეგრება საშემოსავლოთი 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200000 ლარს არ აღემატება.
რადგან არ არის მითითებული კალენდარული წელი, ერთობლივი შემოსავალი ხომ არ ითვლება სხვადასხვა წლების ბრუნვის 200000 ლარზე მეტი (ანუ 2017-ში თუ აქვს მიღებული შემოსავალი 190000 ლარი, ხოლო 2018-ში – 15000 ლარი, ანუ ჯამურად 200000 ლარს რადგან სცდება ამავე საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, დაიბეგრება გადახდის წყაროსთან გაცემული ხელფასი)? დასაბეგრი ხომ არ არის ამ შემთხვევაში გაცემული ხელფასი?
3) შპს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას და ამავე საქმიანობიდან არ აქვს შემოსავალი 200000 ლარზე მეტი, ფიზიკურ პირზე თუ გასცა ხელფასი, დასაბეგრია გადახდის წყაროსთან (ვინაიდან სსკ 82-1-„ც“ მუხლი გულისხმობს, ჩემი აზრით ფიზიკურ პირს, რომელიც ეწევა სოფლის მეურნეობას, მის მიერ გაცემულ ხელფასზეა საუბარი სხვა ფიზიკური პირის მიმართ და არა იურიდიული პირის მიერ გაცემულ ხელფასზე)?
ჩვენი კომპანია აწარმოებს თაფლს. როდესაც ფიზიკური პირის გამოძახებით მის სახლში მიაქვს თაფლი კურიერს, მაგ დროს რა საბუთი შეიძლება არსებობდეს? საკურიერო მომსახურებას სხვა ფირმა გვიწევს, რომელიც თვის ბოლოს ინვოისს გვიწერს. საბუთში ვგულისხმობ ზედნადებს, თუ არის სავალდებულო როგორც ტრანსპორტირების საბუთი? პირად ნომერს კლიენტს ვერ ვეკითხებით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გვიწევს მომსახურებას, კერძოდ, თავისი ტრაქტორით სავენახე მიწის მოსწორების სამუშაოებს. საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ?
მე-3 ზომითი კატეგორიის შპს-ის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება და მისგან მიღებული რძის რეალიზაცია. ასევე, ხდება ცოცხალი საქონლის რეალიზაციაც. მაინტერესებს შემდეგი საკითხები:
1) რა საბუთის საფუძველზე უნდა მოხდეს ბალანსზე რძის აღება და საჭიროა თუ არა რძის ლაბორატორიული მაჩვენებლების მითითება მასში?
2) რა საბუთის საფუძველზე უნდა ავიღოთ ხბო ბალანსზე?
3) პირუტყვის სიკვდილის შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებად მაქვს აღრიცხული, ვადგენ აქტს. თუ გასაყიდად გამიზნული საქონელი (16**-ებზე აღრიცხული) კვდება, ჩამოწერისათვის უნდა მოვიწვიო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, მაგრამ მკვდარ საქონელს ადგილზე ვერ ვინახავთ, რადგან მალფუჭებადია. ამიტომ არ ვიწვევთ საგადასახადო ორგანოს. როგორ მოვიქცეთ?
4) უნდა გვქონდეს თუ არა წინასწარ შედგენილი ნორმები კვების რაციონთან დაკავშირებით? ხომ არ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს საკვები არ გაგვიყიდია? იგივე ეხება პირუტყვის მოვლისათვის განკუთვნილ წამლებსაც.
ასევე გვაინტერესებს, რაიმე გამოსავლიანობის ნორმა ხომ არ უნდა შევიმუშავოთ გამრავლების საშუალებებთან დაკავშირებით?