ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი

დეკემბრის თვეში სააქციო საზოგადოებას მომსახურება გაუწია ოფშორში რეგისტრირებულმა უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც აქვს შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომსახურების ღირებულება შეადგენს 100 000 (პირობითად) აშშ დოლარს, ხოლო მომსახურების საგანი გულისხმობს კონკრეტულ ბიზნეს-სექტორში, რეგიონული და საერთაშორისო ბაზრების შესწავლას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის მომზადებას. თანხის ნაწილი გადახდილ იქნა წინასწარ დეკემბრის თვეში, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდა იმავე თვის ბოლოს, როდესაც განხორციელდა ზემოხსენებული ანგარიშის მოწოდება. სააქციო საზოგადოებას არ აქვს ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლებული ოპერაციები. გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე: 1) რა გადასახადებით დაიბეგრება სააქციო საზოგადოება და რა პერიოდში? 2) ხარჯში უნდა გატარდეს აღნიშნული მომსახურების თანხა, თუ აყვანილ იქნეს არამატერიალურ აქტივად? 3) არის თუ არა იმის რისკი, რომ აღნიშნული მომსახურების მიზნობრიობა, სააქციო საზოგადოების მოცულობისა და ეკონომიკური საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დადგეს და გადაკვალიფიცირდეს, როგორც მოგების გადასახადით დასაბეგრი ოპერაცია?

2025/12
დღგ
მოგების გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
არამატერიალური აქტივები
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

ელექტრომიმწოდებელი კომპანიისათვის რაღაც მოცულობის ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა უსასყიდლოდ. საგადასახადო მიზნებისთვის ალბათ არ დაიბეგრება, რადგან რამე ხარჯის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ამ მიწოდებიდან წარმოქმნილი ფინანსური სარგებელი საბაზრო ფასით უნდა იქნეს აღიარებული? თუ ასეთი ფასით: საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც დგინდება ყოველთვიურად და ამ ტარიფით ხდება ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) მიერ ელექტროენერგიის იმ ნაწილის მიწოდება, რომელიც პირდაპირი ხელშეკრულებებით არ შესყიდულა? რა მოსაზრება გექნებათ ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვის? კომპანია იყენებს სრულ ფასს-ებს.

2025/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის განმავლობაში და თვის ბოლოს ნაწილდება შესაბამისი თანხა თანამშრომლებზე, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო ფონდში შენატანებით?

2025/11
საშემოსავლო გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
შრომითი
პასუხის ნახვა

1) ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა, ქონების შპს-ის საწესდებო კაპიტალში შეტანა და ქონების შპს-ის განთავსებულ კაპიტალში შეტანა არის თუ არა ერთი და იგივე ცნება/ქმედება? 2) ჩემს შემთხვევაში, უძრავი ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა ამ შპს-ის 33% წილის სანაცვლოდ ჩაითვლება მიწოდებად, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მე ფიზიკურმა პირმა ჩემი ქონება მივყიდე შპს-ს, სწორად მესმის? და თუ ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ შემთხვევაში მე, ფიზიკურმა პირმა, უნდა გადავიხადო დღგ ანუ უნდა დავრეგისტრირდე დღგ-ის გადამხდელად, რადგან საუბარია კომერციულ ფართზე 100000 ლარზე მეტი ღირებულებით? თუ ეს ასე არ არის, გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ და კონკრეტულად რა გადასახადის გადახდა მომიწევს მე როგორც ფიზიკურ პირს და როდის? 3) ის, რომ შპს-ს შეუძლია საკუთარი ქონების გასხვისება, გასაგებია, მაგრამ შპს-ის კაპიტალში (საწესდებო კაპიტალში, განთავსებულ კაპიტალში) არსებული ქონების გაყიდვაც ასევე შეუზღუდავად შეუძლია? 4) თუ შპს-ს უპრობლემოდ შეუძლია კაპიტალში განთავსებული ქონების გასხვისება, გასხვისების შემდეგ კომპანია გადაიხდის მხოლოდ დღგ-ს, ასეა? და თუ დამფუძნებლები (ფიზიკური პირები) გადაწყვეტენ დარჩენილი თანხის სრულად გატანას/განაწილებას, ამ შემთხვევაში იქნება საჭირო მოგების გადასახადის და დივიდენდზე გადასახადის გადახდა 15%+5%?

2025/11
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

საქართველოში დაფუძნებული შპს უწევს იურიდიულ მომსახურებას კვიპროსში დაფუძნებულ იურიდიულ პირს. საქმე არ ეხება უძრავ ქონებას და ასევე კვიპროსში დაფუძნებულ კომპანიას არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. მაგრამ ამ ორივე კომპანიის – როგორც ქართულის, ასევე უცხოურის დამფუძნებელი არის ერთი და იგივე საქართველოს მოქალაქე. დაბეგვრის რა ვალდებულებებს გამოიწვევს ეს მომსახურება?

2025/11
დღგ
მოგების გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

დღგ-ისგან გათავისუფლებულია იმპორტი (სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები, გლუკომეტრები), რომელიც არის არასამედიცინო ორგანიზაციის მიერ იმპორტირებული. მისი შემდგომი მიწოდება: ა) ფიზიკურ პირებზე; ბ) აფთიაქებზე; გ) სამედიცინო კლინიკებზე, იბეგრება თუ არა დღგ-ით?

2025/11
დღგ
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა