ძებნის შედეგად ნაპოვნია 1018 შედეგი
რეზიდენტ ფიზიკურ პირს გახსნილი აქვს ანაბრები საქართველოში ქართულ ბანკში და უცხოეთში უცხოურ ბანკში. ამ ანაბრებიდან მიღებული სარგებლის თანხები წარმოქმნის თუ არა რაიმე საგადასახადო ვალდებულებებს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის?
2025/10
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
როგორც ინდმეწარმეზე, ისე არა ინდმეწარმეზე, საკუთარი ყურძნიდან მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის უნდა გავითვალისწინოთ?
2025/10
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
სოფლის
მეურნეობა
პასუხის ნახვა
სააქციო საზოგადოებაში დირექტორის მოადგილემ 2025 წლის ივლისის თვეში ავანსად აიღო 5 თვის ხელფასი, პირობითად 25000 ლარი. თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. სექტემბრის თვეში აღნიშნულმა თანამშრომელმა უკან დააბრუნა 3 თვის ხელფასი 15000 ლარი.
თქვენ მიერ ადრე ერთ-ერთ ნაპასუხებ კითხვაში აღნიშნულია, რომ შრომის კოდექსი არ ზღუდავს სამი თვის ხელფასის გაცემას, თუ ის არადაბრუნებადია. მაგრამ, გარდა ზემოხსენებულისა, გთხოვთ, გვითხრათ:
1) უკან დაბრუნებული თანხით უნდა მოხდეს ივლისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება (შემცირება)? თუ არა, მაშინ ხელახლა რომ გავცემთ ხელფასს, აღარ უნდა დავბეგროთ შესაბამის თვეში? არასწორ დეკლარირებაზე ხომ არ დავჯარიმდებით?
2) უკან დაბრუნებული თანხა სესხად ხომ არ უნდა განვიხილოთ და ჩავსვათ ივლისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში? თუ გაცემის მომენტში არ ვიცოდით, რომ დააბრუნებდა, მაინც სესხად უნდა მივიჩნიოთ?
3) იმ შემთხვევაში, თუ სესხად ვაღიარეთ დაბრუნებული თანხის ნაწილი, აღნიშნული სესხი ხომ არ ჩაითვლება უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად და მასზე დარიცხული საბაზრო პროცენტი დაიბეგრება მოგების გადასახადით? თუ, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით სსკ 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიზნებისთვის 20%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობით?
2025/10
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები,
პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა
ღვინის კომპანიის მიერ გამოფენებზე, დეგუსტაციებზე, ლაბორატორიულ ანალიზებზე გახარჯული პროდუქცია როგორ იბეგრება?
მსმენია, რომ ეს ხარჯი არ იბეგრება, მაგრამ მინდა ზუსტი განმარტება.
2025/10
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
რეკლამა
და
მარკეტინგი
სასაქონლო-მატერიალური
მარაგი
პასუხის ნახვა
ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ბანკისგან აიღო სესხი და ააშენა სასტუმრო. დასაწყისში (რამდენიმე თვე) ღვინის წარმოება და სასტუმრო ფუნქციონირებდა ერთი შპს-ის სახელით.
სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ დაფუძნდა ახალი შპს, რომლის კაპიტალშიც შევიდა სასტუმროს შენობა.
გვინდა სასტუმროს ასაშენებლად აღებული ბანკის სესხი გადავიტანოთ ახალ შპს-ზე (სასტუმროს მმართველ შპს-ზე). როგორი ფორმით შეიძლება ამ ტრანზაქციის განხორციელება, რას გვირჩევთ?
2025/10
არასაგადასახადო
თემა
მშენებლობა
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
ფიტპასის საფასურს კომპანია უქვითავს თანამშრომლებს ხელფასიდან.
ზოგიერთი იხდის სამ-ოთხ ფიტპასს ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. ეს რამდენად მისაღებია?
ფინანსურად რამდენად გამართლებულია არათანამშრომლის, ან თანამშრომლის ოჯახის წევრის დაფინანსება, საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით?