საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო შემდეგ ოპერაციებზე:
1) ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
2) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
3) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს სამშენებლო მასალებს/მომსახურებას, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, სამშენებლო მასალები/მომსახურება გადაეცა 2026 წლის ივნისში, ხოლო შენობა-ნაგებობა 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
საწარმო ნედლეულად იყენებს გალვანიზებულ ლითონს (სეს ესნ კოდები: 7210 49 00 და 7212 30 00), რომლის შესყიდვისას კომპანიამ სრულად ისარგებლა დღგ-ის ჩათვლის უფლებით. წარმოების პროცესში წარმოიქმნება ორი სახის მასალა:
1. ტექნოლოგიური ნარჩენი (ჯართი): რომელიც მიიღება რულონების დაჭრის და სხვა ტექნოლოგიური პროცესის დროს;
2. წუნდებული მზა პროდუქცია: რომელიც დაზიანებულია დანადგარის მექანიკური ხარვეზის ან სხვა საწარმოო დეფექტის შედეგად და მისი რეალიზაცია დანიშნულებისამებრ შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ჩაბარდეს როგორც ლითონის ჯართი.
როგორც ცნობილია, სსკ 168-ე მუხლის მიხედვით, ლითონის ჯართის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. გთხოვთ, განგვიმარტოთ:
1) ტექნოლოგიური ნარჩენის ნაწილში: საკმარისია თუ არა საწარმოს შიდა წარმოების/კომისიური აქტების გაფორმება ამ ნარჩენის ჯართად აღიარებისა და შემდგომი რეალიზაციისთვის, თუ აქაც საჭიროა rs.ge-ზე რაიმე სახის შეტყობინების წარდგენა?
2) წუნდებული მზა პროდუქციის ნაწილში: საგადასახადო რისკების გამორიცხვის მიზნით, საკმარისია თუ არა მხოლოდ შიდა კომისიის მიერ შედგენილი აქტი და თანდართული ფოტომასალა, თუ აუცილებელია rs.ge-ზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის/ჩამოფასების პროცედურის გავლა?
დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი შპს X-ის 80% ეკუთვნის ავსტრიულ (ავსტრიის რეზიდენტ) კომპანიას, ხოლო 20% ეკუთვნის საქართველოს მოქალაქე (რეზიდენტ) არამეწარმე ფიზიკურ პირ Y-ს, რომელიც იმავდროულად ამ შპს-ის დირექტორია. შპს X-ის ბალანსზე ირიცხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონი აშშ დოლარია. ნაკვეთზე არ დგას არანაირი შენობა-ნაგებობა, მხოლოდ მიწაა. ფიზიკურ პირს Y-ს სურს, რომ აღნიშნული ნაკვეთი გახდეს მისი საკუთრება, რათა შემდეგ განავითაროს ის ბიზნესის კუთხით:
ა) ვარიანტი: შპს X მიჰყიდის ფიზიკურ პირ Y-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასად განვადებით. ანუ, ფპ Y მიწის საფასურს გადაუხდის შპს X-ს ნაწილ-ნაწილ და დაფარავს სრულად 2030 წლის ჩათვლით;
ბ) ვარიანტი: შპს X მიჰყიდის ფიზიკურ პირ Y-ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს საბაზრო ფასად და გადაუფორმებს საკუთრებაში. იმავდროულად ავსტრიული კომპანია ასესხებს ფპ Y-ს მიწის სრულ ღირებულებას წლიური 5%-იანი სესხით აშშ დოლარში, ხოლო სესხის დაფარვის გარანტიად ფპ Y ავსტრიულ კომპანიას „ჩაუდებს“ აღნიშნულ მიწას. იმავდროულად, ფპ Y დაუფარავს შპს X-ს მიწის სრულ ღირებულებას მიღებული სესხის თანხით.
რა საგადასახადო რისკები შეიძლება იყოს ამ ორ ვარიანტში როგორც შპს X-ისთვის, ისე ფპ Y-ისთვის და ასევე დამფუძნებელი ავსტრიული კომპანიისთვის?
2026 წლის აპრილის თვეში კომპანია „ელექტროენერგიის მიმწოდებელმა“ კომპანია „გამანაწილებელს“ გამოუწერა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემდეგ მიწოდებაზე: „მიკროსიმძლავრის აბონენტების ელექტროენერგიის კომპენსაცია“. ეს ანგარიშ-ფაქტურა უარყოფილია „გამანაწილებლის“ მხრიდან. ოპერაცია დაბეგრილია დღგ-ით და დადეკლარირებულია აპრილის თვით. კითხვას თან ვურთავთ „გამანაწილებელთან“ გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს შესაბამისი საკომპენსაციო თანხის შესახებ, რომლის ანაზღაურებაც უნდა მოხდეს მიკროსიმძლავრის აბონენტების მოხმარების საკომპენსაციოდ.
გთხოვთ, განიხილოთ და დაგვიდასტუროთ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მიზანშეწონილობა.
საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს 2 წელზე მეტი ხნით ეკუთვნის წილი არარეზიდენტ კომპანიაში, რომელსაც ახლა ყიდის. რა გადასახადებით დაიბეგრება ფიზიკური პირი აღნიშნული წილის გაყიდვის შემთხვევაში?