ძებნის შედეგად ნაპოვნია 384 შედეგი

2025 წლის მარტში დამკვეთის (შპს) მოთხოვნით შემსრულებელმა (ინდმეწარმე, დღგ-ის გადამხდელი) განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთის გადაზიდვის (სატრანსპორტო) მომსახურება. ზემოთ ხსენებული მომსახურების შესრულებას ართულებდა მკაცრი მეტეოროლოგიური და სხვა პირობები, რა დროსაც მხარეებს შორის არსებობდა წინასწარი ზეპირი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუ მომსახურების შესრულების დროს დაზიანდებოდა სატრანსპორტო საშუალება, უნდა მომხდარიყო დამკვეთის მიერ ინციდენტით გამოწვეული ზიანის კომპენსაცია. აღნიშნული მომსახურების გაწევის დროს სერიოზულად დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება. ზიანმა შეადგინა 5000 ლარი. 1) არის თუ არა რისკი იმისა, რომ შპს დაიბეგროს საშემოსავლო ან მოგების გადასახადით გადახდილ თანხაზე, მიუხედავად იმისა, რომ თანხის მიმღები ინდმეწარმეა (მცირე მეწარმე) და თანაც დღგ-ის გადამხდელი? 2) ხომ არ უნდა გაიზარდოს მომსახურების ფასი (კონკრეტული რეისის ღირებულება) 5000 ლარით და დაიბეგროს დღგ-ით ინდმეწარმის მიერ? შპს-ისთვის, ხომ არ იქნება ამ დღგ-ის ჩათვლაზე პრობლემა თუ არ ჩაითვლება მომსახურების გაწევად? 3) არის თუ არა აუცილებელი შემსრულებლის მიერ ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა 5000 ლარზე და რა ფორმით (იმისათვის, რომ ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურებად და არ დაიბეგროს არცერთი მხარის მიერ)?

2025/03
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

შპს A-მ შეიძინა მიწის ნაკვეთი. ამ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ჩაატარა გარკვეული არქიტექტურული სამუშაოები (დენდროლოგიური კვლევა, სამშენებლო პროექტის შედგენა, სამშენებლო კოეფიციენტის ცვლილება-მომატება და ა.შ.), რაზეც მიღებული აქვს საგადასახადო (დღგ-ის) ანგარიშ-ფაქტურები. შემდგომ ეს მიწა შეიტანა ახლად დაფუძნებული შპს C-ს საწესდებო კაპიტალში (50% წილი). ეს შპს C დააფუძნეს შპს A-მ და მისმა პარტნიორმა შპს B-მ 50%-50% წილობრივი მონაწილებით. საწესდებო კაპიტალში შპს A-მ, როგორც ვთქვით, შეიტანა მიწა, ხოლო შპს B-მ – ფული. ეს ახალი შპს C ააშენებს კორპუსს და გაყიდის ბინებს (ანუ, „გაადეველოპერებს“ ამ მიწას). შპს C აშენებული ბინებიდან რაღაც რაოდენობის ბინებს გადასცემს შპს A-ს და შპს A დათმობს თავის 50%-იან წილს ამ ბინების მიღების შემდგომ. გვაინტერესებს, ჩაითვლის თუ არა შპს A მიღებული არქიტექტურული მომსახურების დღგ-ს (რომელი არქიტექტურული მომსახურებაც მაშინ მიიღო, როცა მიწის მფლობელი იყო თვითონ)? რაიმე რისკებს ხომ არ ხედავთ?

2025/03
დღგ
არამატერიალური აქტივები
მშენებლობა
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანიის (დღგ-ის გადამხდელი ღვინის ქარხანა) მოწვევით საფრანგეთიდან ჩამოდის მეღვინე, მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ფიზიკური პირი მომავალშიც დროდადრო ჩამოვა ხოლმე, აპირებენ მასთან ხელშეკრულების გაფორმებასაც. ავიაბილეთები ჩვენ უნდა შევუძინოთ და რაიმე გადასახადით ხომ არ მოგვიწევს დაბეგვრა?

2025/03
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
შრომითი
პასუხის ნახვა

როგორც მახსოვს, საწარმოს რეორგანიზაცისას დღგ-ით დაბეგვრა არ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, შპს-ს გამოეყოფა ახალი შპს და გამოყოფილ კომპანიაში გადადის პარტნიორთა ნაწილი, რომლებიც ხდებიან გამოყოფილი შპს-ის პარტნიორები. გამოყოფილ ახალ შპს-ს გადაეცემა მანამდე არსებული შპს-დან მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის და ნივთების ნაწილი. 1) რაიმე ხომ არ შეიცვალა გადაცემული ქონების დღგ-ით არდაბეგვრის ნაწილში? 2) და ასევე, ქონების გამოყოფისას უნდა მოხდეს მისი საბაზრო ღირებულებით შეფასება და ისე გადაცემა, თუ საბალანსოთიც შეიძლება? და თუ საბაზროთი უნდა გადაეცეს, გამოიწვევს თუ არა ეს დაბეგვრას და რა სახის დაბეგვრაა?

2025/03
დღგ
მოგების გადასახადი
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
უძრავი ქონება
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

დაუწყვილებელ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, რა სანქცია ელის მიმღებ-ჩამთვლელ მხარეს? შემოსავლების სამსახურის „ცხელ ხაზზე“ გვპასუხობენ, რომ გაგვიუქმებენ დღგ-ის ჩათვლებს. არ არსებობს შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ მომწოდებელზე? ან, რომელი მუხლით გაგვიუქმებენ?

2025/02
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

1) თუ თანამშრომელს პროდუქციას მივყიდით საბაზრო ფასზე დაბალი ფასით, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის? 2) თუ თანამშრომელს პროდუქციას ვაჩუქებთ, რა იქნება დასაბეგრი თანხა დღგ-ის მიზნებისთვის და საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის?

2025/02
დღგ
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
შრომითი
პასუხის ნახვა