რამდენიმე დებიტორის შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის დისტრიბუტორს მათგან სხვადასხვა დროს მიღებული აქვს „ხელზე“ ნაღდი თანხა (მიწოდებული პროდუქციის საფასური, გაწერილი სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) სალარო აპარატის გამოყენების გარეშე. იმ დებიტორებს არ ექნებათ აღრიცხული ეს გადახდები, რადგან თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკი არ ჰქონდათ. როგორ მოვიქცეთ? ახლა ხომ არ შევიტანოთ გადახდის აპარატებიდან ეს თანხები საბანკო ანგარიშზე?
1) შევიძინეთ ტურისტული საწარმოს სტატუსის მქონე შპს-ის 100% წილი. შპს არის ფუნქციონირებადი სასტუმრო, რომელიც ასევე ყიდის აპარტამენტებს. აღნიშნულ შპს-ს უკვე მე-6 წელია, რაც აქვს ეს სტატუსი. პირველად გვაქვს შეხება ტურისტული საწარმოს სტატუსთან. აღნიშნული შპს ის ბუღალტრული აღრიცხვის სწორად საწარმოებლად და გადასახადების სწორად გასაანგარიშებლად საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ასევე სხვა რა ნორმატიული დოკუმენტები (კანონები, ბრძანებები, დადგენილებები) გავითვალისწინოთ?
2) ასევე, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სასტუმრო ნომრის ერთ-ერთმა მესაკუთრემ გააუქმა „უკან მიღების“ ხელშეკრულება შპს-სთან. ეს ფაქტი წარმოშობს რაიმე გადასახადს შპს-ისთვის?
„კომპანია X-ის ფილიალი საქართველოში“ წარმოადგენს ესპანეთში რეგისტრირებული კომპანია X-ის 100%-იან შვილობილ კომპანიას (ფილიალის ფორმით რეგისტრირებულს).
2015-2021 წლებში კომპანია X-ის ფილიალი საქართველოში საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა საქართველოს ერთ-ერთ ფონდს და აღნიშნული მომსახურების თანხებს ბეგრავდა დღგ-ით. ფონდი თანხის ნაწილს ურიცხავდა კომპანია X-ის ფილიალს საქართველოში, ხოლო ნაწილს ურიცხავდა ფილიალის სათავო კომპანიას ესპანეთში. სათავო კომპანია მიღებული თანხის ნაწილს ურიცხავდა შვილობილ ფილიალს, თუმცა არასრულად.
თავის მხრივ, სათავო კომპანია დაფინანსების სახით ურიცხავდა შვილობილ ფილიალს თანხებს. დაფინანსებისა და სათავო კომპანიის მიმართ მოთხოვნის (ფონდისთვის გაწეული თანხები, რომელიც ჩაერიცხა მშობელს და არ აუნაზღაურდა შვილობილ ფილიალს) თანხები ერთმანეთში „გადაიხურა“ 2022 წელს სათავო კომპანიის მოთხოვნით. ამ ტრანზაქციის შედეგად შვილობილ ფილიალს დარჩა მოთხოვნა სათავო კომპანიის მიმართ დაახლოებით 1,200,000 ლარი.
2021 წლიდან ფილიალს შემოსავალი არ გააჩნია და მიმდინარე ხარჯებისთვის სათავო კომპანია ურიცხავს თანხებს. 2022-2026 წლებში სათავო კომპანიის დაფინანსების თანხები აკლდება ფილიალის მოთხოვნებს სათავო კომპანიის მიმართ და ამ ეტაპისთვის შეადგენს დაახლოებით 1,100,000 ლარს. ამავე დროს, შვილობილ ფილიალს აქვს გაუნაწილებელი მოგება 1,130,000 ლარი. მას ასევე აქვს გადასახადებს ზედმეტობა ბიუჯეტში, რომელიც 2022 წლიდან თითქმის უცვლელია და ამ ეტაპისთვის შეადგენს 20,000 ლარს.
სათავო კომპანია აპირებს დაიწყოს შვილობილი ფილიალის ლიკვიდაციის პროცესი. ხომ არ გამოიწვევს საგადასახადო რისკებს აღნიშნული არსებული ნაშთები – მოთხოვნა სათავო კომპანიის მიმართ და გაუნაწილებელი მოგება? თუ კომპანიას გადასახადები არ წარმოეშვება, შეძლებს თუ არა ის ბიუჯეტის წინაშე არსებული ზედმეტობის თანხის დაბრუნებას?
ჩვენმა კომპანიამ 2025 წლის აგვისტოში საზღვარგარეთ გაყიდა დანადგარი 100000 ევროდ, გაფორმდა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქონელი ჩავიდა დანიშნულების ადგილას. თანხა მყიდველმა ჩაგვირიცხა სექტემბერში. ოქტომბრის თვეში მყიდველთან მოლაპარაკების შედეგად მოხდა შეთანხმება მასთან, რომ შეცვლილიყო შეთანხმებული მიწოდების ფასი 110000 ევროდ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 100000 ევროსი. განსხვავება ძველ და ახალ საფასურს შორის მყიდველმა ჩაგვირიცხა ცალკე თანხით, თებერვლის თვეში. უნდა შეგვეცვალა თუ არა ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია? თუ კი, და არ შევცვალეთ, რა სანქციები გვემუქრება?
გვაინტერესებს, ა(ა)იპ-ს, რომელიც ეწევა ორდღიან ფასიან ტრენინგებს ექიმებისთვის, წელიწადში გაწეული მომსახურებების 100 000 ლარის ღირებულების გადაჭარბების შემთხვევაში ექმნება თუ არა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება?
ცნობისათვის, საქმიანობას ვეწევით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტაციის მონიჭების შემდეგ, ჩვენ მიერ წარდგენილ მოკლევადიან პროგრამებზე (უსგ – უწყვეტი სამედიცინო განათლება და უპგ – უწყვეტი პროფესიული განათლება).
წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. არ გვაქვს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. ოფისში დისპენსერებისათვის შეძენილ სუფთა წყალზე გადახდილი დღგ ექვემდებარება თუ არა ჩათვლას?