დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის X ეპარქიას (ს/ნ ---------) აჩუქა ძირითადი საშუალება, 975 ლარის ღირებულების, ქველმოქმედების მიზნით. სასაქონლო ზედნადები გამოწერილია. ეს დაიბეგრება დღგ-ით და მოგების გადასახადითაც, ხომ?
1) შპს-ს ბანკიდან აღებული აქვს სესხი, რომლის ნაწილი გადარიცხულია ესპანეთში არსებულ ფილიალში, ხოლო ნაწილი – ამხანაგობაში. ესპანეთში გადარიცხულს დაარიცხა ის საპროცენტო განაკვეთი, რაც ბანკიდან აღებულ სესხზე იყო დარიცხული, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ესპანეთის ფილიალზე დარიცხული პროცენტი გადმოირიცხება ძირი თანხის დაბრუნების დროს. ამხანაგობაშიც საბაზრო ფასით გაასესხა. შეიძლებოდა თუ არა ეს სესხები ყოფილიყო უპროცენტო?
2) ამ შპს-ს მიღებული აქვს აგრეთვე უპროცენტო სესხი დამფუძნებლისგან. შეიძლება თუ არა ეს სესხი გაიცეს უპროცენტოდ სხვა ურთიერთდამოკიდებულ შპს-ზე, საქართველოს რეზიდენტზე?
ჩვენი კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი. როდესაც სასაქონლო ზედნადებებით უსასყიდლოდ ვაძლევთ საქონელს სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“, ამას ვბეგრავთ მხოლოდ დღგ-ით, ხოლო როდესაც გამოვლინდება სასაქონლო დანაკლისი, ამას ვბეგრავთ დღგ-ითაც და საშემოსავლო გადასახადითაც, როგორც ხელფასს.
დანაკლისი რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგროს მოგების გადასახადით (და არა როგორც ხელფასი)? 50-ლარამდე საჩუქრებს არ ვგულისხმობ, მათი გადაცემა ხომ ისედაც იდენტიფიცირებული უნდა იყოს.
ჰოლდინგის (ჯგუფის) სათავო კომპანიამ, რომელიც დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“ და რომელიც ფლობს 5 შვილობილ კომპანიას საქართველოში, ასევე წილს რამდენიმე მეკავშირე საწარმოში (ყველა ეს კომპანია ასევე დაბეგვრის „ესტონურ მოდელზეა“) გააჩუქა ერთ-ერთ შვილობილ საწარმოში არსებული თავისი წილი, სხვა ორ შვილობილ საწარმოზე. იმოქმედებს თუ არა ეს ოპერაცია ჰოლდინგის სათავო კომპანიის დღგ-ის ჩათვლებზე? ჰოლდინგის სათავო კომპანია დღგ-ის გადამხდელია, საფინანსო დაწესებულება არ არის და დღგ-ის ჩათვლას იღებს სრული ოდენობით.
შეკითხვა მაქვს 2014-2015 წლებში გაცემულ სესხებზე, რომლებიც გაცემულია ჩვენი კომპანიის მიერ როგორც რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, ისე სხვა კომპანიებზე.
ვარიცხავ სესხის პროცენტს. პროცენტი არ მიმიღია და პროცენტი უნდა ჩავრთო თუ არა მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში? მე არ მაქვს ჩართული.
კომპანია შპს „X5“-ის დამფუძნებლები არიან:
კახა – 65% წილის მფლობელი;
ზაზა – 35% წილის მფლობელი.
შპს „X7“-ის 100%-ით დამფუძნებელია ზაზა. კახას ამ ფირმაში წილი არ აქვს.
1) ეს ფირმები ითვლებიან თუ არა ურთიერთდამოკიდებულ პირებად?
2) „X5“-მა ასესხა „X7“-ს Z თანხა, უპროცენტო სესხის სახით. პროცენტი უნდა დაიბეგროს თუ არა?
3) შპს „X5“ უწევს სატრანსპორტო მომსახურებას შპს „X7“-ს. ორივე კომპანია დღგ-ის გადამხდელია. აუცილებელია, რომ დავაფიქსიროთ ამ მომსახურების გაწევა და საბაზრო ფასით გამოვუწეროთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, თუ შეიძლება არ მოვითხოვოთ ამ მომსახურების საფასური და ა/ფ საერთოდ არ გამოვწეროთ? არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.