ძებნის შედეგად ნაპოვნია 256 შედეგი
ინდმეწარმემ თავისი კუთვნილი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და მიწა, რაზედაც განთავსებულია ეს შენობა (ერთობლივად 150000 ლარის ღირებულებით), სამი წლის წინ, როგორც საწესდებო კაპიტალში შენატანი, შეიტანა ახლად დარეგისტრირებულ შპს-ში. შპს დღგ-ის გადამხდელი არ არის. შპს-ს მეორე მოწილე ჰყავს, ამ ინდმეწარმის და – 50%-50% წილობრივი მონაწილეობით.
ინდმეწარმეს სურს შპს-ზე რიცხული შენობის ნახევარი და მიწა 100 კვ.მ, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობის ნახევარი, უსასყიდლოდ გადაფორმდეს მის საკუთრებაში.
რა პროცედურები უნდა ჩატარდეს და რა გადასახადები დაეკისრება შპს-ს? ალბათ ამ ქონების რეალიზაცია არ ჩაითვლება შპს-ის ამონაგებში. შპს-ის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის სავალდებულო ზღვრის 100000 ლარის გაანგარიშებაში, დაფიქსირდება მხოლოდ ნამეტი თანხა?
2025/05
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
დივიდენდები
უძრავი
ქონება
პასუხის ნახვა
ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, სადისტრიბუციო მანქანებს ქალაქში მოძრაობის უფლება აქვთ მხოლოდ 11 საათიდან 5 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში (მანქანა შეიძლება საცობში მოყვეს) არის ჯარიმა – პირველ შემთხვევაში 1000 ლარი და ყველა მომდევნო შემთხვევაში 3000 ლარი. გთხოვთ განმიმარტოთ, რა გადასახადით იბეგრება ეს ჯარიმა ან საერთოდ იბეგრება თუ არა? ჯარიმა იწერება ფირმაზე. რაც ვიკითხე, აზრთა სხვადასხვაობაა – ზოგი განიხილავს ეკონომიკურ საქმიანობად, ხოლო ზოგი – არა.
2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
შრომითი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა
ჩვენს კომპანიას გამოუგზავნეს მოსაწვევი წერილი სტამბულში (თურქეთი) გასამართ ექიმთა კონფერენციაზე, რომელზეც დაპატიჟეს ჩვენი ორი თანამშრომელი, ასევე სამი ექიმი.
ორი თანამშრომელი გავუშვით მივლინებით კონფერენციაზე. რაც შეეხება სამ ექიმს, რომლებიც არ არიან ჩვენი თანამშრომლები, მათი მგზავრობის, სასტუმროში განთავსებისა და დღიური ხარჯი გაწია ჩვენმა კომპანიამ.
მივლინების ხარჯებისა და ტრანსპორტირების ხარჯების გამიჯვნა ჩვენი თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის შესაძლებელია, დღიური ხარჯების გამიჯვნა კი ვერ ხერხდება.
ამ სიტუაციაში ჩაითვლება ექიმების ვიზიტი დაფინანსებად კონფერენციაზე და დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით? თუ რა ტიპის ხარჯად შეიძლება ჩაითვალოს? დღიური ხარჯები, რომელთა გამიჯვნა ვერ ხერხდება, ესენიც უნდა დაიბეგროს სრულად?
2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა
დირექტორზე გავეცი სესხი მარტში ეროვნულ ვალუტაში და საპროცენტო განაკვეთი ავიღე 18,27% (მგონი სწორად ვნახე). გაცემას ვბეგრავ მოგების გადასახადით. ყოველთვიურად ძირს ხელფასიდან ვაკავებ და წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადიდან შესაბამის თანხას ვიბრუნებ, ხოლო ნაპატიებ პროცენტს ვბეგრავ საშემოსავლოთი. სწორად ვიქცევით თუ არა?
2025/05
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები,
პროცენტები
შრომითი
პასუხის ნახვა
კომპანიის კუთვნილი ბარათით ხდება ანგარიშსწორება იურიდიულ პირებთან, არ გვაქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ დავბეგროთ (რა შემთხვევაში დავბეგრო საშემოსავლო გადასახადით და რა შემთხვევაში – მოგების გადასახადით), როგორ გავატაროთ ბუღალტრულად დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი?
2025/04
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
პასუხის ნახვა
საქართველოს შპს X-ს და დანიის შპს Y-ს ჰყავთ ერთი დამფუძნებელი – დანიის რეზიდენტი ფიზიკური პირი. აღნიშნულ ფიზიკურ პირს სურს მისი ქართული შპს X-დან გასცეს სესხი თავისივე Y კომპანიაზე. არსებობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობით რაიმე რეგულაცია, რომელიც შეეხება ქართული კომპანიის მიერ უცხოეთში მდებარე კომპანიისთვის სესხის გაცემას, თუ ეს ხდება ორ კომპანიას შორის, რომლებსაც ერთი და იგივე მფლობელი ჰყავს? თუმცა უშუალოდ ამ კომპანიებს შორის ფორმალური, იურიდიული ან პირდაპირი ურთიერთობა არ არსებობს.