კომპანიას (შპს-ს) სამი დამფუძნებელი ჰყავს, რეზიდენტი ფიზიკური პირები. მათი წილები განაწილებულია შემდეგნაირად: 45%; 50%; 5%; კომპანია აწარმოებს მშენებლობას 2008 წლამდე გაცემული სანებართვო მოწმობით და გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
5%-იანი წილის მფლობელი ყიდის თავის წილს, რომელსაც ყიდულობს 45%-ის მფლობელი დამფუძნებელი და ამბობს, რომ ამ წილის სანაცვლოდ მას აძლევს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართს საერთო ღირებულებით 300000 ლარი. გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ დაიბეგრება ეს ოპერაცია?
კაზინოში მომხმარებლებისგან პერსონალისთვის დატოვებული ე.წ. „თიფი“ (ტოვებენ „ფიშკების“ სახით), რომელიც გროვდება თვის განმავლობაში და თვის ბოლოს ნაწილდება შესაბამისი თანხა თანამშრომლებზე, იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და საპენსიო ფონდში შენატანებით?
1) ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა, ქონების შპს-ის საწესდებო კაპიტალში შეტანა და ქონების შპს-ის განთავსებულ კაპიტალში შეტანა არის თუ არა ერთი და იგივე ცნება/ქმედება?
2) ჩემს შემთხვევაში, უძრავი ქონების შპს-ის კაპიტალში შეტანა ამ შპს-ის 33% წილის სანაცვლოდ ჩაითვლება მიწოდებად, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მე ფიზიკურმა პირმა ჩემი ქონება მივყიდე შპს-ს, სწორად მესმის? და თუ ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამ შემთხვევაში მე, ფიზიკურმა პირმა, უნდა გადავიხადო დღგ ანუ უნდა დავრეგისტრირდე დღგ-ის გადამხდელად, რადგან საუბარია კომერციულ ფართზე 100000 ლარზე მეტი ღირებულებით? თუ ეს ასე არ არის, გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ და კონკრეტულად რა გადასახადის გადახდა მომიწევს მე როგორც ფიზიკურ პირს და როდის?
3) ის, რომ შპს-ს შეუძლია საკუთარი ქონების გასხვისება, გასაგებია, მაგრამ შპს-ის კაპიტალში (საწესდებო კაპიტალში, განთავსებულ კაპიტალში) არსებული ქონების გაყიდვაც ასევე შეუზღუდავად შეუძლია?
4) თუ შპს-ს უპრობლემოდ შეუძლია კაპიტალში განთავსებული ქონების გასხვისება, გასხვისების შემდეგ კომპანია გადაიხდის მხოლოდ დღგ-ს, ასეა? და თუ დამფუძნებლები (ფიზიკური პირები) გადაწყვეტენ დარჩენილი თანხის სრულად გატანას/განაწილებას, ამ შემთხვევაში იქნება საჭირო მოგების გადასახადის და დივიდენდზე გადასახადის გადახდა 15%+5%?
ჩვენი კომპანიის (საქართველოს შპს, რომელიც მსს ფასს-ით მუშაობს), 100%-იანი დამფუძნებელია ჩეხეთის რეზიდენტი კომპანია. მისგან 2023 წელს ავიღეთ უპროცენტო სესხი 40 000 ევრო, რომელიც დავაბრუნეთ გასულ თვეში 2025 წლის სექტემბერში. მიღებული სესხის ეკვივალენტი ლარში ჩარიცხვის დღეს შეადგენდა 120 000 ლარს, ხოლო გადარიცხვის დროს – 128 000 ლარს (რიცხვები პირობითია). ეს სხვაობა (128000-120000=8000 ლარი) რაიმე გადასახადით ხომ არ უნდა დაიბეგროს?