ძებნის შედეგად ნაპოვნია 613 შედეგი

ვენახში წვეთოვანი სისტემა გვაქვს 2140 ანგარიშზე (ნაგებობები) აღრიცხული და ვიხდით მასზე ქონების გადასახადს. ეს სწორია, თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებებზე (მოძრავ ქონებაზე) არსებული შეღავათით შეგვიძლია ვისარგებლოთ?

2026/09
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
სოფლის მეურნეობა
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ჩვენი საწარმო (შპს) რუსულ კომპანიას უწევს რუსეთში გასატანი არაალკოჰოლური პროდუქციის (კოკა-კოლა, ფანტა) რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად შეფუთვისა და მარკირების მომსახურებას საქართველოში. ავანსი ჩარიცხეს შემდეგი დანიშნულებით: „მარკების დაკვრის მომსახურებისათვის შეთანხმების მიხედვით“. რა გადასახადებით უნდა დაიბეგროს?

2026/09
დღგ
მოგების გადასახადი
თემის გარეშე
პასუხის ნახვა

შეიძლება თუ არა, რომ კომპანიამ ფიზიკურ პირს ასესხოს თანხა (გადასახადები რომ არ დაერიცხოს ისე)? მაგალითად - პროცენტების გარეშე, თვის ბოლომდე.

2026/09
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

მაქვს ორმაგი მოქალაქეობა (საქართველოს, ისრაელის), ვარ ექიმი-რადიოლოგი. 2 წელია საქართველოდან ონლაინ ვმუშაობ ისრაელის საავადმყოფოებთან როგორც ისრაელში დარეგისტრებული ინდმეწარმე რადიოლოგი. მაქვს ორი ვარიანტი: ერთი, დავრჩე ისრაელის რეზიდენტად, როგორც ახლა და იქ გადავიხადო გადასახადები, რაც ძალიან მაღალია (მაქსიმუმ 5 წლამდე შემიძლია დარჩენა. შემდეგ დავკარგავ მოსახლის სტატუსს და საგადასახადო რეზიდენტობას, თუ არ დავბრუნდები ისრაელში); ან მეორე, დავრეგისტრირდე საქართველოში როგორც გადამხდელი, ან ინდმეწარმე (რომელი ჯობია?) და გადასახადები აქ გადავიხადო, რაც გაცილებით ნაკლები იქნება ალბათ. შემოსავალი მექნება 100 ათას ლარზე მეტი. რა პროცენტის გადახდა მომიწევს? ხომ არ ჯობს დავრეგისტრირდე როგორც IT სფეროში მომუშავე სპეციალისტი მცირე ბიზნესის სტატუსით, რადგან ონლაინ ვმუშაობ?

2026/08
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

სატენდერო წინადადებით ერთ-ერთ კლინიკას უნდა მივაწოდოთ სამედიცინო დანადგარი. დანადგარი ჯერ გზაშია. მისი იმპორტი და მიწოდება დღგ-ით არ იბეგრება. ამ დანადგარისთვის სამართავი კომპიუტერული პროგრამა ერთ-ერთმა სხვა არარეზიდენტმა კომპანიამ ინტერნეტით უსასყიდლოდ გამოგვიგზავნა. ეს პროგრამა ჩვენ (დღგ-ის გადამხდელმა შპს-მ) სასყიდლიანად უნდა მივაწოდოთ კლინიკას. რა ღირებულებით და როგორ უნდა ავიღოთ შემოსავალში ეს პროგრამა? როგორ დაიბეგრება? ეს პროგრამა მხოლოდ ამ დანადგარის სამართავად გამოიყენება, პროგრამის გარეშე ვერ იფუნქციონირებს. შესაძლებელია განვიხილოთ როგორც როიალტი?

2026/08
დღგ
არამატერიალური აქტივები
იმპორტი, ექსპორტი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
პასუხის ნახვა

კითხვა: საწარმო, რომელიც სრული ფასს-ებით მუშაობს, ფლობს და იყენებს უძრავ ქონებას (შენობას) საკუთარი მიზნებისათვის. თუ მან ამ შენობის ნაწილი გასცა იჯარით (იჯარა არ წარმოადგენს მის ძირითად საქმიანობას), დანარჩენ ნაწილს კი იყენებს საკუთარი საწარმოო დანიშნულებით (ვთქვათ, ამ შენობის 30%-ს ან 7%-ს), მაშინ იჯარით გაცემული ქონების ეს ნაწილი როგორ უნდა აღრიცხოს: როგორც საინვესტიციო ქონება თუ როგორც ძირითადი საშუალება?

2026/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
იჯარა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა