ძებნის შედეგად ნაპოვნია 869 შედეგი

შპს SSS-მა 2024 წლის მაისი-ივნისის თვეებში მოახდინა პროდუქციისა და სარემონტო მომსახურების მიწოდება შპს GGG-ზე. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული პროდუქციისა და სარემონტო მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია აშშ დოლარში მიწოდების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად, ხოლო მიწოდების დღეს დაფიქსირებული ღირებულება ლარში (21 მლნ ლარზე მეტი) ანაზღაურებისას უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ გადახდის ვადად განსაზღვრულია მიწოდებიდან 20 სამუშაო დღე. ზუსტად ამ პერიოდში მოხდა ეროვნული ვალუტის მკვეთრად და სწრაფად გაუფასურება, 2.68 ლარიდან 2.87-მდე. გამომდინარე იქიდან, რომ მისაღები შემოსავალი მყიდველის მხრიდან არ გადაფასდებოდა, ჩვენ კი გვქონდა სასესხო ვალდებულებები აშშ დოლარში 3 მლნ-მდე, დამფუძნებელთან შეთანხმებით, კურსთაშორისი ზარალის რისკის შესამცირებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბანკთან შეთანხმების დადებაზე ფორვარდზე, რომლის თანახმადაც ბანკი გვიფიქსირებდა მიწოდების დღეს არსებულ კურსს და თანხის ჩარიცხვის შემდეგ მოახდენდა ამ კურსით კონვერტაციას. ივნისის თვის მიწოდებებზე ბანკთან დაიდო 3 ფორვარდის შეთანხმება (2.82-2.84 კურსები), ივლისის თვეში ასანაზღაურებელ თანხებზე. ბანკის სარგებელი განისაზღვრება ფიქსირებულ კურსს +% ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე. ბანკის სარგებელი აისახა დაფიქსირებულ კურსში. ზუსტად ივლისიდან ლარმა დაიწყო გამყარება და თანხების ჩარიცხვისას მერყეობდა 2.74-2.71 ფარგლებში. აღნიშნული ოპერაციით კომპანიამ მიიღო არსებითი ზარალი ვალუტის გადაფასებისას (დაახლ. 500,000 ლარის ოდენობით). ჩვენ გვაინტერესებს, ფორვარდის განსაზღვრებაზე დაყრდნობით: 1) აღნიშნული ხარჯი უნდა დაიყოს ცალკე ბანკის სარგებლად და ცალკე კურსთაშორის სხვაობით მიღებულ ზარალად? 2) როგორი ტიპის ხარჯად ან ზარალად ვაღიაროთ აღნიშნული ოპერაცია (საკურსო, კონვერტაციის თუ სრულად ბანკის მომსახურების, საოპერაციო, არასაოპერაციო თუ ფინანსური)? 3) რა პერიოდით უნდა მოხდეს ხარჯის/ზარალის აღიარება? აღრიცხვა-ანგარიშგებას ვაწარმოებთ სრული ფასს-ების მიხედვით.

2024/11
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
პასუხის ნახვა

სააქციო საზოგადოებას ჰყავს რამდენიმე ასეული აქციონერი, რომელთაგან ზოგიერთთან (დაახლოებით აქციონერთა სიის 7%-თან) არანაირი კონტაქტი არ გვაქვს და ვერც მყარდება. სააქციო საზოგადოებამ რომ გაანაწილოს მიღებული მოგებიდან დივიდენდი, რა მოუვა მათ ხვედრით წილს ამ დივიდენდებში, რომლებსაც ისინი ფაქტობრივად არ/ვერ აიღებენ?

2024/11
არასაგადასახადო თემა
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
წილები, აქციები, ფასიანი ქაღალდები
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია ყიდის ან მოკლევადიანი იჯარით გასცემს იმპორტირებულ სამედიცინო აპარატურას, ასევე სახარჯ მასალებს მათთვის. ერთ-ერთმა ა(ა)იპ-მა, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, მოგვმართა თხოვნით, გავუწიოთ სპონსორობა ამ ა(ა)იპ-ის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო წარმომადგენელთა კონგრესს, რასაც შესაბამისად ჩაგვიწერენ ინვოისში. დაიბეგრება თუ არა ჩვენ მიერ ამ მიზნით გადარიცხული თანხა მოგების გადასახადით?

2024/11
დღგ
მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

მეიჯარე კომპანიამ მოიჯარეზე ფართის გაქირავებისას (გრძელვადიანი ჩვეულებრივი იჯარაა), მას წინასწარ, ავანსის სახით, გადაახდევინა ბოლო 2 თვის იჯარის თანხა. გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი დღგ დეკლარირებულია. ისე მოხდა, რომ ივლისის თვეში იჯარა შეწყდა ვადაზე ადრე მეიჯარის მიზეზით. მხარეთა მოლაპარაკებების შედეგად, სექტემბერში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეიჯარე დაუბრუნებდა მოიჯარეს ზემოაღნიშნულ ბოლო 2 თვის იჯარის თანხას და დაუბრუნა კიდევაც. სექტემბერში გამოიწერა ავანსის კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. კორექტირებული დღგ-ის თანხა რომელი თვის საგადასახადო დეკლარაციაში უნდა ასახონ მხარეებმა: ივლისში თუ სექტემბერში?

2024/10
დღგ
იჯარა
პასუხის ნახვა

ფიზიკურ პირს საკუთრებაში აქვს ტრაქტორი, რომელსაც თავის ვენახებში იყენებს. ეს ტრაქტორი აისახება ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში?

2024/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
ლიზინგი
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ინდმეწარმეს, გარდა სახლისა, ავტომანქანისა და მიწისა, ასევე საკუთრებაში აქვს მარანი, რომელსაც იყენებს თავის ეკონომიკურ საქმიანობაში. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციაში, ეს მარანი ცვეთადაკლებული თანხით უნდა აჩვენოს, ხომ?

2024/10
ქონების (მ.შ. მიწის) გადასახადი
უძრავი ქონება
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა