ძებნის შედეგად ნაპოვნია 838 შედეგი

სამშენებლო კომპანიამ 2019 წელს ფიზიკური პირისგან ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მიწის ღირებულების ანაზღაურება უნდა მოხდეს არაფულადი ფორმით – აღნიშნულ მიწაზე ასაშენებელი საცხოვრებელი კორპუსის ფართებით. 2021 წლიდან დღგ-ის კარში ცვლილებების შესვლის შემდეგ გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები სამშენებლო კომპანიის მიერ სანაცვლო ფართების გადაცემის დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის და ღირებულების განსაზღვრის ნაწილში. კერძოდ, ცვლილებების ძალაში შესვლამდე, შემოსავლების სამსახურის გავრცელებული მიდგომა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში ასეთი იყო – სამშენებლო კომპანიის მიერ მიწის მეპატრონე ფიზიკური პირისათვის გადასაცემი ფართების ღირებულება გამოიანგარიშებოდა ფორმულით: მშენებლობის დანახარჯებს (მიწის ღირებულების გარდა)+10% მოგება+18% დღგ. ამ საკითხზე არსებობს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული არაერთი შემოწმების აქტი. გარკვეული შეფერხებების გამო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო 2022 წელს და დასრულდება 2024 წელს. 2019-დან 2024-მდე საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების. ფინანსთა მინისტრის 31.12.20210 წ. №996 ბრძანების 483 მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად სანაცვლო ფართების ღირებულებად განისაზღვრა მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი დღგ-ის გარეშე (მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი სამშენებლო კომპანიისათვის გადაცემის საანგარიშო პერიოდში). ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე არსებობს 2024 წლის 07 ივნისის ფინანსთა მინისტრის №195 საჯარო გადაწყვეტილება. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს 2019 წლიდან დაწყებულ გარიგებასთან, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება დღგ-ის მიზნებისთვის შემდეგ კითხვებთან დაკავშირებით: 1) როგორ განისაზღვრება სამშენებლო კომპანიის მიერ მიწის მეპატრონე ფიზიკური პირისათვის გადასაცემი ფართების მიწოდების დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი? 2) როგორ განისაზღვრება სამშენებლო კომპანიის მიერ მიწის მეპატრონე ფიზიკური პირისათვის გადასაცემი ფართების ღირებულება? 3) მიწის მეპატრონე ფიზიკური პირი გეგმავს მიღებული ფართების სრულად რეალიზაციას. ამ მიზნით აპირებს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას და მიღებული ფართების ღირებულებიდან დღგ-ის ჩათვლას სამშენებლო კომპანიის მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ შეეხება მიწის მეპატრონე ფიზიკური პირის მიერ დღგ-ის ჩათვლის საკითხს?

2024/07
დღგ
ბარტერი
მშენებლობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი რეზიდენტი კომპანია (შპს), რომლის ძირითადი საქმიანობაა სასტუმრო და სარესტორნე მომსახურება. 2023 წლის ნოემბერში არარეზიდენტ კომპანიას, რომლის ფაქტობრივი მისამართია ქ. ლონდონი, გადავუხადეთ 105 ფუნტი სტერლინგი ღვინის ფესტივალში მონაწილეობისთვის, ხოლო 30 ფუნტი სტერლინგი იყო ბანკის გადარიცხვის საკომისიო. ფესტივალი ჩატარდა გურჯაანში ბრიტანული კომპანიის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრებიც. ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სტუმრებს საშუალებას აძლევდნენ გაესინჯათ მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ღვინის სახეობები. გთხოვთ, გვიპასუხოთ შემდეგ კითხვებზე: 1) დაიბეგრება თუ არა აღნიშნული შპს უკუდაბეგვრის დღგ-ით ან/და არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით? თუ კი, რა პერიოდში? 2) გავრცელდება თუ არა მასზე სსკ 162-ე პრიმა 1 მუხლის მე-7 პუნქტი? 3) რა დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს ზემოხსენებულ ფესტივალში მონაწილეობის მიზნობრიობის ფაქტის გასამყარებლად? 4) დაბეგვრის შემთხვევაში, დასაბეგრ თანხაში შეიტანება თუ არა ბანკის გადარიცხვის საკომისიო?

2024/07
დღგ
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
პასუხის ნახვა

თანამშრომლებისათვის ვალუტაში გაცემულ სამივლინებო ავანსებს ჩამოწერისთვის ისევე მივუდგეთ, როგორც ზოგადად ავანსების ჩამოწერას ვუდგებით? გაცემის დღის სავალუტო კურსით? მსს ფასს-ის მიხედვით ვმუშაობთ.

2024/07
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
მივლინება
შრომითი
პასუხის ნახვა

შეიძლება თუ არა, რომ შპს-ში არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირის სესხიდან წარმოშობილი საპროცენტო დავალიანება ამ დამფუძნებლის მიერ (წილის 100%-ის მფლობელია) შეტანილ იქნას ამ შპს-ის საწესდებო კაპიტალში?

2024/06
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

1) ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად (ყოველთვიურად) ურიცხავს დახმარებას ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენს, რასაც ვბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით. ეს დახმარება სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანითაც უნდა დავბეგროთ? ამ სპორტსმენთან არანაირი ურთიერთდამოკიდებულება არ გვაქვს. 2) თუ უნდა დავბეგროთ და არ დავბეგრავთ, რა საჯარიმო სანქცია გვემუქრება საპენსიო სააგენტოს მხრიდან?

2024/06
საშემოსავლო გადასახადი
სხვა გადასახადები და სანქციები
რეკლამა და მარკეტინგი
ჯარიმები/პირგასამტეხლო
პასუხის ნახვა

2021 წელს დაბეგვრის „ესტონურ“ მოდელზე მყოფმა სამშენებლო კომპანიამ ისესხა თანხა ურთიერთდამოკიდებული, გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირისგან. სესხის ხელშეკრულების პირობით მომდევნო სამი წლის განმავლობაში სესხი დაბრუნდება სრულად (პროცენტებთან ერთად) ან დაბრუნდება შერეული სახით – ნაწილი დაბრუნდება თანხით, ნაწილი კი აშენებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით. ეს ხდომილება დამოკიდებულია მომავალში მსესხებელი კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებზე. კონტრაქტში ასევე დაფიქსირებულია, რომ თუკი სესხის ნაწილი დაბრუნდება ქონების გადაცემით, მაშინ ქონების ფასი იქნება 120$ და ეს ფასი 2021 წელს (გარიგების დადებისას) არის ამ ქონების საბაზრო ფასი, თუმცა 2024 წელს ამგვარი ქონების საბაზრო ფასი უკვე გაზრდილია და შეადგენს 200$-ს. 2024 წელს სესხის ნაწილი დაბრუნდა თანხობრივად, ნაწილი კი – ქონების საკუთრებაში გადაცემით. ამ ვითარებაში: 1) რამდენად მაღალია რისკი ქონების გადაცემით დაბრუნებული სესხის ნაწილი თავიდანვე (2021 წელში) ჩაითვალოს მიღებულ ავანსად და დაიბეგროს დღგ-ით? და რა თანხიდან, 120$-დან? 2) თუკი დავასაბუთებთ, რომ 2021 წელს ეს არ ყოფილა ავანსი, რადგან არ იყო ცალსახად დათქმული პირობა (დავუშვათ, რომ ეს რამენაირად ავხსენით), მაშინ 2024 წელს, როცა ბინა გადაფორმდა, რა თანხიდან უნდა დაიბეგროს ეს ოპერაცია დღგ-ით? 120$-იდან თუ 200$-დან? ან შეიძლება 120$-ში უნდა გაიქვითოს, მაგრამ 200$-დან უნდა დაიბეგროს (ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებაა)?

2024/06
დღგ
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები, პროცენტები
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა