ჩვენი კომპანია აწარმოებს თაფლს. როდესაც ფიზიკური პირის გამოძახებით მის სახლში მიაქვს თაფლი კურიერს, მაგ დროს რა საბუთი შეიძლება არსებობდეს? საკურიერო მომსახურებას სხვა ფირმა გვიწევს, რომელიც თვის ბოლოს ინვოისს გვიწერს. საბუთში ვგულისხმობ ზედნადებს, თუ არის სავალდებულო როგორც ტრანსპორტირების საბუთი? პირად ნომერს კლიენტს ვერ ვეკითხებით.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი გვიწევს მომსახურებას, კერძოდ, თავისი ტრაქტორით სავენახე მიწის მოსწორების სამუშაოებს. საშემოსავლო გადასახადით უნდა დავბეგროთ?
მე-3 ზომითი კატეგორიის შპს-ის საქმიანობას წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება და მისგან მიღებული რძის რეალიზაცია. ასევე, ხდება ცოცხალი საქონლის რეალიზაციაც. მაინტერესებს შემდეგი საკითხები:
1) რა საბუთის საფუძველზე უნდა მოხდეს ბალანსზე რძის აღება და საჭიროა თუ არა რძის ლაბორატორიული მაჩვენებლების მითითება მასში?
2) რა საბუთის საფუძველზე უნდა ავიღოთ ხბო ბალანსზე?
3) პირუტყვის სიკვდილის შემთხვევაში, თუ ძირითად საშუალებად მაქვს აღრიცხული, ვადგენ აქტს. თუ გასაყიდად გამიზნული საქონელი (16**-ებზე აღრიცხული) კვდება, ჩამოწერისათვის უნდა მოვიწვიო საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, მაგრამ მკვდარ საქონელს ადგილზე ვერ ვინახავთ, რადგან მალფუჭებადია. ამიტომ არ ვიწვევთ საგადასახადო ორგანოს. როგორ მოვიქცეთ?
4) უნდა გვქონდეს თუ არა წინასწარ შედგენილი ნორმები კვების რაციონთან დაკავშირებით? ხომ არ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს საკვები არ გაგვიყიდია? იგივე ეხება პირუტყვის მოვლისათვის განკუთვნილ წამლებსაც.
ასევე გვაინტერესებს, რაიმე გამოსავლიანობის ნორმა ხომ არ უნდა შევიმუშავოთ გამრავლების საშუალებებთან დაკავშირებით?
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა პროგრამა, რომლის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ღირებულების 50%-ს უფინანსებს ფიზიკურ პირებს. რამდენიმემ იყიდა ასე, ფიზიკური პირის სახელზე. ამ ფიზიკური პირისთვის, ეს 50%-იანი დაფინანსება რამე გადასახადებს გამოიწვევს?
შეკითხვა ეხება მე-4 კატეგორიის საწარმოს. საწარმომ, რომლის საქმიანობაც არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და აქვს ხეხილის ბაღი, როგორ აღრიცხავს (როგორი ბუღალტრული გატარებით) ხილის (მარაგის) მიღებას და შემდგომ მის რეალიზაციას (როგორც თვითღირებულების, ისე გადაფასების მეთოდით)?