ჩვენი კომპანია არის სამედიცინო კლინიკა (შპს), საქმიანობა არის სუროგაცია-დონაცია. დავაფუძნეთ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით საწარმო სომხეთში (სომხეთის რეზიდენტი ფირმაა), რომელსაც ყოველთვიურად ბრძანების საფუძველზე ვურიცხავთ თანხას და ვუთითებთ დანიშნულებაში – „დამფუძნებლის შენატანი“. რეალურად, ხდება ასეთი რამ:
ჩვენი კლინიკა ხელშეკრულებას აფორმებს პაციენტებთან, რომლებსაც გარკვეული სახის სამედიცინო მომსახურებები ესაჭიროებათ. მათი ნაწილი არის უცხოელი. უცხოელი პაციენტებიდან, ნაწილი ამ სამედიცინო მომსახურებებს იღებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებიდან, ნაწილი კი (ვისაც ურჩევნია) – სომხეთში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან. თუ სომხეთში ურჩევნია, მაშინ ამ მომსახურების საფასურს უცხოელი პაციენტი ასევე რიცხავს ჩვენს კლინიკაში, ხოლო სომხეთის შვილობილი ფირმა ათავსებს ამ პაციენტთა შეკვეთებს სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში, იხდის მათ ღირებულებებს, ასევე უწევს პაციენტებს სხვადასხვა ლოგისტიკურ სერვისებს. თვის განმავლობაში გაწეულ ხარჯებს ამატებს 25%-ს და წარმოგვიდგენს ჩვენ ყოველთვიურად ანგარიშს (ფაქტურას), რომლის მიხედვით ვურიცხავთ გაწეული მომსახურების საფასურს.
ა) რამდენად სწორია, როდესაც ვუთითებთ გადარიცხვის დანიშნულებაში: „დამფუძნებლის შენატანი“?
ბ) გადარიცხვის დროს დანიშნულებაში რომ მივუთითო სომხეთის ფირმის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა, რა გადასახადებით დავიბეგრები?
მაინტერესებს, რა რისკების შემცველია ეს ოპერაცია.
კითხვა: შპს X-მა შეიძინა მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, კერძოდ ყურძნის საკრეფი კომბაინი, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით. კომბაინი შევიძინეთ ქართული კომპანიისგან 480000 ლარად, ჩვენი კომპანიის წილი თანხა ჩავურიცხეთ გამყიდველს 336000 ლარი. დანარჩენ თანხას სახელმწიფო პროგრამიდან მიიღებს.
ზედნადები და ა/ფ გამოწერილი არის ჩვენს სახელზე 480000 ლარზე.
შპს X-ს აქვს უფლება სახელმწიფო პროგრამით თანადაფინანსებულ თანხაზე დღგ შეიმციროს (ჩაითვალოს)?
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 18 მაისის №147 საჯარო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, როდის იქნება ბარტერულ ოპერაციაზე დაბეგვრის დრო შემდეგ ოპერაციებზე:
1) ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
2) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, მიწის ნაკვეთი გადაეცა 2026 წლის ივნისს, ხოლო შენობა-ნაგებობა – 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
3) იურიდიული პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს სამშენებლო მასალებს/მომსახურებას, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით. პირობითად, სამშენებლო მასალები/მომსახურება გადაეცა 2026 წლის ივნისში, ხოლო შენობა-ნაგებობა 2026 წლის აგვისტოში. რა ვალდებულებები ექნება თითოეულ მიმწოდებელს და როდის?
ბინის, ან ავტომანქანის გაყიდვასთან დაკავშირებული რეგისტრაციის ხარჯი, რომელსაც იხდის მიმწოდებელი გაფორმების შესაბამის სამსახურში, შეიძლება რომ საგადასახადო ორგანომ ეს განიხილოს მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად?
ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას E-ს უნდა შევუკვეთოთ საქონელი, რომელიც უნდა მივაწოდოთ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკას სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად.
ჩინური კომპანია გვთხოვს, რომ თანხა უნდა ჩავურიცხოთ ჩინეთში არსებულ კორპორაციას M-ს (ჩინეთში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით) და ეს კორპორაცია შემდეგ თანხას ჩაურიცხავს უშუალოდ ჩვენს მომწოდებელ კომპანიას, რომელიც გამოგვიგზავნის შეკვეთილ საქონელს.
კორპორაცია M დარეგისტრირებულია შანხაიში, ხოლო მიმწოდებელი კომპანია დარეგისტრირებულია შენჭენში. ოფშორს არ მიეკუთვნება.
რეზიდენტობის ცნობების გარდა, კიდევ დამატებით რამეზე ხომ არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ შემთხვევის დროს?