წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ იურიდიულ პირს. პერიოდულად გვაქვს მარკეტინგული აქტივობები, კერძოდ: თუ კლიენტი შეიძენს საქონელს ჩვენგან, მას დაერიცხება გარკვეული ოდენობის ქულები, რომლითაც შემდგომ, თუ გარკვეული პერიოდის გათვალისწინებით გამოიყენებს, შეუძლია შეიძინოს საქონელი.
პირობითად განვიხილოთ ასეთი მაგალითი:
2024 წლის ოქტომბერში კლიენტმა შეიძინა 100 ლარის ღირებულების საქონელი, რაზეც მას დაერიცხა 10 ლარის ქულა (ჩვენ დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში ავსახეთ დ-ტი 1410 კ-ტი 6110 - 84.75 და კ-ტი 3330 – 15.25 ლარი, ასევე დ-ტი 1210 კ-ტი 1410 100 ლარი).
2024 წლის თებერვალში აღნიშნულმა ფიზიკურმა პირმა შეიძინა 20 ლარის საქონელი, ხოლო თანხა გადაიხადა 10 ლარი, დანარჩენი კი გაინაშთა დარიცხული ქულებით (აღნიშნული სმფ – სრულად იბეგრება დღგ-ით).
2025 წლის თებერვალში დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში რა უნდა აისახოს? 10 ლარის შესაბამისი 6110 ანგარიშის ბრუნვა თუ 20 ლარის შესაბამისი?
გთხოვთ განიხილოთ ეს მაგალითი (ქულებით განაშთვა) ბუღალტრული ანგარიშების მიხედვით გატარებების დონეზე.
შენიშვნა:
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არსებობს გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც დღგ-ით დასაბეგრ ბაზად განისაზღვრება გადახდილ თანხას დამატებული ქულებით შეძენილი სმფ-ის ღირებულება.
ვართ დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფი სამშენებლო კომპანია (შპს). კომპანია ჩართულია საქართველოს მთავრობის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ „სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2022 წლის 29 მარტის №159 დადგენილებით განსაზღვრულ პროგრამაში.
საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე მუხლის 23-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 25-ე პუნქტის თანახმად, კომპანიასა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საცხოვრებელი ბინების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.
აღნიშნული ხელშეკრულებით, კომპანიისთვის განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის ნამატმა ფართმა შეადგინა 55000 კვ.მ. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემმა ფართმა შეადგინა ნამატი ფართის 10% – 5500 კვ.მ.
აღნიშნული ფართების (5500 კვ.მ-ის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემა ხომ არ წარმოქმნის რაიმე სახის გადასახადს კომპანიისთვის?
ვარ არამეწარმე ფიზიკური პირი. ნაყიდი მაქვს კომერციული ფართი 2017 წლის 28 ივნისს 300000$-ად, რომელიც გაქირავებული მაქვს კომპანიაზე (კომპანია გადახდის წყაროსთან მიკავებს 20% საშემოსავლო გადასახადს გადახდილი ქირავნობის საზღაურიდან, ადეკლარირებს და რიცხავს ბიუჯეტში). ამჟამად ამ ფართს ვყიდი 500000$-ად. რა გადასახადები მექნება გადასახდელი როგორც პროცენტულად, ასევე თანხებში გამოხატული და როდის?
რეზიდენტ ფიზიკურ პირს გახსნილი აქვს ანაბრები საქართველოში ქართულ ბანკში და უცხოეთში უცხოურ ბანკში. ამ ანაბრებიდან მიღებული სარგებლის თანხები წარმოქმნის თუ არა რაიმე საგადასახადო ვალდებულებებს რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის?
სააქციო საზოგადოებაში დირექტორის მოადგილემ 2025 წლის ივლისის თვეში ავანსად აიღო 5 თვის ხელფასი, პირობითად 25000 ლარი. თანხა დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. სექტემბრის თვეში აღნიშნულმა თანამშრომელმა უკან დააბრუნა 3 თვის ხელფასი 15000 ლარი.
თქვენ მიერ ადრე ერთ-ერთ ნაპასუხებ კითხვაში აღნიშნულია, რომ შრომის კოდექსი არ ზღუდავს სამი თვის ხელფასის გაცემას, თუ ის არადაბრუნებადია. მაგრამ, გარდა ზემოხსენებულისა, გთხოვთ, გვითხრათ:
1) უკან დაბრუნებული თანხით უნდა მოხდეს ივლისის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება (შემცირება)? თუ არა, მაშინ ხელახლა რომ გავცემთ ხელფასს, აღარ უნდა დავბეგროთ შესაბამის თვეში? არასწორ დეკლარირებაზე ხომ არ დავჯარიმდებით?
2) უკან დაბრუნებული თანხა სესხად ხომ არ უნდა განვიხილოთ და ჩავსვათ ივლისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში? თუ გაცემის მომენტში არ ვიცოდით, რომ დააბრუნებდა, მაინც სესხად უნდა მივიჩნიოთ?
3) იმ შემთხვევაში, თუ სესხად ვაღიარეთ დაბრუნებული თანხის ნაწილი, აღნიშნული სესხი ხომ არ ჩაითვლება უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად და მასზე დარიცხული საბაზრო პროცენტი დაიბეგრება მოგების გადასახადით? თუ, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით სსკ 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიზნებისთვის 20%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობით?