ძებნის შედეგად ნაპოვნია 41 შედეგი

რამდენად მისაღებია, საგადასახადო კუთხით, შპს-ის დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა, მის მიერ საქართველოში წარმოებული ერთი სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია წლის მანძილზე, თვეგამოშვებით, სხვადასხვა ფასში მიჰყიდოს ამ შპს-ს?

2023/03
მოგების გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
შეფასება და აუდიტი
პასუხის ნახვა

ინდმეწარმის საკუთრებაში არსებული სავენახე მიწების გაწმენდის შედეგად, ბევრი ქვა გროვდება, რომლებიც გასატანია, ისე ვენახებს ვერ დავამუშავებთ. ამ მიზნით, ქვის ამკრეფი მოწყობილობაც კი ვიყიდეთ. გასატანი ქვა დაგროვდა დიდი ოდენობით, 100 მანქანა მაინც იქნება. რომ გავყიდოთ ან გავაჩუქოთ, გვაქვს ამის უფლება? ბუნებრივი რესურსების მოპოვებაში ხომ არ ჩაგვეთვლება?

2023/01
საშემოსავლო გადასახადი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

ინდმეწარმეს, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, შეუძლია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით და მომსახურების გამწევი ფიზიკური პირისთვის გადახდილი გასამრჯელო გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისაგან (როგორც ხელფასი)? სოფლის მეურნეობაში სამუშაო საათები არ არის ზუსტად გაწერილი და ამიტომ მომსახურების ხელშეკრულებები ფორმდება.

2022/12
საშემოსავლო გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
შრომითი
პასუხის ნახვა

შეკითხვა ეხება მარცვლეულ კულტურებს, კერძოდ ხორბლის მაგალითი განვიხილოთ: ხორბლის თესვის პერიოდი საქართველოში წესისამებრ სექტემბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე შეიძლება გაგრძელდეს. ცხადია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც თესვა შეიძლება კიდევ უფრო დაგვიანდეს და საანგარიშგებო პერიოდის დასასრულს (დავუშვათ 31 დეკემბერს) ჯერ კიდევ არ იყოს მარცვლეული კულტურა მიწიდან აღმოცენებული. რა ხდება ამ დროს? როგორ უნდა ვაღიაროთ ან/და აღვრიცხოთ ბიოლოგიური აქტივი მსს ფასს-ის 34-ე განყოფილების მიხედვით? გვაფიქრებს ის, რომ მოყვანილ მაგალითში მცენარე ჯერ არაა აღმოცენებული და თან ამ დროს მისი არ აღმოცენების (სრულად ან ნაწილობრივ) რისკი ალბათ საკმაოდ მაღალია. შესაბამისად: 1) საერთოდ დაკმაყოფილებულია თუ არა ბიოლოგიურ აქტივად აღიარების კრიტერიუმები? 2) შესაძლებელია თუ არა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ხორბლის არ აღმოცენებული ყანის რეალური ღირებულებით აღრიცხვა, თუ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია და თვითღირებულების მეთოდს უნდა მივმართოთ?

2022/08
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

ჩვენი კომპანია ყიდულობს მომსახურებებს არარეზიდენტი კომპანიებისაგან, კერძოდ: 1) იტალიის რეზიდენტი კომპანია გვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას ვენახების მართვის მიმართულებით, გვირჩევს რა საქმიანობები განვახორციელოთ ამა თუ იმ ვენახში, რა სასუქები გამოვიყენოთ და ა.შ., რის სანაცვლოდაც მათ ვუხდით მომსახურების საზღაურს; 2) Facebook (ირლანდია) – აქტივობების საფასური. ორივე შემთხვევაში ჩვენი კომპანია გადახდილ საზღაურს ბეგრავს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. ორივე ქვეყანასთან დადებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე (და რეზიდენტობის ცნობების საფუძველზე) უნდა დაგვებეგრა თუ არა გადახდის წყაროსთან აღნიშნული გადახდები ან გვაქვს თუ არა უფლება აღარ დავბეგროთ?

2022/01
არარეზიდენტის საშემოსავლო/მოგების გადასახადი
რეკლამა და მარკეტინგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

რეზიდენტ კომპანიას საქართველოში აქვს დიდი (რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების) ბიოლოგიური აქტივები – პლანტაციები და სურს არარეზიდენტი დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის საკუთრებაში გადაცემა მისგან აღებული სესხის ვალდებულების დაფარვის მიზნით. დაიბეგრება თუ არა ეს გადაცემა დღგ-ით?

2021/12
დღგ
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის მეურნეობა
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა