ძებნის შედეგად ნაპოვნია 1028 შედეგი
საქართველოს კომპანიას აქვს მოგება და უნდა გასცეს დივიდენდი პარტნიორ ფიზიკურ პირზე, საქართველოს რეზიდენტზე. კომპანიის საბანკო ანგარიშზე არის თანხა ევროებში.
პარტნიორს სურს, რომ დივიდენდის შესაბამისი თანხა აიღოს ევროებში. ხომ არ წარმოშობს ეს რაიმე პრობლემას კანონმდებლობის კუთხით, თუ დივიდენდის ლარში განსაზღვრულ თანხას იმ დღის შესაბამისი ევროს კურსით გადავურიცხავ ევროებში დამფუძნებელს, მის ევროების საბანკო ანგარიშზე ქართულ ბანკში?
2026/02
არასაგადასახადო
თემა
დივიდენდები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
თურქეთის მოქალაქემ ჩვენს საწარმოს გაუწია მომსახურება ონლაინ, კერძოდ წისქვილის მთავარი დანადგარის „ტვინმა“ აურია და ის გაასწორა. საქართველოში არ ჩამოსულა, თურქეთიდან ჩაგვერთო ამ საქმისთვის. თურქულ კომპანიას, ვისაც ის წარმოადგენდა, საქართველოში წარმომადგენლობა არ აქვს.
გადახდას ითხოვს კომპანია წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, ოღონდ გვწერს, რომ ფული ჩავურიცხოთ ამ ფიზიკურ პირს.
რამდენად გამართულია ეს ოპერაცია და რა გადასახადებით უნდა დავბეგროთ ჩვენ?
2026/02
დღგ
არარეზიდენტის
საშემოსავლო/მოგების
გადასახადი
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა
წამოვადგენთ შპს-ს, რომელსაც აქვს დღგ-ით დასაბეგრი რეალიზაცია და ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული სხვა ოპერაციები. წლის განმავლობაში მაქვს ძირითადი საშუალებების შეძენა, რომლის გადახდილი დღგ ყოველთვიურ დეკლარაციაში არ შემაქვს პროპორციის გათვლაში და წლის ბოლოს უნდა დავითვალო. 2025 წელს, პროპორციის კოეფიციენტია 31%, შესყიდული ძირითადი საშუალებების დღგ – 166000 ლარია. ჩემი ვარიანტი კი მაქვს გაკეთებული, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ბოლომდე, ამიტომ მაინტერესებს, თქვენ როგორ დაითვლიდით?
შპს-ს, რომლის ძირითადი საქმიანობაა ვაჭრობა, 2020 წლის 31 მარტიდან გაცემული აქვს გრძელვადიანი სესხები 1 000 000 EUR და 1 000 000 USD ოდენობით ურთიერთდამოკიდებულ პირზე – სხვა შპს-ზე. სესხის ვადა შეადგენდა 5 წელს, საპროცენტო განაკვეთი 12%, დარიცხული პროცენტის გადახდა მსესხებლის მხრიდან ხდებოდა კვარტალში ერთხელ.
ვადის გასვლის გამო 2025 წლის 01 აპრილს აღნიშნული ხელშეკრულებები განახლდა, ისევ 5 წლით, შეიცვალა საპროცენტო განაკვეთი გახდა – 10%, პროცენტის გადახდის პირობა იგივე – კვარტალურად.
ამასთან 2025 წლის აპრილში შპს-მ დამატებით გასცა გრძელვადიანი სესხი სხვა ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს-ზე 2 000 000 USD ოდენობით 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთი 10%, პროცენტის გადახდა ყოველთვიურად.
ყველა სესხის გაცემის გადაწყვეტილება მიღებულია დამფუძნებელი კომპანიის და მისი მმართველი გუნდის მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებებით.
კომპანია 2024 წლიდან წარმოადგენს მეორე კატეგორიის საწარმოს და აღრიცხვა-ანგარიშგებას სრული ფასს-ების მიხედვით აწარმოებს.
კომპანიის 2024 წლის ამონაგები სავაჭრო საქმიანობიდან შეადგენდა 25 458 000 ლარს, ხოლო მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 880 000 ლარი.
კომპანიის 2025 წლის ამონაგები სავაჭრო საქმიანობიდან შეადგენდა 2 285 000 ლარს, ხოლო მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 992 000 ლარი.
1) კომპანია ხომ არ განიხილება სესხის გამცემ სუბიექტად ასეთ შემთხვევაში?
2) საპროცენტო შემოსავალი წარმოადგენს ამ კომპანიისთვის ფინანსურ შემოსავალს თუ ამონაგებს?
2026/01
არასაგადასახადო
თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების
წესები
და
სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
სესხები,
პროცენტები
პასუხის ნახვა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, თუ საქმიანობაში დაკავებული არ ჰყავს ოჯახის 5 წევრზე მეტი, არ ჩაითვლებოდა ფიზიკური პირის დაბეგვრას დაქვემდებარებულ საქმიანობად ანუ არ ითვლებოდა მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობად და საგადასახადო რეგისტრაცია არ იყო საჭირო. მოქმედია თუ არა ეს მუხლი 2026 წლის მდგომარეობით, ვინაიდან 2025 წლის „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ეს ჩანაწერი მე-3 მუხლში აღარ არის?
2026/01
არასაგადასახადო
თემა
სამართლებრივი/იურიდიული
სოფლის
მეურნეობა
პასუხის ნახვა
1) შპს-ს დაქირავებული ბუღალტრის ხელშეკრულებით ემსახურება აუდიტორი, რომელსაც არ აქვს შემფასებლის სტატუსი. შეუძლია თუ არა მას, ამ საწარმოს 100% წილის მქონე დამფუძნებელს და დირექტორს დამფუძნებელთა კრების ოქმში ან განკარგულებაში დაუდასტუროს ქონების საბაზრო ფასი ხელმოწერით ან გასცეს დასკვნა და ჩაუტაროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი?
2) რა მოხდება, თუ არ ვაპირებთ გადაფასების მეთოდის გამოყენებას 4 წლის შემდეგ და თუ საგადასახადო ორგანო საბაზრო ფასზე შემოგვედავება, გამოიყენებს თუ არა სსკ 202-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით აქტივების საშუალო ღირებულების 3-ჯერ გაზრდას?
2026/01
ქონების
(მ.შ.
მიწის)
გადასახადი
უძრავი
ქონება
შეფასება
და
აუდიტი
პასუხის ნახვა