ძებნის შედეგად ნაპოვნია 1045 შედეგი

წარმოვადგენთ დღგ-ის გადამხდელ კომპანიას. არ გვაქვს დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები. ოფისში დისპენსერებისათვის შეძენილ სუფთა წყალზე გადახდილი დღგ ექვემდებარება თუ არა ჩათვლას?

2026/03
დღგ
წარმომადგენლობითი ხარჯები
პასუხის ნახვა

საქართველოს შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც გრაფიკით მორიგეობა უწევს ყოველ მე-4 დღეს და თუ ხელმძღვანელი დართავს ნებას, თავისუფალ დროს უფლება აქვს თუ არა იმუშაოს კერძო შპს-ში კონსულტანტად?

2026/03
არასაგადასახადო თემა
სამართლებრივი/იურიდიული
შრომითი
პასუხის ნახვა

ამჟამად მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის რომელი დებულებებით რეგულირდება საცხოვრებელი ფართების (ბინების, სახლების) დღგ-ით დაბეგვრა/არდაბეგვრა? რა შემთხვევაში დაიბეგრება დღგ-ით? საკითხი მაინტერესებს როგორც კომპანიების, ასევე ფიზიკური პირების შემთხვევისთვის.

2026/03
დღგ
უძრავი ქონება
პასუხის ნახვა

დეკემბრის თვის საბანკო საპროცენტო სარგებელი კომპანიას (დაბეგვრის „ესტონურ მოდელზე“ მყოფს) ჩაერიცხა იანვარში. პროპორციული ჩათვლებისთვის, რომელ თვეში უნდა იქნეს ის გათვალისწინებული დღგ-ის მიზნებისათვის? და რომელ თვეში – მოგების გადასახადში შეღავათის მიზნებისათვის?

2026/02
დღგ
მოგების გადასახადი
სესხები, პროცენტები
პასუხის ნახვა

2025 წლის ნოემბერში ავტომანქანა გავაქირავეთ იჯარით და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც გამოვუწერეთ მოიჯარეს. მან ფულიც ჩაგვირიცხა, მაგრამ მანქანა არ გამოდგა გამართული, რის გამოც მომსახურება ფაქტობრივად არ შესრულდა და 1 დეკემბერს მოიჯარეს ფული უკან გადავურიცხეთ, ხოლო ავტომანქანა დაგვიბრუნეს. რომელი თარიღით უნდა გამოვწეროთ კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა?

2026/02
დღგ
იჯარა
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა

კომპანია X-ს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება ჩვენი კომპანიის წინაშე. აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადავეცით სარჩელი. დაეკისრა დავალიანების დაფარვა ყოველთვე წინასწარ განსაზღვრული თანხის ოდენობით (6 თვე). დავალიანება არის აშშ დოლარში და ბოლო ჩარიცხვა გასულ თვეშია. კომპანია X დავალიანებას ლარებში ურიცხავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და შემდეგ აღსრულება გვირიცხავს ჩვენ, რაც ერთსა და იმავე დღეს არ ხდება, თან გრაფიკით განსაზღვრულ თანხას ზუსტად არ რიცხავს. ჩვენ თანხას ვიღებთ ჩვენთან შემოსვლის დღეს არსებული აშშ დოლარის კურსით. ეხლა უნდა შევდარდეთ კომპანია X-თან ბოლო ჩარიცხვის დასაზუსტებლად და აღსრულებასაც უნდა მივწეროთ ბოლოს ჩასარიცხი თანხის ოდენობა, ზუსტად გასანულებლად. ჩვენი მხრიდან მართებულია ჩვენთან ჩარიცხული თანხის შემოსვლის დღის კურსით ჩათვლა, თუ კომპანია X-ის მიერ აღსრულებისთვის ჩარიცხვის დღის კურსით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რახან დავალიანების დაფარვა აღსრულების ბიუროს გავლით ხდება?

2026/02
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სამართლებრივი/იურიდიული
პასუხის ნახვა