ძებნის შედეგად ნაპოვნია 39 შედეგი

საწარმოს საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ბალანსზე აღრიცხულია 18529 ლარად. 2020 წლის ივნისში გაყიდა 7941 კვ. მეტრი, რომელზეც ვენახია გაშენებული და ამ უკანასკნელის თვითღირებულება 6711,50 ლარს შეადგენს. მიწისა და მასზე გაშენებული ვენახის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 30000 ლარია. გაყიდვა განხორციელდა ფიზიკურ პირზე. ვენახი ახალია და მასზე ცვეთა ჯერ არ დარიცხულა, რადგან ის მსხმოიარე 2019 წლიდანაა. საწარმო, რომელმაც გაყიდვა მოახდინა, დღგ-ის გადამხდელია. გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორ უნდა გაიმიჯნოს დღგ-ით დასაბეგრი და დაუბეგრავი ოპერაციები შესაბამისი თანხების მითითებით, რა დოკუმენტი უნდა გაფორმდეს და იქნებ მოგვცეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები: - 30000 ლარის შემოსავალზე; - 7941 კვ. მეტრი მიწის ფართობის რეალიზაციაზე; - 6711,50 ლარის თვითღირებულების მქონე ვენახის რეალიზაციაზე; - დღგ-ის თანხაზე.

2020/08
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიწის ნაკვეთის მფლობელებს დაურიგა ვაუჩერები, რომელთა საშუალებით 1 ლიტრ დიზელს საბაზროზე 1 ლარით ნაკლებ ფასად იძენენ. უშუალოდ ჩვენი კომპანიის სახელზე რაც იყო, ის უკვე გავანაღდეთ. ანგარიშ-ფაქტურა გამოგვიწერეს გადახდილი ფასის შესაბამის ღირებულებაზე და აქ რამე პრობლემა არ დგას. ახლა ვაუჩერებს ვყიდულობთ გარეშე ფიზიკური პირებისგან (როგორც ჩანს. ფ/პ-ებს სრულად არ გამოუყენებიათ). მათი განაღდება ბენზინგასამართ სადგურებზე უპრობლემოდ ხდება, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურებს ვერ გვიწერენ, რადგან ვაუჩერი ჩვენი კომპანიის სახელზე არ არის. შესაბამისად, გვიჩანს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, მაგ. 300 ლარი და ვიცი, რომ ეს საწვავის შესაძენად დაიხარჯა, მაგრამ რადგან თანამშრომლის გავლით ხდება ამ თანხების ხარჯვა, ვთვლი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრად. უშუალოდ ვაუჩერში რას უხდიან ამ პირებს და საწვავში რას იხდიან, არ ვიცი. აღნიშნული თანხები რომ არ დაიბეგროს, გვინდა მიღება-ჩაბარების აქტები გავაფორმოთ ფ/პ-ებთან ჯამურ გადახდილ თანხაზე. ეს რამდენად არის შესაძლებელი?

2020/07
საშემოსავლო გადასახადი
საწვავი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

ვებგვერდიდან რომ ვყიდი პროდუქციას ადგილზე მიტანით (ძირითადად – ფიზიკურ პირებზე) და მიაქვს საკურიერო ფირმას, ან თვითონ ჩვენ, ზედნადების გამოწერა აუცილებელია?

2020/07
არასაგადასახადო თემა
სასაქონლო-მატერიალური მარაგი
სოფლის მეურნეობა
პასუხის ნახვა

საწარმოს საკუთრებაში აქვს 3,6 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ბალანსზე აღრიცხულია 18529 ლარად. 2020 წლის ივნისში გაყიდა 7941 კვ. მეტრი, რომელზეც ვენახია გაშენებული და ამ უკანასკნელის თვითღირებულება 6711.50 ლარს შეადგენს. გთხოვთ მოგვცეთ შესაბამისი ბუღალტრული გატარებები გაყიდული მიწის ფართობზე და მასზე გაშენებულ ვენახზე.

2020/06
დღგ
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

უკვე გაშენებულ, მსხმოიარე ვენახში რომ ვაზის ნერგებს ჩავამატებ, ეს მიმდინარე ხარჯია?

2020/06
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა

ვენახში ერთ მწკრივს აკლია მავთულის გაბმა და ამიტომ ჯერ ისევ დაუმთავრებელ ვენახად მაქვს აღრიცხული, ეს სწორია? იმ ერთ მწკრივზე მავთულს წელს გააბამენ ალბათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების იყოს. თუმცა, რაც უკვე 2018 წლიდან მაქვს ჩასმული ბოძები და მათზე გაბმული მავთული, მაგათ რომ ცვეთას არ ვარიცხავ, იმის გამო, რომ დაუმთავრებელი ვენახის ანგარიშზე მიზის, რამდენად სწორად ვიქცევი?

2020/05
არასაგადასახადო თემა
აღრიცხვა-ანგარიშგების წესები და სტანდარტები
სოფლის მეურნეობა
ძირითადი საშუალებები
პასუხის ნახვა