კომპანიას (შპს-ს) სამი დამფუძნებელი ჰყავს, რეზიდენტი ფიზიკური პირები. ისინი წილებს შპს-ში ფლობენ 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში. ერთ-ერთი მათგანი ამ შპს-ში ფლობს 5% წილს. კომპანია აწარმოებს მშენებლობას 2008 წლამდე გაცემული სანებართვო მოწმობით და გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
5%-იანი წილის მფლობელი ყიდის თავის წილს, რომელსაც ყიდულობს თავად ეს კომპანია, რომელიც ამ წილის სანაცვლოდ მას აძლევს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართს (რომელზეც ვრცელდება შეღავათი დღგ-ში) საერთო ღირებულებით 300000 ლარი. გთხოვთ მიპასუხოთ:
1) 5% წილის მფლობელი ისარგებლებს თუ არა სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `ჩ~ პუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით?
2) სხვა რა გადასახადებით და როგორ დაიბეგრება ეს ოპერაცია?
ჩვენს კომპანიას ძირითადი საშუალებების რეესტრში აქვს დარჩენილი უმნიშვნელო ღირებულების ძირითადი საშუალებები და გვაინტერესებს, აქტის საფუძველზე თუ გვაქვს ამის ჩამოწერის უფლება აღრიცხვის სტანდარტების თანახმად? და ასევე, თუ ამის უფლება გვაქვს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კერძოდ ქონების გადასახადის ნაწილში, ამას როგორ უყურებენ საგადასახადო ორგანოები?
შპს-ში, რომელიც არის სასტუმრო, სასტუმრო მომსახურების გაყიდვების ხელშეწყობისთვის დავდეთ ხელშეკრულება მარკეტინგულ შპს-სთან, რომელსაც ევალება ჩვენი სასტუმროს ნომრების გაყიდვა და სასტუმროს პოპულარიზაცია. მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შესასრულებლად მარკეტინგულ შპს-ს ჩვენს სასტუმროში ჩამოჰყავს ინფორმაციული/გასაცნობი ტურების სახით მარკეტინგის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები, ან პოტენციური კლიენტები და ა.შ., რომლებსაც ადგილზე აცნობს სასტუმროს. ამ ვიზიტის ფარგლებში საჭირო ხდება სტუმრების გამასპინძლება (ჩაი, ყავა, ლანჩი, საუზმე, სადილი, შამპანური), მათზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად და ზოგ შემთხვევაში, თუ ვიზიტი გრძელდება ორი დღით, სტუმრებისთვის სასტუმრო მომსახურების შეთავაზებაც (ღამით დარჩენა ჩვენს ნომერში). სტუმრების ჩამოყვანამდე მარკეტინგული შპს გვიგზავნის ოფიციალურ ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ წერილობით შეტყობინებას (ან ელექტრონული მეილის სახით გვწერს), სადაც უთითებს, თუ ვინ მოჰყავს, რამდენი დღით, რა მიზნით და სტუმრების სახელს, გვარს და პირად ნომერს (თუ შესაძლებელია). ამ მომსახურებების ფარგლებში გაწეულ ხარჯებს ჩვენ ვატარებთ წარმომადგენლობით ხარჯებში და ვქმნით წარმომადგენლობითი ხარჯვის აქტს, რომელსაც ხელს აწერს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ოპერაციებს რადგან მივიჩნევთ წარმომადგენლობით ხარჯებად, მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებულ ჩათვლებს ვიღებთ ჩათვლიდან (ანუ ვიუქმებთ ჩათვლილ დღგ-ის თანხებს) იმ თვის დღგ-ის დეკლარაციის ბოლო გვერდის მე-14 უჯრაში მითითების გზით, რომელ თვეშიც მოხდება ზემოაღნიშნული გამასპინძლება.
ა) რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა ან/და შედგენა ხომ არ არის კიდევ საჭირო?
ბ) რაიმე დამატებითი გადასახადებით ხომ არ დავიბეგრებით?
შპს-ს, რომელიც ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს სრული ფასს-ების მიხედვით, საწყობში ახლა აქვს ზაფხულის საბურავები, რომელიც იყო მანქანის ღირებულების ნაწილი თავის დროზე. ზამთრის საბურავები ცალკე შეიძინეს და ჩამოწერეს ხარჯებში, როცა დაყენდა. მერე ისევ შეცვლიან და ზაფხულისას დააყენებენ.
ეს მოძრაობები როგორ აღირიცხოს, რომ საწყობებში ზედმეტობა არ ჰქონდეთ? გარესაბალანსო დაკვირვების პრაქტიკა არის, ცალკე აწარმოებენ ამ აღრიცხვას. ღირებულების განსაზღვრაც საჭიროა (ალბათ) თუ მარაგში აიღებენ?
1) ჩვენს შპს-ს ავტომანქანის იჯარები გვაქვს დირექტორზე დარიცხული და გაუცემელი. ეს პრობლემა ხომ არ არის? ანუ, არ ვაძლევთ იჯარას, თუმცა ვარიცხავთ.
2) აღნიშნული მანქანა სხვა შპს-მაც რომ აიღოს იჯარით, შეიძლება? ანუ როცა დასჭირდება, გამოიყენებს მას.
საქართველოს კომპანიას აქვს მოგება და უნდა გასცეს დივიდენდი პარტნიორ ფიზიკურ პირზე, საქართველოს რეზიდენტზე. კომპანიის საბანკო ანგარიშზე არის თანხა ევროებში.
პარტნიორს სურს, რომ დივიდენდის შესაბამისი თანხა აიღოს ევროებში. ხომ არ წარმოშობს ეს რაიმე პრობლემას კანონმდებლობის კუთხით, თუ დივიდენდის ლარში განსაზღვრულ თანხას იმ დღის შესაბამისი ევროს კურსით გადავურიცხავ ევროებში დამფუძნებელს, მის ევროების საბანკო ანგარიშზე ქართულ ბანკში?